https://sputnik-georgia.com/20240729/ivanishvilis-mkvlelobis-momzadebis-saqme-mowmeebis-dakitxva-grzeldeba-289223379.html
ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმე: მოწმეების დაკითხვა გრძელდება
ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმე: მოწმეების დაკითხვა გრძელდება
Sputnik საქართველო
ბოლო დღეებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოკითხა რამდენიმე ქართველი მოხალისე, რომლებიც უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდნენ 29.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-29T13:00+0400
2024-07-29T13:00+0400
2024-07-29T12:30+0400
საქართველო
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი
ბიძინა ივანიშვილი
პოლიტიკა საქართველოში
ქართულ–უკრაინული ურთიერთობები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23370/57/233705793_0:79:1498:922_1920x0_80_0_0_2d914442f43ebdfc2b12ab970f4eb5f8.jpg
თბილისი, 29 ივლისი – Sputnik. ტერორიზმისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულების, ასევე მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში (სუს-ი) მოწმეთა გამოკითხვა გრძელდება.24 ივლისს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა, რომ აწარმოებს გამოძიებას მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარისა და დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე. მას შემდეგ, რაც ტერორიზმისა და შეთქმულების მუხლებით მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით აქტიური საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო, მოწმის სტატუსით უკვე გამოიკითხა 15-ზე მეტი პირი.დღეს სუს-ში გამოკითხვაზე იმყოფებიან ალი ხანგოშვილი და გიორგი კუშტანაშვილი. სუს-ში გამოკითხვები ერთ კვირაზე მეტია გრძელდება და გამოკითხულთა ნაწილმა პროცესი მაგისტრი-მოსამართლის წინაშე, საქალაქო სასამართლოში გაიარა. გამოკითხულთა შორის არიან როგორც უკრაინაში მებრძოლი ქართველი მოხალისეები (ნადიმ ხმალაძე, ლაშა ჭიღლაძე, კონსტანტინე ჯღამაია, გელა კახაბრიშვილი, ლაშა რუხაია და სხვ.), ისე ბიზნესმენები. სუს-ის გამოძიებაგანცხადება იმის თაობაზე, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეზე მებრძოლ ქართველ მოხალისეებს გამოკითხვაზე მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარისა და დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მკვლელობის მომზადების საქმეზე იბარებს, უკრაინაში მებრძოლი ქართველი მოხალისე გელა კახაბრიშვილის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა 23 ივლისს გააკეთა.ადვოკატის თქმით, რომელიც გამოკითხვას ესწრებოდა, გამოძიება დაინტერესდა იმით - ჰქონდა თუ მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირს ურთიერთობა უკრაინაში „ქართული ეროვნული ლეგიონის" დამფუძნებელ მამუკა მამულაშვილთან და ასევე ჰქონდა თუ არა კავშირი უცხოურ დაზვერვასთან.გამოკითხული მოხალისეებიდან რამდენიმე - კონსტანტინე ჯღამაია და ნადიმ ხმალაძე თბილისში „გამჭვირვალობის შესახებ" კანონის წინააღმდეგ გამართულ მასშტაბურ საპროტესტო აქციებში მონაწილეობდნენ. სკანდალური კანონის წინააღმდეგ აქციები გაიმართა როგორც 2023 წელს, როდესაც პირველად იქნა ინიცირებული კანონპროექტი, ისე 2024 წელს, როდესაც მმართველმა პარტიამ პარლამენტში კანონპროექტი ხელახლა დააინიცირა.საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2023 წლის 18 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია მოსალოდნელ არეულობებზე 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში, იმ პერიოდში, როდესაც ქვეყანა ევროკავშირის გადაწყვეტილებას ელოდება კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ამ დროს სუსში არ დაუკონკრეტებიათ, როდის დაიწყო გამოძიება.აღინიშნა, რომ საქართველოში სამოქალაქო არეულობა უცხო ქვეყნების კოორდინაციით და ფინანსური მხარდაჭერით იგეგმება.სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში სამოქალაქო არეულობის ორგანიზებას, როგორც ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა ჯგუფი ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის მიზნით გეგმავდა. უწყების ცნობით, გეგმის ერთ-ერთი ავტორია მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე.გეგმის განსახორციელებლად ლორთქიფანიძის დაქვემდებარებაში იყო ქართული წარმომავლობის პირები, მათ შორის, სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი, ასევე ექს-პრეზიდენტის ახლო გარემოცვის წევრი მამუკა მამულაშვილი, რომელიც უკრაინაში მოქმედი „ქართული ლეგიონის" მეთაურია.სუსის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ არეულობების ორგანიზატორები აპირებდნენ ე.წ. კარვების ქალაქის მოწყობას, ერთ-ერთი კარვის დანაღმვას და აფეთქების განხორციელებას, რის შედეგად დაიღუპებოდნენ როგორც მშვიდობიანი მოქალაქეები, ისე სამართალდამცველები.ტერორისტული აქტის განხორციელების შემთხვევაში დესტრუქციული ძალები იმედოვნებდნენ, რომ მოხდებოდა უმისამართო სროლა სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის, რაც ნოყიერ ნიადაგს შექმნიდა შემდგომი სამოქალაქო დაპირისპირებისთვის, ნათქვამია სუსის განცხადებაში.საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს ტერორისტული აქტის მომზადების და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე - სსკ-ის 18-323-ე და315-ე მუხლების პირველი ნაწილებით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23370/57/233705793_82:0:1415:1000_1920x0_80_0_0_c1ef6e675a16df03c1b80e6efaa2c9b1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, ბიძინა ივანიშვილი , პოლიტიკა საქართველოში, ქართულ–უკრაინული ურთიერთობები, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, ბიძინა ივანიშვილი , პოლიტიკა საქართველოში, ქართულ–უკრაინული ურთიერთობები, ახალი ამბები
ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმე: მოწმეების დაკითხვა გრძელდება
ბოლო დღეებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოკითხა რამდენიმე ქართველი მოხალისე, რომლებიც უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდნენ
თბილისი, 29 ივლისი – Sputnik. ტერორიზმისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულების, ასევე მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში (სუს-ი) მოწმეთა გამოკითხვა გრძელდება.
24 ივლისს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა, რომ აწარმოებს გამოძიებას მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარისა და დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე. მას შემდეგ, რაც ტერორიზმისა და შეთქმულების მუხლებით მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით აქტიური საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო, მოწმის სტატუსით უკვე გამოიკითხა 15-ზე მეტი პირი.
დღეს სუს-ში გამოკითხვაზე იმყოფებიან ალი ხანგოშვილი და გიორგი კუშტანაშვილი.
სუს-ში გამოკითხვები ერთ კვირაზე მეტია გრძელდება და გამოკითხულთა ნაწილმა პროცესი მაგისტრი-მოსამართლის წინაშე, საქალაქო სასამართლოში გაიარა. გამოკითხულთა შორის არიან როგორც უკრაინაში მებრძოლი ქართველი მოხალისეები (ნადიმ ხმალაძე, ლაშა ჭიღლაძე, კონსტანტინე ჯღამაია, გელა კახაბრიშვილი, ლაშა რუხაია და სხვ.), ისე ბიზნესმენები.
განცხადება იმის თაობაზე, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეზე მებრძოლ ქართველ მოხალისეებს გამოკითხვაზე მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარისა და დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მკვლელობის მომზადების საქმეზე იბარებს, უკრაინაში მებრძოლი ქართველი მოხალისე გელა კახაბრიშვილის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა 23 ივლისს გააკეთა.
ადვოკატის თქმით, რომელიც გამოკითხვას ესწრებოდა, გამოძიება დაინტერესდა იმით - ჰქონდა თუ მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირს ურთიერთობა უკრაინაში „ქართული ეროვნული ლეგიონის" დამფუძნებელ მამუკა მამულაშვილთან და ასევე ჰქონდა თუ არა კავშირი უცხოურ დაზვერვასთან.
გამოკითხული მოხალისეებიდან რამდენიმე - კონსტანტინე ჯღამაია და ნადიმ ხმალაძე თბილისში „გამჭვირვალობის შესახებ" კანონის წინააღმდეგ გამართულ მასშტაბურ საპროტესტო აქციებში მონაწილეობდნენ. სკანდალური კანონის წინააღმდეგ აქციები გაიმართა როგორც 2023 წელს, როდესაც პირველად იქნა ინიცირებული კანონპროექტი, ისე 2024 წელს, როდესაც მმართველმა პარტიამ პარლამენტში კანონპროექტი ხელახლა დააინიცირა.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2023 წლის 18 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია მოსალოდნელ არეულობებზე 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში, იმ პერიოდში, როდესაც ქვეყანა ევროკავშირის გადაწყვეტილებას ელოდება კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ამ დროს სუსში არ დაუკონკრეტებიათ, როდის დაიწყო გამოძიება.
აღინიშნა, რომ საქართველოში სამოქალაქო არეულობა უცხო ქვეყნების კოორდინაციით და ფინანსური მხარდაჭერით იგეგმება.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში სამოქალაქო არეულობის ორგანიზებას, როგორც ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა ჯგუფი ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის მიზნით გეგმავდა. უწყების ცნობით, გეგმის ერთ-ერთი ავტორია მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე.
გეგმის განსახორციელებლად ლორთქიფანიძის დაქვემდებარებაში იყო ქართული წარმომავლობის პირები, მათ შორის, სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი, ასევე ექს-პრეზიდენტის ახლო გარემოცვის წევრი მამუკა მამულაშვილი, რომელიც უკრაინაში მოქმედი „ქართული ლეგიონის" მეთაურია.
სუსის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ არეულობების ორგანიზატორები აპირებდნენ ე.წ. კარვების ქალაქის მოწყობას, ერთ-ერთი კარვის დანაღმვას და აფეთქების განხორციელებას, რის შედეგად დაიღუპებოდნენ როგორც მშვიდობიანი მოქალაქეები, ისე სამართალდამცველები.
ტერორისტული აქტის განხორციელების შემთხვევაში დესტრუქციული ძალები იმედოვნებდნენ, რომ მოხდებოდა უმისამართო სროლა სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის, რაც ნოყიერ ნიადაგს შექმნიდა შემდგომი სამოქალაქო დაპირისპირებისთვის, ნათქვამია სუსის განცხადებაში.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს ტერორისტული აქტის მომზადების და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე - სსკ-ის 18-323-ე და315-ე მუხლების პირველი ნაწილებით.