სვანეთში დაკარგული ახალგაზრდები იპოვეს

© photo: Sputnik / Stringerსვანეთის მთები
სვანეთის მთები - Sputnik საქართველო, 1920, 26.07.2024
გამოწერა
დაკარგულ ახალგაზრდებს სვანეთის მთებში ხუთი დღე ეძებდნენ.
თბილისი, 26 ივლისი – Sputnik. სვანეთში დაკარგული გოგიტა ფარჯიანი და გიორგი გვიჩიანი იპოვეს, იუწყება ადგილობრივი გამოცემა „სვანეთი ნიუსი“.
ახალგაზრდები ცოცხლები და უვნებლები არიან.
„თავისი ფეხით ჩავიდნენ ზემო სვანეთიდან ქვემოში!.. ჯანმრთელად და კარგად არიან“, - წერს გამოცემა.
დაკარგულ ახალგაზრდებს სვანეთის მთებში ხუთი დღე ეძებდნენ. ბოლოჯერ მათთან კონტაქტი ორშაბათს შედგა. ისინი ამბოდნენ, რომ გზა აებნათ.
დღეს დილიდან სამუშაოებში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც ჩაერთო.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მესტიისა და ლენტეხის ტერიტორიაზე ძებნა-შველის ოპერაციაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების თბილისის, იმერეთისა და მესტიის სამთო სამაშველო ძალები და სამაშველო დრონები იყვნენ ჩართული.
სვანეთში მოქალაქეების დაკარგვის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში 24 ივლისს შევიდა.
ყველა ახალი ამბავი
0