https://sputnik-georgia.com/20240728/ertiani-erovnuli-gamocdebi-dasrulda-289218601.html
ერთიანი ეროვნული გამოცდები დასრულდა - როდის დაიწყება შედეგების გამოცხადება
ერთიანი ეროვნული გამოცდები დასრულდა - როდის დაიწყება შედეგების გამოცხადება
Sputnik საქართველო
ყველა საგანში გამოცდების პირველადი შედეგების გამოცხადების შემდეგ დაიწყება სააპელაციო განაცხადების მიღება. განცხადებების მიღება მხოლოდ ელექტრონული ფორმით... 28.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-28T20:12+0400
2024-07-28T20:12+0400
2024-07-28T20:12+0400
საქართველო
განათლება საქართველოში
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24578/90/245789024_128:350:1727:1250_1920x0_80_0_0_265fdc4743cae9a4f5fe3033336330a7.jpg
თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. ერთიანი ეროვნული გამოცდები დასრულდა, პირველადი შედეგების გამოცხადება კი აგვისტოდან პირველი რიცხვებიდან დაიწყება, განაცხადა გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის (NAEC) ხელმძღვანელმა ნინო წერეთელმა.საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლის ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. აბიტურიენტებმა ბოლო გამოცდა 26 ივლისს ფიზიკაში ჩააბარეს - ეროვნულ გამოცდებზე 47 ათასზე მეტი აბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული.პირველადი მონაცემებით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტების დაახლოებით 93% გამოცხადდა, სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე - 71%, საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეობა მიიღო აპლიკანტთა 79%-მა, ხოლო მასწავლებელთა გამოცდაში - 84%-მა.როგორც წერეთელმა აღნიშნა, აბიტურიენტებს სარეგისტრაციო განაცხადში საგანმანათლებლო პროგრამების მითითება და შეცვლა სააპელაციო შედეგების გამოქვეყნებიდან მეორე დღესვე შეეძლებათ. წლევანდელი ეროვნული გამოცდებისთვის ქვეყნის მასშტაბით 24 საგამოცდო ცენტრი გაიხსნა თბილისში, ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურში.იმისთვის, რომ სტუდენტი გახდეს, აბიტურიენტი ვალდებულია ჩააბაროს სამი სავალდებულო გამოცდა – ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და ერთი არჩევითი საგანი – ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება ან სამოქალაქო განათლება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24578/90/245789024_372:328:1602:1250_1920x0_80_0_0_72e742630f61e70c2a6cb7ccfdcfcbcc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, განათლება საქართველოში , შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, განათლება საქართველოში , შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი , საზოგადოება, ახალი ამბები
ერთიანი ეროვნული გამოცდები დასრულდა - როდის დაიწყება შედეგების გამოცხადება
ყველა საგანში გამოცდების პირველადი შედეგების გამოცხადების შემდეგ დაიწყება სააპელაციო განაცხადების მიღება. განცხადებების მიღება მხოლოდ ელექტრონული ფორმით მოხდება.
თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. ერთიანი ეროვნული გამოცდები დასრულდა, პირველადი შედეგების გამოცხადება კი აგვისტოდან პირველი რიცხვებიდან დაიწყება, განაცხადა გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის (NAEC) ხელმძღვანელმა ნინო წერეთელმა.
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლის ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. აბიტურიენტებმა ბოლო გამოცდა 26 ივლისს ფიზიკაში ჩააბარეს - ეროვნულ გამოცდებზე 47 ათასზე მეტი აბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული.
„ნამუშევრების შემოწმება უკვე დაწყებულია. შედეგების გამოქვეყნება ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველადი შედეგებით დაიწყება. დანარჩენი საგნების შედეგები ეტაპობრივად გამოქვეყნდება, შემოწმების დასრულების შემდეგ გამოსაცდელს შეეძლება მიღებული ქულა და ნამუშევარი ნახოს ვებგვერდზე: online.naec.ge“, - განაცხადა წერეთელმა.
პირველადი მონაცემებით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტების დაახლოებით 93% გამოცხადდა, სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე - 71%, საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეობა მიიღო აპლიკანტთა 79%-მა, ხოლო მასწავლებელთა გამოცდაში - 84%-მა.
როგორც წერეთელმა აღნიშნა, აბიტურიენტებს სარეგისტრაციო განაცხადში საგანმანათლებლო პროგრამების მითითება და შეცვლა სააპელაციო შედეგების გამოქვეყნებიდან მეორე დღესვე შეეძლებათ.
„მინდა აბიტურიენტებს ვთხოვო, რომ ყურადღებით გადახედონ თავიანთ არჩევანს და სურვილის შემთხვევაში შეიტანონ ცვლილებები პროგრამების სარეიტინგო სიაში, ასევე ძალზე მნიშვნელოვანია დაიმახსოვრონ ცვლილებები ღილაკის „შენახვა“ გამოყენებით“, - განაცხადა NAEC-ის დირექტორმა.
წლევანდელი ეროვნული გამოცდებისთვის ქვეყნის მასშტაბით 24 საგამოცდო ცენტრი გაიხსნა თბილისში, ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურში.
იმისთვის, რომ სტუდენტი გახდეს, აბიტურიენტი ვალდებულია ჩააბაროს სამი სავალდებულო გამოცდა – ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და ერთი არჩევითი საგანი – ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება ან სამოქალაქო განათლება.