https://sputnik-georgia.com/20240728/ceskoshi-registracia-14-partiam-gaiara-289211595.html
არჩევნები 2024: ცესკოში რეგისტრაცია 14–მა პარტიამ გაიარა
არჩევნები 2024: ცესკოში რეგისტრაცია 14–მა პარტიამ გაიარა
Sputnik საქართველო
ყველა პარტიამ, რომელმაც რეგისტრაცია გაიარა, ცესკოში 2024 წლის 1-ელ აგვისტომდე უნდა წარადგინოს არანაკლებ 25 ათასი ამომრჩევლის ხელმოწერა. 28.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-28T09:57+0400
2024-07-28T09:57+0400
2024-07-28T09:57+0400
საქართველო
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
პოლიტიკა საქართველოში
ცესკო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/07/288896240_0:30:1179:693_1920x0_80_0_0_6906106c586f3bce2de660f2d219da24.jpg
თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 14 პარტია დაარეგისტრირა - ცესკოს რეგისტრაციის მოთხოვნით 28 პოლიტიკურმა გაერთიანებამ მიმართა, ნათქვამია ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.პარტიებისთვის, რომლებსაც მონაწილეობა არ მიუღიათ ბოლო საპარლამენტო არჩევნებში და არც საკუთარი წარმომადგენელი ჰყავთ საკანონმდებლო ორგანოში, რეგისტრაციის ვადა 15 ივლისს ამოიწურა.დღეის მდგომარეობით რეგისტრაცია გაიარეს შემდეგმა პარტიებმა: საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პარტიამ „საქართველოსთვის“, შალვა ნათელაშვილის „ლეიბორისტულმა პარტიამ“ ისაკ გიორგაძის „ჩვენი გაერთიანებული საქართველო", გიორგი თუმანიშვილის „მესამე გზამ” , გიორგი ლილუაშვილის „საქართველომ”, ავთანდილ ველთაურის „სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ”, ეკა ბესელიას პარტია „სამართლიანობისთვის”, კახა კუკავას „თავისუფალმა საქართველომ“, კონსტანტინე გუგუშვილის „მემარცხენე ალიანსმა“, დავით ჭიჭინაძის „ტრიბუნამ“, გიორგი გაგნიძის „შეცვალე საქართველომ“, ანა დოლიძის „ხალხისთვის“, გიორგი გაჩეჩილაძის „მწვანეთა პარტიამ“ და გიორგი ბუჩუკურის „დემოკრატების ალიანსმა".რეგისტრაციაზე უარი ეთქვა პარტიას „თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა".ყველა პარტიამ, რომელმაც რეგისტრაცია გაიარა, ცესკოში 2024 წლის 1-ელ აგვისტომდე უნდა წარადგინოს არანაკლებ 25 ათასი ამომრჩევლის ხელმოწერა.ცენტრალური საარჩევნო კომისია პარტიებს ორ კატეგორიად ყოფს: კვალიფიციურ და არაკვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებად. კვალიფიციურ სუბიექტებად მოიხსენიებენ პარტიებს, რომლებიც წინა საპარლამენტო არჩვნებში მონაწილეობდნენ და საარჩევნო წელს პარლამენტში საკუთარი წარმომადგენელი ჰყავთ.კვალიფიციური სუბიექტები, რომელთაც შეუძლიათ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია არჩევნების თარიღის გამოცხადების (არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა - 30 აგვისტო) შემდეგ დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე გაიარონ, არიან:საქართველოს პარლამენტი ოთხი წლით ირჩევა. საკანონმდებლო ორგანოს წევრი შეიძლება გახდეს 25 წელს ზემოთ ასაკის საქართველოს მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში მინიმუმ 10 წელი ცხოვრობდა.საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით გაიმართება - გამოყენებული იქნება ახალი ბიულეტენები და სპეციალური დამთვლელი მანქანა. ახალი ტექნოლოგიები საარჩევნო უბნების 90%-ზე იქნება დანერგილი.ამასთან, ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიული კენჭისყრის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს. კენჭისყრა ჩატარდება როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში უცხოელების მონაწილეობაზე მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს. უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა ბინადრობის ნებართვა, არ აქვთ უფლება შექმნან პარტიები, გაწევრიანდნენ პარტიაში ან გაიღონ შემოწირულობა პარტიებისთვის. გარდა ამისა, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს არ აქვთ არჩევნებში მონაწილეობის უფლება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/07/288896240_68:0:1116:786_1920x0_80_0_0_a460e86064337793e1e29179fbd16a7b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, პოლიტიკა საქართველოში, ცესკო, ახალი ამბები
საქართველო, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, პოლიტიკა საქართველოში, ცესკო, ახალი ამბები
არჩევნები 2024: ცესკოში რეგისტრაცია 14–მა პარტიამ გაიარა
ყველა პარტიამ, რომელმაც რეგისტრაცია გაიარა, ცესკოში 2024 წლის 1-ელ აგვისტომდე უნდა წარადგინოს არანაკლებ 25 ათასი ამომრჩევლის ხელმოწერა.
თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 14 პარტია დაარეგისტრირა - ცესკოს რეგისტრაციის მოთხოვნით 28 პოლიტიკურმა გაერთიანებამ მიმართა, ნათქვამია ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
პარტიებისთვის, რომლებსაც მონაწილეობა არ მიუღიათ ბოლო საპარლამენტო არჩევნებში და არც საკუთარი წარმომადგენელი ჰყავთ საკანონმდებლო ორგანოში, რეგისტრაციის ვადა 15 ივლისს ამოიწურა.
დღეის მდგომარეობით რეგისტრაცია გაიარეს შემდეგმა პარტიებმა: საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პარტიამ „საქართველოსთვის“, შალვა ნათელაშვილის „ლეიბორისტულმა პარტიამ“ ისაკ გიორგაძის „ჩვენი გაერთიანებული საქართველო", გიორგი თუმანიშვილის „მესამე გზამ” , გიორგი ლილუაშვილის „საქართველომ”, ავთანდილ ველთაურის „სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ”, ეკა ბესელიას პარტია „სამართლიანობისთვის”, კახა კუკავას „თავისუფალმა საქართველომ“, კონსტანტინე გუგუშვილის „მემარცხენე ალიანსმა“, დავით ჭიჭინაძის „ტრიბუნამ“, გიორგი გაგნიძის „შეცვალე საქართველომ“, ანა დოლიძის „ხალხისთვის“, გიორგი გაჩეჩილაძის „მწვანეთა პარტიამ“ და გიორგი ბუჩუკურის „დემოკრატების ალიანსმა".
რეგისტრაციაზე უარი ეთქვა პარტიას „თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა".
ყველა პარტიამ, რომელმაც რეგისტრაცია გაიარა, ცესკოში 2024 წლის 1-ელ აგვისტომდე უნდა წარადგინოს არანაკლებ 25 ათასი ამომრჩევლის ხელმოწერა.
ცენტრალური საარჩევნო კომისია პარტიებს ორ კატეგორიად ყოფს: კვალიფიციურ და არაკვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებად. კვალიფიციურ სუბიექტებად მოიხსენიებენ პარტიებს, რომლებიც წინა საპარლამენტო არჩვნებში მონაწილეობდნენ და საარჩევნო წელს პარლამენტში საკუთარი წარმომადგენელი ჰყავთ.
კვალიფიციური სუბიექტები, რომელთაც შეუძლიათ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია არჩევნების თარიღის გამოცხადების (არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა - 30 აგვისტო) შემდეგ დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე გაიარონ, არიან:
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო"
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"
„ახალი პოლიტიკური ცენტრი - „გირჩი"
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი"
„პროგრესი და თავისუფლება"
საქართველოს პარლამენტი ოთხი წლით ირჩევა. საკანონმდებლო ორგანოს წევრი შეიძლება გახდეს 25 წელს ზემოთ ასაკის საქართველოს მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში მინიმუმ 10 წელი ცხოვრობდა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით გაიმართება - გამოყენებული იქნება ახალი ბიულეტენები და სპეციალური დამთვლელი მანქანა. ახალი ტექნოლოგიები საარჩევნო უბნების 90%-ზე იქნება დანერგილი.
ამასთან, ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიული კენჭისყრის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.
პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს. კენჭისყრა ჩატარდება როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში უცხოელების მონაწილეობაზე მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს. უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა ბინადრობის ნებართვა, არ აქვთ უფლება შექმნან პარტიები, გაწევრიანდნენ პარტიაში ან გაიღონ შემოწირულობა პარტიებისთვის. გარდა ამისა, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს არ აქვთ არჩევნებში მონაწილეობის უფლება.