https://sputnik-georgia.com/20240726/tavdasxma-mtavari-arxis-jurnalistebze-dakavebulia-ori-adamiani-289190679.html
თავდასხმა „მთავარი არხის“ ჟურნალისტებზე: დაკავებული ორი ადამიანი
თავდასხმა „მთავარი არხის“ ჟურნალისტებზე: დაკავებული ორი ადამიანი
Sputnik საქართველო
გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ადამიანის დევნას მის პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით 26.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-26T20:58+0400
2024-07-26T20:58+0400
2024-07-26T20:58+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
გურია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250824995_0:0:2500:1407_1920x0_80_0_0_5b53e72986d8eeffc2b1872eb2a26433.jpg
თბილისი, 26 ივლისი – Sputnik. „მთავარი არხის“ ოპერატორსა და ჟურნალისტზე თავდასხმის ბრალდებით გურიაში ორი პირი დააკავეს, იუწყება სპეციალური საგამოძიებო სამსახური.გამოძიებამ დაადგინა, რომ 2024 წლის 25 ივლისს, დილის საათებში ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტი ვლადიმერ მენაბდე და ოპერატორი მანუჩარ მჟავანაძე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსაში რეპორტაჟზე მუშაობდნენ.მუშაობის დროს ერთ-ერთმა ბრალდებულმა მათ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ამავე დროს ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მისმა ძმამაც - რამდენჯერმე დაარტყა მუშტი თავისა და სახის არეში, რის შედეგადაც ვლადიმერ მენაბდემ მიიღო დაზიანება ტუჩის არეში. ბრალდებულმა ასევე დააზიანა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ვიდეოკამერა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ჟურნალისტსა და ოპერატორს.გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ადამიანის დევნას მის პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით. დანაშაული სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
გურია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250824995_275:0:2500:1669_1920x0_80_0_0_f9624ae8c81b2e31f5a42def86d94f14.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, გურია
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, გურია
თავდასხმა „მთავარი არხის“ ჟურნალისტებზე: დაკავებული ორი ადამიანი
გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ადამიანის დევნას მის პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით
თბილისი, 26 ივლისი – Sputnik. „მთავარი არხის“ ოპერატორსა და ჟურნალისტზე თავდასხმის ბრალდებით გურიაში ორი პირი დააკავეს, იუწყება სპეციალური საგამოძიებო სამსახური.
გამოძიებამ დაადგინა, რომ 2024 წლის 25 ივლისს, დილის საათებში ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტი ვლადიმერ მენაბდე და ოპერატორი მანუჩარ მჟავანაძე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსაში რეპორტაჟზე მუშაობდნენ.
მუშაობის დროს ერთ-ერთმა ბრალდებულმა მათ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ამავე დროს ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მისმა ძმამაც - რამდენჯერმე დაარტყა მუშტი თავისა და სახის არეში, რის შედეგადაც ვლადიმერ მენაბდემ მიიღო დაზიანება ტუჩის არეში. ბრალდებულმა ასევე დააზიანა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ვიდეოკამერა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ჟურნალისტსა და ოპერატორს.
გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ადამიანის დევნას მის პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით. დანაშაული სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.