https://sputnik-georgia.com/20240726/rogor-unda-dacqardes-saqartvelos-ekonomikuri-zrda-premieris-mosazreba-289179296.html
როგორ უნდა დაჩქარდეს საქართველოს ეკონომიკური ზრდა - პრემიერის მოსაზრება
როგორ უნდა დაჩქარდეს საქართველოს ეკონომიკური ზრდა - პრემიერის მოსაზრება
Sputnik საქართველო
საქართველოს ევროპაში ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს, მიუხედავად ამისა ქვეყნის ეკონომიკა ჯერ კიდევ სუსტია, აღნიშნა პრემიერმა 26.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-26T08:30+0400
2024-07-26T08:30+0400
2024-07-26T08:30+0400
ახალი ამბები
საქართველო
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/0d/268486508_0:789:2048:1941_1920x0_80_0_0_94ceb2c3696c89c305962461834c212c.jpg
თბილისი, 26 ივლისი – Sputnik. საქართველოს დამაკავშირებელი ფუნქციის აღდგენა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას დააჩქარებს, რაც ხელისუფლების მთავარ ამოცანას წარმოადგენს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ეთერში.სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის მაისში საქართველოში რეალური ეკონომიკური ზრდა 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9,2% იყო, ხოლო მიმდინარე წლის ხუთი თვის საშუალო რეალური მშპ 9,3%-ია.კობახიძემ ისაუბრა დიდ ბრიტანეთში გამართულ ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეოთხე სამიტზე, სადაც ხაზი გაესვა საქართველოს განსაკუთრებულ როლს და პერსპექტივებს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის სატრანსპორტო დერეფნისა და ენერგეტიკული დაკავშირებადობის კუთხით.ჩინეთთან, თურქეთთან და ევროკავშირთან არსებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების გათვალისწინებით, საქართველოს სატრანზიტო როლს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ეკონომიკურ განვითარებაში. საქართველოს როლის გასაძლიერებლად ამჟამად მიმდინარეობს აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის მშენებლობის ფართომასშტაბიანი პროექტი, რომელიც აზიასა და ევროპას საქართველოს გავლით აკავშირებს, ასევე ანაკლიის პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტი და ა.შ.პრემიერის თქმით, იმისათვის, რომ ქვეყანა გაძლიერდეს, საჭიროა მაქსიმალურად სწრაფი ეკონომიკური ზრდა.კობახიძემ აღნიშნა, რომ 2024 წლის ხუთი თვის მშპ-ის ზრდის 9,3%-იანი მონაცემები ევროპაში ყველაზე მაღალია.ივნისის წინასწარი მონაცემები ასევე ძალიან კარგია და ვიმედოვნებთ, რომ ივნისის მონაცემების ხარჯზე კიდევ უფრო გავაუმჯობესებთ საშუალო მაჩვენებელს, თქვა მან.მას შემდეგ, რაც 2020 წელს ეკონომიკა 6,8%-ით შემცირდა, 2021 წლის აპრილიდან საკმაოდ სწრაფი აღდგენის პროცესი დაიწყო, რაც თითქმის ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე აისახება. ეს არის ექსპორტისა და იმპორტის ზრდა, ფულადი გზავნილები და საწარმოების ბრუნვის ზრდა.საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2021 წელს 10,6% იყო, 2022 წელს - 11%, 2023 წელს - 7,5%.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/0d/268486508_0:597:2048:2133_1920x0_80_0_0_759988eff428233559b120c0b8f78a71.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე
როგორ უნდა დაჩქარდეს საქართველოს ეკონომიკური ზრდა - პრემიერის მოსაზრება
საქართველოს ევროპაში ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს, მიუხედავად ამისა ქვეყნის ეკონომიკა ჯერ კიდევ სუსტია, აღნიშნა პრემიერმა
თბილისი, 26 ივლისი – Sputnik. საქართველოს დამაკავშირებელი ფუნქციის აღდგენა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას დააჩქარებს, რაც ხელისუფლების მთავარ ამოცანას წარმოადგენს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ეთერში.
სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის მაისში საქართველოში რეალური ეკონომიკური ზრდა 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9,2% იყო, ხოლო მიმდინარე წლის ხუთი თვის საშუალო რეალური მშპ 9,3%-ია.
„ჩვენი ამოცანაა, რომ ჩვენ ქვეყანას აღვუდგინოთ ტრადიციული ფუნქცია. ეს არის დამაკავშირებელი ფუნქცია. ეს არის დაკავშირება დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, ევროპასა და აზიას შორის. ეს ქვეყანას მისცემს ეკონომიკური ზრდის დაჩქარების შესაძლებლობას, ჩვენი მთავარი ამოცანაა ეკონომიკური ზრდის დაჩქარება“, - განაცხადა კობახიძემ.
კობახიძემ ისაუბრა დიდ ბრიტანეთში გამართულ ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეოთხე სამიტზე, სადაც ხაზი გაესვა საქართველოს განსაკუთრებულ როლს და პერსპექტივებს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის სატრანსპორტო დერეფნისა და ენერგეტიკული დაკავშირებადობის კუთხით.
ჩინეთთან, თურქეთთან და ევროკავშირთან არსებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების გათვალისწინებით, საქართველოს სატრანზიტო როლს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ეკონომიკურ განვითარებაში. საქართველოს როლის გასაძლიერებლად ამჟამად მიმდინარეობს აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის მშენებლობის ფართომასშტაბიანი პროექტი, რომელიც აზიასა და ევროპას საქართველოს გავლით აკავშირებს, ასევე ანაკლიის პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტი და ა.შ.
პრემიერის თქმით, იმისათვის, რომ ქვეყანა გაძლიერდეს, საჭიროა მაქსიმალურად სწრაფი ეკონომიკური ზრდა.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს განვითარების ძალიან სწრაფი ტემპი, 9,7% იყო 2021, 2022, 2023 წლების საშუალო ეკონომიკური ზრდა. ევროპაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გვქონდა. ამის მიუხედავად, ჯერ კიდევ ჩვენი ეკონომიკა არის რა თქმა უნდა, სუსტი“, - აღნიშნა მან.
კობახიძემ აღნიშნა, რომ 2024 წლის ხუთი თვის მშპ-ის ზრდის 9,3%-იანი მონაცემები ევროპაში ყველაზე მაღალია.
ივნისის წინასწარი მონაცემები ასევე ძალიან კარგია და ვიმედოვნებთ, რომ ივნისის მონაცემების ხარჯზე კიდევ უფრო გავაუმჯობესებთ საშუალო მაჩვენებელს, თქვა მან.
მას შემდეგ, რაც 2020 წელს ეკონომიკა 6,8%-ით შემცირდა, 2021 წლის აპრილიდან საკმაოდ სწრაფი აღდგენის პროცესი დაიწყო, რაც თითქმის ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე აისახება. ეს არის ექსპორტისა და იმპორტის ზრდა, ფულადი გზავნილები და საწარმოების ბრუნვის ზრდა.
საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2021 წელს 10,6% იყო, 2022 წელს - 11%, 2023 წელს - 7,5%.