საჩხერეში 18 წლის ახალგაზრდა მოკლეს - დაკავებულია ერთი პირი

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 27.07.2024
გამოწერა
რა გახდა თანატოლებს შორის ურთიერთშელაპარაკების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია
თბილისი, 27 ივლისი – Sputnik. საჩხერის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 18 წლის ბიჭი მოკლეს, ცხელ კვალზე დაკავებულია ერთი პირი, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
გამოძიებით დადგინდა, რომ 18 წლის ბრალდებულმა საჩხერის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 2006 წელს დაბადებული გ.მ. ცივი იარაღით დაჭრა. დაჭრილი ახალგაზრდა საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წყარო - შსს
ყველა ახალი ამბავი
0