https://sputnik-georgia.com/20240729/kaladze-rusi-turistebis-chamosvla-koveltvis-misasalmebeli-iko-289220898.html
თბილისის მერი: რუსი ტურისტების საქართველოში ჩამოსვლა ყოველთვის მისასალმებელი იყო
თბილისის მერი: რუსი ტურისტების საქართველოში ჩამოსვლა ყოველთვის მისასალმებელი იყო
Sputnik საქართველო
კალაძის თქმით, ყოფილი ხელისუფლება რუს ტურისტებს საზღვარზე ყვავილებით ხვდებოდა, თუმცა 2012 წლის შემდეგ, მოქმედ ხელისუფლებას აკრიტიკებდა. 29.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-29T15:00+0400
2024-07-29T15:00+0400
2024-07-29T15:00+0400
საქართველო
ქართულ–რუსული ურთიერთობები
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოცნება
კახა კალაძე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24666/95/246669516_0:99:3000:1787_1920x0_80_0_0_fd01da0555225a193fb7711c2ada264b.jpg
თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ყოველთვის მიესალმებოდა რუსი ტურისტების საქართველოში ჩამოსვლას, რადგანაც ეს ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ გენმდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოში ვიზიტების რაოდენობით რუსეთის მოქალაქეები მეორე ადგილზე არიან (527,5 ათასი ვიზიტი) - პირველ ადგილზე თურქეთია.თბილისის მერის განმარტებით, ოპოზიციური პარტიების ის წარმომადგენლები, რომლებიც აპროტესტებდნენ რუსი ტურისტების შემოსვლას, ხელისუფლებაში ყოფნის დროს პირიქით იქცეოდნენ და ახლა ისევ შეცვალეს რიტორიკა. მისი თქმით, ყოფილი ხელისუფლება რუს ტურისტებს საზღვარზე ყვავილებით ხვდებოდა, თუმცა 2012 წლის შემდეგ, მოქმედ ხელისუფლებას აკრიტიკებდა.კალაძის თქმით, ოპოზიციამ, რომელიც განცხადებებს აკეთებდა საქართველოს სანქციებზე მიერთებასთან და მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით და აკრიტიკებდა ხელისუფლებას, შეიცვალა მიდგომა, რადგანაც მათ იციან ხალხის განწყობა და ის, რომ მათ არანაირი შესაძლებლობა არ აქვთ.ქართულ ოცნებაში“ „ნაცმოძრაობასა“ და მის მომხრეებს „ლოკალური ომის პარტიად“ მოიხსენიებენ. მათ ასევე უწოდებენ „რადიკალურ ოპოზიციას". ეს პოლიტიკური ძალები ცდილობენ შეარყიონ ვითარება საქართველოში, მოაწყონ რევოლუცია და ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში ქვეყანა ომში ჩაითრიონ.უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებდა, რადგან ამით მხოლოდ საქართველო დაზარალდებოდა. საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს, რომლებიც დაკავშირებულია ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24666/95/246669516_243:0:2758:1886_1920x0_80_0_0_1d5d252eaf29e9170f0d0dba070a2e3f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ქართულ–რუსული ურთიერთობები, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , კახა კალაძე
საქართველო, ქართულ–რუსული ურთიერთობები, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , კახა კალაძე
თბილისის მერი: რუსი ტურისტების საქართველოში ჩამოსვლა ყოველთვის მისასალმებელი იყო
კალაძის თქმით, ყოფილი ხელისუფლება რუს ტურისტებს საზღვარზე ყვავილებით ხვდებოდა, თუმცა 2012 წლის შემდეგ, მოქმედ ხელისუფლებას აკრიტიკებდა.
თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ყოველთვის მიესალმებოდა რუსი ტურისტების საქართველოში ჩამოსვლას, რადგანაც ეს ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ გენმდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.
2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოში ვიზიტების რაოდენობით რუსეთის მოქალაქეები მეორე ადგილზე არიან (527,5 ათასი ვიზიტი) - პირველ ადგილზე თურქეთია.
„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და არ ვმალავდით, რომ მივესალმებით რუსი ტურისტების ჩამოსვლას. ეს ცუდი არ არის. პირიქით, ეს ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას“, - განაცხადა კალაძემ ჟურნალისტებთან.
თბილისის მერის განმარტებით, ოპოზიციური პარტიების ის წარმომადგენლები, რომლებიც აპროტესტებდნენ რუსი ტურისტების შემოსვლას, ხელისუფლებაში ყოფნის დროს პირიქით იქცეოდნენ და ახლა ისევ შეცვალეს რიტორიკა.
მისი თქმით, ყოფილი ხელისუფლება რუს ტურისტებს საზღვარზე ყვავილებით ხვდებოდა, თუმცა 2012 წლის შემდეგ, მოქმედ ხელისუფლებას აკრიტიკებდა.
„2012 წლამდე, სანამ „ქართული ოცნება“ მოვიდოდა ხელისუფლებაში, გავიხსენოთ მათი რიტორიკა - ყვავილებით და ტუჩზე კოცნით ხვდებოდნენ რუს ტურისტებს, ერთმანეთს ეხვეოდნენ, რომ ქვეყანაში რუსი ტურისტი შემოსულიყო. შემდეგ, როგორც კი ხელისუფლებიდან ქართველმა ხალხმა ისინი გაუშვა იქ, სადაც გაუშვა, იმიტომ, რომ ამის საბაბი ჰქონდა, მაშინვე შეცვალეს მიდგომა, რიტორიკა თუ როგორ შეიძლება რუსი ტურისტი შემოვიდეს ქვეყანაში", - აღნიშნა კალაძემ.
კალაძის თქმით, ოპოზიციამ, რომელიც განცხადებებს აკეთებდა საქართველოს სანქციებზე მიერთებასთან და მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით და აკრიტიკებდა ხელისუფლებას, შეიცვალა მიდგომა, რადგანაც მათ იციან ხალხის განწყობა და ის, რომ მათ არანაირი შესაძლებლობა არ აქვთ.
„ისინი, ყველა ერთად წარმოადგენენ ომის პარტიას, არ ჩამოვთვლი სათითაოდ. ერთნი არიან, ერთი მამა ჰყავთ, უცებ კი შეცვალეს რიტორიკა, რომ მიესალმებიან რუს ტურისტებს", - განაცხადა კალაძემ.
ქართულ ოცნებაში“ „ნაცმოძრაობასა“ და მის მომხრეებს „ლოკალური ომის პარტიად“ მოიხსენიებენ. მათ ასევე უწოდებენ „რადიკალურ ოპოზიციას". ეს პოლიტიკური ძალები ცდილობენ შეარყიონ ვითარება საქართველოში, მოაწყონ რევოლუცია და ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში ქვეყანა ომში ჩაითრიონ.
უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებდა, რადგან ამით მხოლოდ საქართველო დაზარალდებოდა. საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს, რომლებიც დაკავშირებულია ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან.