https://sputnik-georgia.com/20240726/qartulimpobiluri-operatori-magtikomi-konkurenciis-sezrudvasi-amxiles-289188150.html
ქართული მობილური ოპერატორი „მაგთიკომი“ კონკურენციის შეზღუდვაში ამხილეს
ქართული მობილური ოპერატორი „მაგთიკომი“ კონკურენციის შეზღუდვაში ამხილეს
Sputnik საქართველო
„მაგთიკომს” აქვს ბაზრის მნიშვნელოვანი წილი აბონენტების რაოდენობისა და შემოსავლების, ასევე ინფრასტრუქტურის მოცულობის თვალსაზრისით. 26.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-26T17:01+0400
2024-07-26T17:01+0400
2024-07-26T17:01+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/16/259792055_0:181:2997:1867_1920x0_80_0_0_be4a14692e7699437c6dac868f94e228.jpg
თბილისი, 26 ივლისი – Sputnik. საქართველოს მობილურ ოპერატორ „მაგთიკომს“ დომინანტური პოზიცია უჭირავს ფიქსირებული ოპტიკური ინტერნეტის ბაზარზე, რითაც კონკურენციას ზღუდავს, ნათქვამია კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში.ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ევროკავშირის ექსპერტები, რომლებიც მონაწილეობდნენ კომუნიკაციების კომისიის დაკვეთით ჩატარებულ მობილური კომუნიკაციების ბაზრის კომპლექსურ კვლევაში.ექსპერტების შეფასებით, „მაგთიკომს“ აქვს მნიშვნელოვანი ბაზრის წილი აბონენტების რაოდენობისა და შემოსავლების, ასევე ინფრასტრუქტურის მოცულობის კუთხით.ექსპერტების აზრით, ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად „მაგთიკომს“ უნდა დაეკისროს შესაბამისი ვალდებულებები, რომლის ფარგლებშიც კომპანიამ უნდა დაუშვას სხვა მსურველი ოპერატორები ქსელში და გახსნას ბაზარი.ოპერატორის დომინანტური მდგომარეობის დადასტურებად ექსპერტებმა მაგალითად მოიყვანეს ის ფაქტი, რომ გასულ წელს საქართველოში ოპტიკური ინტერნეტის აბონენტების რაოდენობამ 952 ათასი შეადგინა, რომელთაგან 53% მაგთიკომის მომხმარებელი იყო. 2023 წელს „სილქნეტის“ წილი შეადგენდა 32%-ს, New Networks Group-ს - 7%-ს, Skytel-ს - 2%-ს, სხვა კომპანიებს კი სულ 6% ჰქონდათ.გარდა ამისა, კვლევის თანახმად, „მაგთიკომი” ფარავს ოპტიკური ინტერნეტით საქართველოს დასახლებების უმრავლესობას - 602-ს, „სილქნეტი“ - მხოლოდ 71-ს, Skytel – 212-ს (კომპანია ძირითადად ოპერირებს მცირე დასახლებებში), ხოლო „ახალი ქსელების ჯგუფი” წარმოდგენილია მხოლოდ 14 დასახლებაში.კვლევამ ასევე აჩვენა, რომ “მაგთიკომი” ოპტიკური ინტერნეტის ერთადერთი პროვაიდერია 392 დასახლებაში, მაშინ როცა Skytel - 104-ში, ხოლო „სილქნეტი“ მხოლოდ ორში. ეს მაჩვენებლები, ევროკავშირის ექსპერტების აზრით, ხაზს უსვამს „მაგთიკომის“ მნიშვნელოვან უპირატესობებს.კვლევის ფარგლებში დადგინდა, რომ გასულ წელს ყველაზე მეტი შემოსავალი „მაგთიკომმა“ მიიღო - 146 მილიონი ლარი ფიქსირებული ბოჭკოვანი ინტერნეტის აბონენტებისგან, რამაც „სილქნეტის“ შემოსავალს 76%-ით გადააჭარბა, New Networks Group-ს - 1055%-ით, ხოლო „სკაიტელის" - 3992%-ით.მნიშვნელოვანია ისიც, რომ 2023 წელს მაგთიკომმა კვლავ შეინარჩუნა ბაზრის ლიდერის პოზიცია ერთი მომხმარებლისგან შემოსულ საშუალო შემოსავალზე ფიქსირებული ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტის მომსახურებიდან. მან მიიღო საშუალოდ 24,54 ლარი ერთ აბონენტზე. დანარჩენმა ოპერატორებმა საშუალოდ 17,37-23,05 ლარი მიიღეს.ექსპერტების დასკვნით, ფიქსირებულ ოპტიკურ ინტერნეტ ქსელში ჩართული 994 დასახლებიდან 544-ში, სადაც საქართველოს მოსახლეობის 60% ცხოვრობს, „მაგთიკომის“ ბაზრის წილი 40%-ს აჭარბებს.ამას გარდა, „მაგთიკომი“ კომბინირებული სერვისების თვალსაზრისით, რაც გულისხმობს ტელევიზიის, სტაციონარული სატელეფონო კავშირისა და მობილური კავშირის ინტერნეტთან კომბინაციას ფლობს ბაზრის ყველაზე მაღალ წილს - 53,5%, მაშინ როცა „სილქნეტისთვის“ ეს მაჩვენებელია 38,3%, „ახალი ქსელების ჯგუფი" 8%-ს ფლობს, ხოლო Skytel – 0,2%-ს.ევროკავშირის ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ ბაზარზე შექმნილი არაკონკურენტული გარემოს გამოსწორების მიზნით, კომუნიკაციების კომისიამ უნდა დააკისროს „მაგთიკომს“ კონკრეტული ვალდებულებები, რათა მოხსნას ბაზარზე შესვლის ბარიერები, გამოასწოროს არსებული არაკონკურენტული გარემო და, რაც მთავარია, შექმნას უფრო ხელსაყრელი პირობები აბონენტებისთვის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/16/259792055_133:0:2864:2048_1920x0_80_0_0_42f2d9d4a429dc019ed9ccd5578bff69.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
ქართული მობილური ოპერატორი „მაგთიკომი“ კონკურენციის შეზღუდვაში ამხილეს
„მაგთიკომს” აქვს ბაზრის მნიშვნელოვანი წილი აბონენტების რაოდენობისა და შემოსავლების, ასევე ინფრასტრუქტურის მოცულობის თვალსაზრისით.
თბილისი, 26 ივლისი – Sputnik. საქართველოს მობილურ ოპერატორ „მაგთიკომს“ დომინანტური პოზიცია უჭირავს ფიქსირებული ოპტიკური ინტერნეტის ბაზარზე, რითაც კონკურენციას ზღუდავს, ნათქვამია კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში.
ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ევროკავშირის ექსპერტები, რომლებიც მონაწილეობდნენ კომუნიკაციების კომისიის დაკვეთით ჩატარებულ მობილური კომუნიკაციების ბაზრის კომპლექსურ კვლევაში.
ექსპერტების შეფასებით, „მაგთიკომს“ აქვს მნიშვნელოვანი ბაზრის წილი აბონენტების რაოდენობისა და შემოსავლების, ასევე ინფრასტრუქტურის მოცულობის კუთხით.
„მაგთიკომი” როგორც ფინანსური რესურსების, ისე აბონენტებისა თუ ინფრასტრუქტურის კუთხით, კონკურენტებთან არსებითად კრიტიკულად უპირატეს პოზიციებს ფლობს, რაც მას უფლებას აძლევს მომხმარებლებისგან და კონკურენტებისგან დამოუკიდებლად იმოქმედოს, რაც განსაზღვრავს კიდეც მის მნიშვნელოვან ძალაუფლებას. ეს სიტუაცია წინასწარი რეგულირების გარეშე არ შეიცვლება”, - ნათქვამია ექსპერტების დასკვნაში.
ექსპერტების აზრით, ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად „მაგთიკომს“ უნდა დაეკისროს შესაბამისი ვალდებულებები, რომლის ფარგლებშიც კომპანიამ უნდა დაუშვას სხვა მსურველი ოპერატორები ქსელში და გახსნას ბაზარი.
ოპერატორის დომინანტური მდგომარეობის დადასტურებად ექსპერტებმა მაგალითად მოიყვანეს ის ფაქტი, რომ გასულ წელს საქართველოში ოპტიკური ინტერნეტის აბონენტების რაოდენობამ 952 ათასი შეადგინა, რომელთაგან 53% მაგთიკომის მომხმარებელი იყო. 2023 წელს „სილქნეტის“ წილი შეადგენდა 32%-ს, New Networks Group-ს - 7%-ს, Skytel-ს - 2%-ს, სხვა კომპანიებს კი სულ 6% ჰქონდათ.
გარდა ამისა, კვლევის თანახმად, „მაგთიკომი” ფარავს ოპტიკური ინტერნეტით საქართველოს დასახლებების უმრავლესობას - 602-ს, „სილქნეტი“ - მხოლოდ 71-ს, Skytel – 212-ს (კომპანია ძირითადად ოპერირებს მცირე დასახლებებში), ხოლო „ახალი ქსელების ჯგუფი” წარმოდგენილია მხოლოდ 14 დასახლებაში.
კვლევამ ასევე აჩვენა, რომ “მაგთიკომი” ოპტიკური ინტერნეტის ერთადერთი პროვაიდერია 392 დასახლებაში, მაშინ როცა Skytel - 104-ში, ხოლო „სილქნეტი“ მხოლოდ ორში. ეს მაჩვენებლები, ევროკავშირის ექსპერტების აზრით, ხაზს უსვამს „მაგთიკომის“ მნიშვნელოვან უპირატესობებს.
კვლევის ფარგლებში დადგინდა, რომ გასულ წელს ყველაზე მეტი შემოსავალი „მაგთიკომმა“ მიიღო - 146 მილიონი ლარი ფიქსირებული ბოჭკოვანი ინტერნეტის აბონენტებისგან, რამაც „სილქნეტის“ შემოსავალს 76%-ით გადააჭარბა, New Networks Group-ს - 1055%-ით, ხოლო „სკაიტელის" - 3992%-ით.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ 2023 წელს მაგთიკომმა კვლავ შეინარჩუნა ბაზრის ლიდერის პოზიცია ერთი მომხმარებლისგან შემოსულ საშუალო შემოსავალზე ფიქსირებული ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტის მომსახურებიდან. მან მიიღო საშუალოდ 24,54 ლარი ერთ აბონენტზე. დანარჩენმა ოპერატორებმა საშუალოდ 17,37-23,05 ლარი მიიღეს.
ექსპერტების დასკვნით, ფიქსირებულ ოპტიკურ ინტერნეტ ქსელში ჩართული 994 დასახლებიდან 544-ში, სადაც საქართველოს მოსახლეობის 60% ცხოვრობს, „მაგთიკომის“ ბაზრის წილი 40%-ს აჭარბებს.
ამას გარდა, „მაგთიკომი“ კომბინირებული სერვისების თვალსაზრისით, რაც გულისხმობს ტელევიზიის, სტაციონარული სატელეფონო კავშირისა და მობილური კავშირის ინტერნეტთან კომბინაციას ფლობს ბაზრის ყველაზე მაღალ წილს - 53,5%, მაშინ როცა „სილქნეტისთვის“ ეს მაჩვენებელია 38,3%, „ახალი ქსელების ჯგუფი" 8%-ს ფლობს, ხოლო Skytel – 0,2%-ს.
ევროკავშირის ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ ბაზარზე შექმნილი არაკონკურენტული გარემოს გამოსწორების მიზნით, კომუნიკაციების კომისიამ უნდა დააკისროს „მაგთიკომს“ კონკრეტული ვალდებულებები, რათა მოხსნას ბაზარზე შესვლის ბარიერები, გამოასწოროს არსებული არაკონკურენტული გარემო და, რაც მთავარია, შექმნას უფრო ხელსაყრელი პირობები აბონენტებისთვის.