2 აგვისტომდე საქართველოში დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი იქნება

© photo: Sputnik / Stringerწვიმიანი ამინდ
წვიმიანი ამინდ - Sputnik საქართველო, 1920, 29.07.2024
გამოწერა
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი გამოაქვეყნა.
თბილისი, 29 ივლისი - Sputnik. 2 აგვისტომდე საქართველოში დროგამოშვებით წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. 31 ივლისს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებს ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისითპლუს 28-30 გრადუსი დაფიქსირდება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) 30 ივლისის დღის ბოლოდან 1 აგვისტოს დილამდე დროგამოშვებით იწვიმებს, დღისით კი გამოიდარებს. 31 ივლისს შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისითპლუს 24-26 გრადუსი იქნება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 30 ივლისის დღის ბოლოდან 1 აგვისტოს დილამდე დროგამოშვებით იწვიმებს, დღისით კი გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დღისითპლუს 27-29 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი) მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი. 31 ივლისს შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა25-26 ივლისს დღისითპლუს 22-24 გრადუსი იქნება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო) მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 20-22 გრადუსია მოსალოდნელი.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი) ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, 31 ივლისს შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისითპლუს 29-31 გრადუსი იქნება.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო) ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, 31 ივლისს შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისითპლუს 29- 31 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური) ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, 31 ივლისს შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისითპლუს 26-28 გრადუსია მოსალოდნელი.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, 31 ივლისს შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისითპლუს 20-22 გრადუსი იქნება.
ყველა ახალი ამბავი
0