პარიზში ოლიმპიადა-2024 იწყება - როდის იასპარეზებენ ქართველი სპორტსმენები

© photo: Sputnik / Grigoriy Sysoev / გადასვლა მედიაბანკშიოლიმპიადა
ოლიმპიადა - Sputnik საქართველო, 1920, 26.07.2024
გამოწერა
ქართველი სპორტსმენები ოლიმპიადაზე ასპარეზობას 27 ივლისს დაიწყებენ
თბილისი, 26 ივლისი – Sputnik. პარიზში პარასკევს, 26 ივლისს XXXIII ზაფხულის ოლიმპიური თამაშები იხსნება და 11 აგვისტოს დაიხურება.
ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას 10500 სპორტსმენი მიიღებს. გათამაშდება მედლების 329 კომპლექტი სპორტის 32 სახეობაში - 28 ძირითადი და ოთხი დამატებითი (სერფინგი, სკეიტბორდინგი, ბრეიქდანსინგი და სპორტული ცოცვა).
პირველი მედლები 27 ივლისს გათამაშდება. გამარჯვებულები და პრიზიორები გამოვლინდებიან სპორტის ისეთ სახეობებში, როგორიცაა ძიუდო, ცურვა, წყალში ხტომა, რაგბი, სკეიტბორდინგი, სროლა, ფარიკაობა და ველოსიპედი.
საქართველომ სპორტის 10 სახეობაში 29 ლიცენზია მოიპოვა.
ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე საქართველოს ნაკრების მედროშეები იქნებიან ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი (2016 და 2020) ძალოსნობაში ლაშა ტალახაძე და მსროლელი ნიო სალუქვაძე, რომელიც ისტორიაში პირველი ქალია, რომელიც მეათე ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობს.
ქართველი სპორტსმენები ოლიმპიადაზე ასპარეზობას 27 ივლისს დაიწყებენ. პირველი მედლისთვის ძიუდოისტი გიორგი სარდალაშვილი (-60 კგ) იბრძოლებს.
მოგვიანებით 1988 წლის ოლიმპიური ჩემპიონი ნინო სალუქვაძე გამოვა. ის მიიღებს მონაწილეობას 10 მეტრიდან პისტოლეტიდან სროლაში (კვალიფიკაცია).
რამდენიმე დღის შემდეგ სალუქვაძე 25 მეტრიდან პნევმატური პისტოლეტით სროლაში მონაწილეობას მიიღებს.
შაბათს, 27 ივლისს, მოფარიკავე სანდრო ბაზაძეც გამოვა.
1/16 ფინალში მოკრივე ლაშა გურული (-63,5 კგ) იასპარეზებს. გამარჯვების შემთხვევაში მომდევნო ბრძოლა ორი დღის შემდეგ გაიმართება.
ანა ნიჟარაძე საკვალიფიკაციო ცურვაში (ბატერფლაი, 100 მეტრი) მიიღებს მონაწილეობას. წარმატების შემთხვევაში ის მოხვდება ნახევარფინალში, რომელიც ასევე შაბათს გაიმართება.
2012 წლის ოლიმპიური ჩემპიონი ძიუდოში ლაშა შავდათუაშვილი ტატამზე 29 ივლისს გამოვა, ხოლო 2020 წლის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური - 31 ივლისს.
ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ძალოსანი ლაშა ტალახაძე მედლისთვის 10 აგვისტოს იბრძოლებს.
საქართველოს ოლიმპიური ლიცენზიები:
თავისუფალი ჭიდაობა: გოდერძი ძებისაშვილი, ვლადიმერ გამყრელიძე, გივი მაჭარაშვილი და გენო პეტრიაშვილი;
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა: რამაზ ზოიძე, რობერტ კობიაშვილი და ლაშა გობაძე.
ძიუდო: გიორგი სარდალაშვილი, ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, ტატო გრიგალაშვილი, ლაშა ბექაური, ილია სულამანიძე, გურამ თუშიშვილი, ეთერ ლიპარტელიანი, ეთერ ასკილაშვილი და სოფია სომხიშვილი.
გარდა ამისა, საქართველომ პირველად მოიპოვა გუნდური ლიცენზია ძიუდოში. ქალთა და კაცთა შერეულ ნაკრებში ექვსი წონითი კატეგორიის სპორტსმენები შედიან.
ძალოსნობა: ლაშა ტალახაძე, შოთა მიშველიძე და ირაკლი ჩხეიძე.
კრივი: ლაშა გურული და გიორგი ყუშიტაშვილი;
ფარიკაობა: სანდრო ბაზაძე;
ბატუტზე ხტომა: ლუბა გოლოვინა;
ტყვიის სროლა: ნინო სალუქვაძე;
ცურვა: ანა ნიჟარაძე და ნოე ფანცხავა;
მძლეოსნობა: ლიკა ხარჩილავა (რბენა 100 მ).
ყველა ახალი ამბავი
0