https://sputnik-georgia.com/20240729/eter-liparteliani-brinjaos-medlis-gareshe-darcha-289231348.html
ეთერ ლიპარტელიანი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ფრანგ მეტოქესთან დამარცხდა
ეთერ ლიპარტელიანი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ფრანგ მეტოქესთან დამარცხდა
Sputnik საქართველო
ძიუდოს ტურნირი 2 აგვისტოს დასრულდება, 3 აგვისტოს კი ოლიმპიურ თამაშებზე შერეული გუნდური შეჯიბრებები დაიწყება 29.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-29T20:42+0400
2024-07-29T20:42+0400
2024-07-29T20:42+0400
საქართველო
სპორტი
პარიზის ოლიმპიადა 2024
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24622/06/246220683_0:0:1000:563_1920x0_80_0_0_536eac22e6eb5db096c12b2a64113abc.jpg
თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ძიუდოს ტურნირის მესამე საშეჯიბრო დღეს 57 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ეთერ ლიპარტელიანი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დამარცხდა.ქართველი სპორტსმენი ფრანგ სარა ლეონ სისიკესთან იპონით დამარცხდა და შეჯიბრი უმედლოდ დაასრულა.ტურნირის მიმდინარეობისას ქართველმა ძიუდოისტმა ბრიტანელი ლელ ნაირნი და უზბეკი შუკურჟონ ამინოვა დაამარცხა, თუმცა მეოთხედფინალში ბრაზილიელ რაფაელა სილვასთან დამარცხდა. რეპეშაჟში ლიპარტელიანმა მონღოლი ენხრილენ ლხაგვატოგო დაამარცხა, შემდეგ კი ოლიმპიური ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დამარცხდა.დღეს ასევე ტატამზე გავიდა ქართველი ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი (-77 კგ), რომელიც პირველივე ორთაბრძოლაში დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა. მისი მეტოქე ფრანგი ჟოან ბენჟამინ გაბა გახლდათ.ძიუდოს ტურნირი 2 აგვისტოს დასრულდება, 3 აგვისტოს კი ოლიმპიურ თამაშებზე შერეული გუნდური შეჯიბრებები დაიწყება, რომელშიც საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად მიიღებს მონაწილეობას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24622/06/246220683_0:0:964:722_1920x0_80_0_0_ead4a3de22bf38499b9fb94599987758.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, პარიზის ოლიმპიადა 2024, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, პარიზის ოლიმპიადა 2024, ახალი ამბები
ეთერ ლიპარტელიანი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ფრანგ მეტოქესთან დამარცხდა
ძიუდოს ტურნირი 2 აგვისტოს დასრულდება, 3 აგვისტოს კი ოლიმპიურ თამაშებზე შერეული გუნდური შეჯიბრებები დაიწყება
თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ძიუდოს ტურნირის მესამე საშეჯიბრო დღეს 57 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ეთერ ლიპარტელიანი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დამარცხდა.
ქართველი სპორტსმენი ფრანგ სარა ლეონ სისიკესთან იპონით დამარცხდა და შეჯიბრი უმედლოდ დაასრულა.
ტურნირის მიმდინარეობისას ქართველმა ძიუდოისტმა ბრიტანელი ლელ ნაირნი და უზბეკი შუკურჟონ ამინოვა დაამარცხა, თუმცა მეოთხედფინალში ბრაზილიელ რაფაელა სილვასთან დამარცხდა. რეპეშაჟში ლიპარტელიანმა მონღოლი ენხრილენ ლხაგვატოგო დაამარცხა, შემდეგ კი ოლიმპიური ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დამარცხდა.
დღეს ასევე ტატამზე გავიდა ქართველი ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი (-77 კგ), რომელიც პირველივე ორთაბრძოლაში დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა. მისი მეტოქე ფრანგი ჟოან ბენჟამინ გაბა გახლდათ.
ძიუდოს ტურნირი 2 აგვისტოს დასრულდება, 3 აგვისტოს კი ოლიმპიურ თამაშებზე შერეული გუნდური შეჯიბრებები დაიწყება, რომელშიც საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად მიიღებს მონაწილეობას.