https://sputnik-georgia.com/20240729/gudaurtan-momxdari-tragediidan-2-weli-gavida-289227771.html
გუდაურთან მომხდარი ტრაგედიიდან 2 წელი გავიდა
გუდაურთან მომხდარი ტრაგედიიდან 2 წელი გავიდა
Sputnik საქართველო
გუდაურთან ვერტმფრენის აფეთქების დროს ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა. 29.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-29T17:00+0400
2024-07-29T17:00+0400
2024-07-29T17:00+0400
საქართველო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24752/11/247521160_0:0:3067:1725_1920x0_80_0_0_b943af0db14ddd06df8f46b29402aaae.jpg
თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. გუდაურთან მომხდარი ტრაგედიიდან, რა დროსაც რვა ადამიანი - მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მფრინავები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და ექიმები დაიღუპნენ, 2 წელი გავიდა.გუდაურში ტრაგედია 2022 წლის 29 ივლისს მოხდა. სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა, რომლის დახმარებითაც ჩამოვარდნილი პარაპლანერისტების სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობდა, მართვა დაკარგა და ჩამოვარდა.ბორტზე რვა ადამიანი იმყოფებოდა: ეკიპაჟის ოთხი წევრი - ზაზა ლორია, დიმიტრი ქააძე, ლევან ჩოხელი, ანდრო ქუჯოშვილი, გადაუდებელი დახმარების ცენტრის ორი მედიკოსი - გიორგი ვენეცკი, ქეთევან გულაღაშვილი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორი მაშველი - გიორგი მარგიანი, კახა ტორჩინავა.2022 წლის სექტემბერში საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გუდაურთან სამაშველო ოპერაციისას დაღუპული ეკიპაჟის წევრები, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი უმაღლესი სამოქალაქო პასუხისმგებლობისათვის, სამაგალითო, თავგანწირული ქმედებისათვის, მედლით ,,სამოქალაქო თავდადებისათვის“ დააჯილდოვა.გარდა ამისა, შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, ტრაგედიის დროს დაღუპული ოთხი მფრინავი და ორი მაშველი დაჯილდოვდა სამინისტროს I ხარისხის მედლით – „განსაკუთრებული დამსახურებისათვის“.ტრაგედია გუდაურის მთებშიოფიციალური ვერსიით, 29 ივლისს გუდაურის ტერიტორიაზე ორი ადამიანი პარაპლანით ფრენისას კლდეს შეეჯახა და ჩამოვარდა. დაშავებულთა დასახმარებლად გაფრინდა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომელმაც სამაშველო ოპერაციისას მართვა დაკარგა, ჩამოვარდა და აფეთქდა.ავიაკატასტროფის შედეგად ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა. რაც შეეხება პარაპლანერისტებს, ტურისტი ადგილზე დაიღუპა, ინსტრუქტორი კი დაშავდა.ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია ვრცელდებოდა, მათ შორის სახელდებოდა ტექნიკური გაუმართაობა.მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით 30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24752/11/247521160_249:0:2978:2047_1920x0_80_0_0_a537fa920e6ea64aed3263da22da8d88.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები
გუდაურთან მომხდარი ტრაგედიიდან 2 წელი გავიდა
გუდაურთან ვერტმფრენის აფეთქების დროს ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა.
თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. გუდაურთან მომხდარი ტრაგედიიდან, რა დროსაც რვა ადამიანი - მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მფრინავები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და ექიმები დაიღუპნენ, 2 წელი გავიდა.
გუდაურში ტრაგედია 2022 წლის 29 ივლისს მოხდა. სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა, რომლის დახმარებითაც ჩამოვარდნილი პარაპლანერისტების სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობდა, მართვა დაკარგა და ჩამოვარდა.
ბორტზე რვა ადამიანი იმყოფებოდა: ეკიპაჟის ოთხი წევრი - ზაზა ლორია, დიმიტრი ქააძე, ლევან ჩოხელი, ანდრო ქუჯოშვილი, გადაუდებელი დახმარების ცენტრის ორი მედიკოსი - გიორგი ვენეცკი, ქეთევან გულაღაშვილი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორი მაშველი - გიორგი მარგიანი, კახა ტორჩინავა.
2022 წლის სექტემბერში საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გუდაურთან სამაშველო ოპერაციისას დაღუპული ეკიპაჟის წევრები, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი უმაღლესი სამოქალაქო პასუხისმგებლობისათვის, სამაგალითო, თავგანწირული ქმედებისათვის, მედლით ,,სამოქალაქო თავდადებისათვის“ დააჯილდოვა.
გარდა ამისა, შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, ტრაგედიის დროს დაღუპული ოთხი მფრინავი და ორი მაშველი დაჯილდოვდა სამინისტროს I ხარისხის მედლით – „განსაკუთრებული დამსახურებისათვის“.
ოფიციალური ვერსიით, 29 ივლისს გუდაურის ტერიტორიაზე ორი ადამიანი პარაპლანით ფრენისას კლდეს შეეჯახა და ჩამოვარდა. დაშავებულთა დასახმარებლად გაფრინდა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომელმაც სამაშველო ოპერაციისას მართვა დაკარგა, ჩამოვარდა და აფეთქდა.
ავიაკატასტროფის შედეგად ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა. რაც შეეხება პარაპლანერისტებს, ტურისტი ადგილზე დაიღუპა, ინსტრუქტორი კი დაშავდა.
ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია ვრცელდებოდა, მათ შორის სახელდებოდა ტექნიკური გაუმართაობა.
მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით 30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.