საქართველო პარიზის ოლიმპიადაზე - 28 ივლისის გამოსვლების განრიგი

© Georgian National Olympic Committeeსაქართველოს ნაკრები პარიზის ოლიმპიადაზე
საქართველოს ნაკრები პარიზის ოლიმპიადაზე - Sputnik საქართველო, 1920, 28.07.2024
გამოწერა
ოლიმპიადის მეორე დღეს მედლების 13 კომპლექტი სპორტის რვა სახეობაში გათამაშდება
თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. პარიზის XXXIII ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე კვირას, 28 ივლისს სამი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს.
ოლიმპიადის მეორე დღეს მედლების 13 კომპლექტი სპორტის რვა სახეობაში გათამაშდება: მშვილდოსნობა, ნიჩბოსნობა კანოეთი , ველოსპორტი, ფარიკაობა, ძიუდო, სროლა, სკეიტბორდინგი, ცურვა.
ქართველი ძიუდოისტი ვაჟა მარგველაშვილი (-66 კგ) შესარჩევ ტურნირში (1/8 ფინალი) თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყებს ასპარეზობას - მარგველაშვილი ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი, ევროპის ორგზის (2016,2017) ჩემპიონი, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების პრიზიორია.
მერვედფინალში ქართველი მოკრივე გიორგი ყუშიტაშვილი (-92 კგ) იასპარეზებს. მისი მეტოქე დავლატ ბოლტაევი იქნება. ყუშიტაშვილი არის რუსეთის ორგზის ჩემპიონი (2015, 2018), 2022 წლის ევროპის ჩემპიონი უკვე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში და 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი - ორთაბრძოლა თბილისის დროით 22:48 საათზე დაიწყება.
ნოე ფანცხავა მონაწილეობას მიიღებს საკვალიფიკაციო გაცურვაში (გულაღმა ცურვა 100მ) - თბილისის დროით 13:00 საათზე.
საქართველომ სპორტის 10 სახეობაში 29 ლიცენზია მოიპოვა.
საქართველოს ოლიმპიური ლიცენზიები:
თავისუფალი ჭიდაობა: გოდერძი ძებისაშვილი, ვლადიმერ გამყრელიძე, გივი მაჭარაშვილი და გენო პეტრიაშვილი;
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა: რამაზ ზოიძე, რობერტ კობიაშვილი და ლაშა გობაძე.
ძიუდო: გიორგი სარდალაშვილი, ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, ტატო გრიგალაშვილი, ლაშა ბექაური, ილია სულამანიძე, გურამ თუშიშვილი, ეთერ ლიპარტელიანი, ეთერ ასკილაშვილი და სოფია სომხიშვილი.
გარდა ამისა, საქართველომ პირველად მოიპოვა გუნდური ლიცენზია ძიუდოში. ქალთა და კაცთა შერეულ ნაკრებში ექვსი წონითი კატეგორიის სპორტსმენები შედიან.
ძალოსნობა: ლაშა ტალახაძე, შოთა მიშველიძე და ირაკლი ჩხეიძე.
კრივი: ლაშა გურული და გიორგი ყუშიტაშვილი;
ფარიკაობა: სანდრო ბაზაძე;
ბატუტზე ხტომა: ლუბა გოლოვინა;
ტყვიის სროლა: ნინო სალუქვაძე;
ცურვა: ანა ნიჟარაძე და ნოე ფანცხავა;
მძლეოსნობა: ლიკა ხარჩილავა (რბენა 100 მ).
ყველა ახალი ამბავი
0