საქართველოში სოციალურად დაუცველი ოჯახების რაოდენობა გაიზარდა

© photo: Sputnikახალგაზრდა ქალი ბავშვთან ერთად
ახალგაზრდა ქალი ბავშვთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 28.07.2024
გამოწერა
ყველაზე მეტი ღარიბი ოჯახი ცხოვრობს თბილისში, ქვემო ქართლსა და იმერეთში.
თბილისი, 28 ივლისი – Sputnik. საქართველოში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების რაოდენობა წლის დასაწყისიდან 1-ელ ივლისამდე პერიოდში 2,3%-ით გაიზარდა და 125,6 ათასი შეადგინა, ნათქვამია სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებგვერდზე არსებულ მასალებში.
2024 წლის 1-ელი იანვრიდან 1-ელი ივლისამდე პერიოდში სახელმწიფო შემწეობაზე მცხოვრები შეჭირვებული ოჯახების რაოდენობა 296 ოჯახით გაიზარდა და 26,6 ათასი შეადგინა - უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს 55,8 ათასი ადამიანი, მათგან 20 ათასზე მეტი თბილისში.
ამასთან, სიღარიბის ზღვარზე მყოფი მოქალაქეების საერთო რაოდენობა 2024 წლის წლის 1-ელი იანვრიდან 1-ელ ივლისამდე პერიოდში 2,4%-ით გაიზარდა და დაახლოებით 450 ათასი ადამიანი შეადგინა - აქედან 250,9 ათასი ქალია.
შეჭირვებული მოქალაქეების საერთო რაოდენობიდან 241,7 ათასი არასრულწლოვანია, მათგან 48,8 ათასი 6 წლამდე ასაკის ბავშვია. სიღარიბის ზღვარზე მყოფი კიდევ 59,6 ათასი ადამიანი პენსიონერია.
ყველაზე მეტი ღარიბი ოჯახი ცხოვრობს თბილისში (32,8 ათასი), ქვემო ქართლსა (20,7 ათასი) და იმერეთში (13,5 ათასი). ასეთი ოჯახების ყველაზე მცირე რაოდენობა მცხეთა-მთიანეთის (3,1 ათასი) და სამცხე-ჯავახეთის (3,1 ათასი) რეგიონებშია.
სოციალურად დაუცველი მოქალაქეების ფინანსური დახმარების ოდენობა დამოკიდებულია სარეიტინგო ქულებზე - რაც უფრო ღარიბია ოჯახი, მით ნაკლებია ქულა და მეტია დახმარება. დახმარების ოდენობა მერყეობს 10-დან 60 ლარამდე ოჯახის თითოეულ წევრზე (ზრდასრულები) - 16 წლამდე მოზარდის შემწეობა 200 ლარს შეადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0