https://sputnik-georgia.com/20240727/kalandarisvili-saarcevno-procesi-maqsimalurad-gamwvirvale0iqneba-289208788.html
კალანდარიშვილი: საარჩევნო პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე იქნება
კალანდარიშვილი: საარჩევნო პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე იქნება
Sputnik საქართველო
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება 27.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-27T23:43+0400
2024-07-27T23:43+0400
2024-07-27T23:43+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
ცესკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/10/287353250_0:0:1713:964_1920x0_80_0_0_be8f7595dfb417a5787ce80a2be2aff2.jpg
თბილისი, 27 ივლისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის არჩევნების პროცესი იქნება მაქსიმალურად გამჭვირვალე, მიუხედავად იმისა, რომ იქმნება მოლოდინი შესაძლო მანიპულაციების შესახებ, განაცხადა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა.საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანია არჩევნებამდე 60 დღით ადრე დაიწყება.მან აღნიშნა, რომ არარსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იქმნება ცრუ მოლოდინები არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით.„სამწუხაროა, რომ არარსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ხდება ისეთი მოლოდინების შექმნა, თითქოს არჩევნები არის მანიპულირებადი, მაშინ, როდესაც ინსტიტუცია აკეთებს ყველაფერს, რომ ამისთვის სივრცე არ დარჩეს“, - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ.ქართული ოპოზიციური პარტიები უკვე აცხადებენ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ შესაძლო გაყალბების შესახებ და არჩევნებზე დამკვირვებლების მობილიზებას ახდენენ. ამგვარად, პარტიამ „საქართველოსთვის“ შექმნა „არჩევნების დაცვის ჯგუფი“, ხოლო რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ პარტიებთან „ახალი“, „დროა“ და „გირჩი - მეტი თავისუფლება“ - „ხმის ციხე“. გარდა ამისა, ოპოზიციური არხები აჩვენებენ სარეკლამო რგოლებს, თუ როგორ უნდა დაიცვას ამომრჩეველმა თავისი ხმა არჩევნებზე.ხელისუფლება აცხადებს, რომ არჩევნები იქნება მაქსიმალურად გამჭვირვალე და ამისთვის მათ უკვე გაუგზავნეს მოწვევები ყველა ავტორიტეტულ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციას.როგორც „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, არჩევნების შემდეგ ოპოზიცია შეეცდება შექმნას შთაბეჭდილება, თითქოს არჩევნები გაყალბდა და შეეცდება ხელისუფლების დამხობას.საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 26 ოქტომბერს გაიმართება. ეს იქნება პირველი არჩევნები, რომელიც უბნების 90%-ზე ელექტრონული ტექნოლოგიით ჩატარდება. ამომრჩევლები ხმას მისცემენ ისევ საარჩევნო უბნებზე, მაგრამ ახალი ბიულეტენებით, შედეგები სპეციალური მთვლელი მანქანის მეშვეობით დაითვლება. მანამდე ელექტრონული კენჭისყრის სისტემა ფარავდა უბნების მცირე ნაწილს და საპილოტე რეჟიმში ხორციელდებოდა.ეს ასევე იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიებისთვის ხმის მიცემის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.საპარლამენტო უმრავლესობის მოსაპოვებლად, რაც მთავრობის ერთპიროვნული დამტკიცების საშუალებას იძლევა, პარტიას მოუწევს ამომრჩეველთა სულ მცირე 50%-ის მხარდაჭერის მოპოვება, რომლებიც მივლენ საარჩევნო უბნებზე როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.საპარლამენტო არჩევნები განსაზღვრავს, თუ ვის ექნება უფლება ჩამოაყალიბოს მთავრობა და მართოს ქვეყანა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.წინასწარი ინფორმაციით, წელს არჩევნებზე უპრეცედენტო რაოდენობის დამკვირვებლები ჩამოვა. ეუთოს გარდა, მრავალრიცხოვანი მისიის გამოგზავნა აპირებენ ევროკავშირი და აშშ. 2024 წლის ოქტომბერში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარება ევროკავშირის ერთ-ერთი მოთხოვნაა საქართველოს მიმართ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/10/287353250_0:0:1713:1286_1920x0_80_0_0_8e6ab3231b52c2ada17225584fd2d87a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, ცესკო
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, ცესკო
კალანდარიშვილი: საარჩევნო პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე იქნება
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება
თბილისი, 27 ივლისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის არჩევნების პროცესი იქნება მაქსიმალურად გამჭვირვალე, მიუხედავად იმისა, რომ იქმნება მოლოდინი შესაძლო მანიპულაციების შესახებ, განაცხადა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანია არჩევნებამდე 60 დღით ადრე დაიწყება.
„პროცესი არის მაქსიმალურად გამჭვირვალე, და ევროპული სტანდარტების მიხედვით, რომლებიც ითვალისწინებს მათ შორის, ტექნოლოგიური ინტერვენციის პირობებში მნიშვნელოვანი საკითხების გათვალისწინებას, ყველაფერი გათვალისწინებულია“, - განაცხადა კალანდარიშვილმა.
მან აღნიშნა, რომ არარსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იქმნება ცრუ მოლოდინები არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით.
„სამწუხაროა, რომ არარსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ხდება ისეთი მოლოდინების შექმნა, თითქოს არჩევნები არის მანიპულირებადი, მაშინ, როდესაც ინსტიტუცია აკეთებს ყველაფერს, რომ ამისთვის სივრცე არ დარჩეს“, - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ.
ქართული ოპოზიციური პარტიები უკვე აცხადებენ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ შესაძლო გაყალბების შესახებ და არჩევნებზე დამკვირვებლების მობილიზებას ახდენენ. ამგვარად, პარტიამ „საქართველოსთვის“ შექმნა „არჩევნების დაცვის ჯგუფი“, ხოლო რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ პარტიებთან „ახალი“, „დროა“ და „გირჩი - მეტი თავისუფლება“ - „ხმის ციხე“. გარდა ამისა, ოპოზიციური არხები აჩვენებენ სარეკლამო რგოლებს, თუ როგორ უნდა დაიცვას ამომრჩეველმა თავისი ხმა არჩევნებზე.
ხელისუფლება აცხადებს, რომ არჩევნები იქნება მაქსიმალურად გამჭვირვალე და ამისთვის მათ უკვე გაუგზავნეს მოწვევები ყველა ავტორიტეტულ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციას.
როგორც „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, არჩევნების შემდეგ ოპოზიცია შეეცდება შექმნას შთაბეჭდილება, თითქოს არჩევნები გაყალბდა და შეეცდება ხელისუფლების დამხობას.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 26 ოქტომბერს გაიმართება. ეს იქნება პირველი არჩევნები, რომელიც უბნების 90%-ზე ელექტრონული ტექნოლოგიით ჩატარდება. ამომრჩევლები ხმას მისცემენ ისევ საარჩევნო უბნებზე, მაგრამ ახალი ბიულეტენებით, შედეგები სპეციალური მთვლელი მანქანის მეშვეობით დაითვლება. მანამდე ელექტრონული კენჭისყრის სისტემა ფარავდა უბნების მცირე ნაწილს და საპილოტე რეჟიმში ხორციელდებოდა.
ეს ასევე იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიებისთვის ხმის მიცემის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.
საპარლამენტო უმრავლესობის მოსაპოვებლად, რაც მთავრობის ერთპიროვნული დამტკიცების საშუალებას იძლევა, პარტიას მოუწევს ამომრჩეველთა სულ მცირე 50%-ის მხარდაჭერის მოპოვება, რომლებიც მივლენ საარჩევნო უბნებზე როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
საპარლამენტო არჩევნები განსაზღვრავს, თუ ვის ექნება უფლება ჩამოაყალიბოს მთავრობა და მართოს ქვეყანა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.
წინასწარი ინფორმაციით, წელს არჩევნებზე უპრეცედენტო რაოდენობის დამკვირვებლები ჩამოვა. ეუთოს გარდა, მრავალრიცხოვანი მისიის გამოგზავნა აპირებენ ევროკავშირი და აშშ. 2024 წლის ოქტომბერში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარება ევროკავშირის ერთ-ერთი მოთხოვნაა საქართველოს მიმართ.