https://sputnik-georgia.com/20240729/cesko-saarchevno-teqnologiebis-sakoveltao-demonstrirebis-proeqti-dasrulda-289230155.html
ცესკო: საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირების პროექტი დასრულდა
ცესკო: საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირების პროექტი დასრულდა
Sputnik საქართველო
მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე ახალი ტექნოლოგიების შესახებ 500 ათასზე ამომრჩეველია ინფორმირებული. 29.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-29T21:00+0400
2024-07-29T21:00+0400
2024-07-29T21:00+0400
საქართველო
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
ცესკო
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/1a/289190838_0:85:1620:996_1920x0_80_0_0_602188fda64476645acb2056ed3067b2.jpg
თბილისი, 29 ივლისი – Sputnik. ამომრჩეველთა ინფორმირების ფართომასშტაბიანი კამპანიის ფარგლებში საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირების პროექტი დასრულდა, ნათქვამია ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებაში.პროექტი 6 ივლისს დაიწყო და მისი მიზანი საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვის შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირება და ხმის მიცემის პროცედურების პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება იყო. იგი ითვალისწინებდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კომპონენტებს და სრულად პასუხობდა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) რეკომენდაციას საარჩევნო ტექნოლოგიების ეროვნული მასშტაბით ტესტირების შესახებ.პროექტი თბილისსა და რეგიონებში მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ცენტრებში მდებარე წინასწარ განსაზღვრულ 89 ლოკაციაზე განხორციელდა.უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში, საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებით იმიტირებულ კენჭისყრაში მონაწილეობის მიზნით, საქართველოს მასშტაბით დარეგისტრირდა 65.321 ამომრჩეველი, იმიტირებულ კენჭისყრაში კი მონაწილეობა 43.864-მა ამომრჩეველმა მიიღო (67,15 %).როგორც ცესკოში აღნიშნეს, საარჩევნო ადმინისტრაცია ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებულ აქტივობებსა და პროექტებს არჩევნებამდე კიდევ რამდენიმე ეტაპად რეგულარულად განახორციელებს.ადმინისტრაცია გეგმავს აქტიურ ინფორმირების კამპანიას ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში. ასევე, სექტემბერში, ყველა მუნიციპალიტეტში, იგეგმება სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრები არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების და სადამკვირვებლო ორგანიზაციების პოტენციური წარმომადგენლებისთვის.ინფორმირების მასშტაბური კამპანია, რომელიც ასევე ეხმიანება საერთაშორისო სტანდარტებსაც და რეკომენდაციებს, საარჩევნო ადმინისტრაციამ საერთო არჩევნებამდე წლინახევრით ადრე დაიწყო - მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე ახალი ტექნოლოგიების შესახებ 500 ათასზე ამომრჩეველია ინფორმირებული.საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება. მე-11 მოწვევის პარლამენტის დეპუტატებს მთლიანად პროპორციული სისტემით, ანუ პარტიული სიებით აირჩევენ. არჩევნები აქამდე შერეული სისტემით იმართებოდა - პარტიული სიებით და მაჟორიტარულ ოლქებში.პარლამენტში მოხვდებიან მხოლოდ ის პარტიები, რომლებიც მიიღებენ ამომრჩეველთა ხმების მინიმუმ 5%-ს.2024 წელს საპარლამენტო არჩევნები პირველად გაიმართება ელექტრონული სისტემით. თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით, საარჩევნო უბნების დახურვიდან ერთი საათის შემდეგ ბიულეტენების 90%-ზე მეტი დაითვლება და საჯარო გახდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/1a/289190838_90:0:1530:1080_1920x0_80_0_0_3432b43db6435e26badfcf953aa1d582.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, ცესკო, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, ცესკო, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
ცესკო: საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირების პროექტი დასრულდა
მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე ახალი ტექნოლოგიების შესახებ 500 ათასზე ამომრჩეველია ინფორმირებული.
თბილისი, 29 ივლისი – Sputnik. ამომრჩეველთა ინფორმირების ფართომასშტაბიანი კამპანიის ფარგლებში საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირების პროექტი დასრულდა, ნათქვამია ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებაში.
პროექტი 6 ივლისს დაიწყო და მისი მიზანი საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვის შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირება და ხმის მიცემის პროცედურების პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება იყო. იგი ითვალისწინებდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კომპონენტებს და სრულად პასუხობდა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) რეკომენდაციას საარჩევნო ტექნოლოგიების ეროვნული მასშტაბით ტესტირების შესახებ.
პროექტი თბილისსა და რეგიონებში მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ცენტრებში მდებარე წინასწარ განსაზღვრულ 89 ლოკაციაზე განხორციელდა.
უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში, საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებით იმიტირებულ კენჭისყრაში მონაწილეობის მიზნით, საქართველოს მასშტაბით დარეგისტრირდა 65.321 ამომრჩეველი, იმიტირებულ კენჭისყრაში კი მონაწილეობა 43.864-მა ამომრჩეველმა მიიღო (67,15 %).
„პროექტის მიმდინარეობისას ასევე ჩატარდა გამოკითხვა, გაუადვილდა თუ არა ამომრჩეველს ტექნოლოგიების გამოყენებით კენჭისყრაში მონაწილეობა. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 27.684-მა ამომრჩეველმა, რომელთაგანაც 27.360-მა (98%) განაცხადა, რომ ტექნოლოგიების გამოყენებით გაუადვილდა კენჭისყრაში მონაწილეობა", - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც ცესკოში აღნიშნეს, საარჩევნო ადმინისტრაცია ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებულ აქტივობებსა და პროექტებს არჩევნებამდე კიდევ რამდენიმე ეტაპად რეგულარულად განახორციელებს.
ადმინისტრაცია გეგმავს აქტიურ ინფორმირების კამპანიას ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში. ასევე, სექტემბერში, ყველა მუნიციპალიტეტში, იგეგმება სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრები არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების და სადამკვირვებლო ორგანიზაციების პოტენციური წარმომადგენლებისთვის.
ინფორმირების მასშტაბური კამპანია, რომელიც ასევე ეხმიანება საერთაშორისო სტანდარტებსაც და რეკომენდაციებს, საარჩევნო ადმინისტრაციამ საერთო არჩევნებამდე წლინახევრით ადრე დაიწყო - მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე ახალი ტექნოლოგიების შესახებ 500 ათასზე ამომრჩეველია ინფორმირებული.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება. მე-11 მოწვევის პარლამენტის დეპუტატებს მთლიანად პროპორციული სისტემით, ანუ პარტიული სიებით აირჩევენ. არჩევნები აქამდე შერეული სისტემით იმართებოდა - პარტიული სიებით და მაჟორიტარულ ოლქებში.
პარლამენტში მოხვდებიან მხოლოდ ის პარტიები, რომლებიც მიიღებენ ამომრჩეველთა ხმების მინიმუმ 5%-ს.
2024 წელს საპარლამენტო არჩევნები პირველად გაიმართება ელექტრონული სისტემით. თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით, საარჩევნო უბნების დახურვიდან ერთი საათის შემდეგ ბიულეტენების 90%-ზე მეტი დაითვლება და საჯარო გახდება.