https://sputnik-georgia.com/20240727/olimpiada-2024-giorgi-sardalasvilma-pirveli-gamarjveba-izeima-289199672.html
ოლიმპიადა-2024: გიორგი სარდალაშვილმა პირველი გამარჯვება იზეიმა
ოლიმპიადა-2024: გიორგი სარდალაშვილმა პირველი გამარჯვება იზეიმა
Sputnik საქართველო
სარდალაშვილისთვის პარიზის ოლიმპიადა პირველია მის კარიერაში 27.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-27T15:42+0400
2024-07-27T15:42+0400
2024-07-27T15:42+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
პარიზის ოლიმპიადა 2024
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/03/02/286667828_0:0:1620:912_1920x0_80_0_0_99facd231edc00f49631e2cab24ee640.jpg
თბილისი, 27 ივლისი – Sputnik. მოქმედმა მსოფლიო ჩემპიონმა ძიუდოში გიორგი სარდალაშვილმა (-60 კგ) პარიზის ოლიმპიადაზე პირველი გამარჯვება მოიპოვა და მეოთხედფინალში გავიდა.1/8 ფინალში 21 წლის ძიუდოისტმა ისრაელის წარმომადგენელ იამ ვოლჩაკს სძლია და მეოთხედფინალში გავიდა. მეოთხედფინალში კი მისი მეტოქე თურქი ძიუდოისტი სალიჰ ილდიზი იქნება. წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყო.პარიზის ოლიმპიადა სარდალაშვილისთვის პირველია. ამ წონით კატეგორიაში მედლების გათამაშება დღეს 18 საათზე დაიწყება. ძიუდოისტების ტურნირი2 აგვისტოს დასრულდება, ხოლო 3 აგვისტოს გაიმართება შერეული გუნდური შეჯიბრებები, სადაც საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად იასპარეზებს.ოლიმპიადაზე საქართველოს ძიუდოში წარმოადგენენ გიორგი სარდალაშვილი (-60 კგ), ვაჟა მარგველაშვილი (-66 კგ), ლაშა შავდათუაშვილი (-73 კგ), ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ), ლაშა ბექაური (-90 კგ), ილია სულამანიძე (- 100 კგ), გურამ თუშიშვილი (+100 კგ), ეთერ ლიპარტელიანი (-57 კგ), ეთერ ასკილაშვილი (-63 კგ) და სოფია სომხიშვილი (+78 კგ).ქართველ სპორტსმენებს წარმატება უსურვეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა, რომლებიც ამჟამად პარიზში იმყოფებიან.საქართველომ სპორტის 10 სახეობაში 29 ლიცენზია მოიპოვა.საქართველოს ოლიმპიური ლიცენზიები:თავისუფალი ჭიდაობა: გოდერძი ძებისაშვილი, ვლადიმერ გამყრელიძე, გივი მაჭარაშვილი და გენო პეტრიაშვილი;ბერძნულ-რომაული ჭიდაობა: რამაზ ზოიძე, რობერტ კობიაშვილი და ლაშა გობაძე.ძიუდო: გიორგი სარდალაშვილი, ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, ტატო გრიგალაშვილი, ლაშა ბექაური, ილია სულამანიძე, გურამ თუშიშვილი, ეთერ ლიპარტელიანი, ეთერ ასკილაშვილი და სოფია სომხიშვილი.გარდა ამისა, საქართველომ პირველად მოიპოვა გუნდური ლიცენზია ძიუდოში. ქალთა და კაცთა შერეულ ნაკრებში ექვსი წონითი კატეგორიის სპორტსმენები შედიან.ძალოსნობა: ლაშა ტალახაძე, შოთა მიშველიძე და ირაკლი ჩხეიძე.კრივი: ლაშა გურული და გიორგი ყუშიტაშვილი;ფარიკაობა: სანდრო ბაზაძე;ბატუტზე ხტომა: ლუბა გოლოვინა;ტყვიის სროლა: ნინო სალუქვაძე;ცურვა: ანა ნიჟარაძე და ნოე ფანცხავა;მძლეოსნობა: ლიკა ხარჩილავა (რბენა 100 მ).
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/03/02/286667828_93:0:1533:1080_1920x0_80_0_0_5ca398f5b9785331822bbeeaeafb5f87.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი, პარიზის ოლიმპიადა 2024
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი, პარიზის ოლიმპიადა 2024
ოლიმპიადა-2024: გიორგი სარდალაშვილმა პირველი გამარჯვება იზეიმა
სარდალაშვილისთვის პარიზის ოლიმპიადა პირველია მის კარიერაში
თბილისი, 27 ივლისი – Sputnik. მოქმედმა მსოფლიო ჩემპიონმა ძიუდოში გიორგი სარდალაშვილმა (-60 კგ) პარიზის ოლიმპიადაზე პირველი გამარჯვება მოიპოვა და მეოთხედფინალში გავიდა.
1/8 ფინალში 21 წლის ძიუდოისტმა ისრაელის წარმომადგენელ იამ ვოლჩაკს სძლია და მეოთხედფინალში გავიდა. მეოთხედფინალში კი მისი მეტოქე თურქი ძიუდოისტი სალიჰ ილდიზი იქნება. წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყო.
პარიზის ოლიმპიადა სარდალაშვილისთვის პირველია. ამ წონით კატეგორიაში მედლების გათამაშება დღეს 18 საათზე დაიწყება. ძიუდოისტების ტურნირი2 აგვისტოს დასრულდება, ხოლო 3 აგვისტოს გაიმართება შერეული გუნდური შეჯიბრებები, სადაც საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად იასპარეზებს.
ოლიმპიადაზე საქართველოს ძიუდოში წარმოადგენენ გიორგი სარდალაშვილი (-60 კგ), ვაჟა მარგველაშვილი (-66 კგ), ლაშა შავდათუაშვილი (-73 კგ), ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ), ლაშა ბექაური (-90 კგ), ილია სულამანიძე (- 100 კგ), გურამ თუშიშვილი (+100 კგ), ეთერ ლიპარტელიანი (-57 კგ), ეთერ ასკილაშვილი (-63 კგ) და სოფია სომხიშვილი (+78 კგ).
ქართველ სპორტსმენებს წარმატება უსურვეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა, რომლებიც ამჟამად პარიზში იმყოფებიან.
საქართველომ სპორტის 10 სახეობაში 29 ლიცენზია მოიპოვა.
საქართველოს ოლიმპიური ლიცენზიები:
თავისუფალი ჭიდაობა: გოდერძი ძებისაშვილი, ვლადიმერ გამყრელიძე, გივი მაჭარაშვილი და გენო პეტრიაშვილი;
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა: რამაზ ზოიძე, რობერტ კობიაშვილი და ლაშა გობაძე.
ძიუდო: გიორგი სარდალაშვილი, ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, ტატო გრიგალაშვილი, ლაშა ბექაური, ილია სულამანიძე, გურამ თუშიშვილი, ეთერ ლიპარტელიანი, ეთერ ასკილაშვილი და სოფია სომხიშვილი.
გარდა ამისა, საქართველომ პირველად მოიპოვა გუნდური ლიცენზია ძიუდოში. ქალთა და კაცთა შერეულ ნაკრებში ექვსი წონითი კატეგორიის სპორტსმენები შედიან.
ძალოსნობა: ლაშა ტალახაძე, შოთა მიშველიძე და ირაკლი ჩხეიძე.
კრივი: ლაშა გურული და გიორგი ყუშიტაშვილი;
ფარიკაობა: სანდრო ბაზაძე;
ბატუტზე ხტომა: ლუბა გოლოვინა;
ტყვიის სროლა: ნინო სალუქვაძე;
ცურვა: ანა ნიჟარაძე და ნოე ფანცხავა;
მძლეოსნობა: ლიკა ხარჩილავა (რბენა 100 მ).