https://sputnik-georgia.com/20240726/malxaz-dolize-saqartvelosi-xarisxiani-fqvilis-warmoeba-iqneba-289192066.html
მალხაზ დოლიძე: ადგილობრივი წარმოების ფქვილი ხარისხიანი იქნება
მალხაზ დოლიძე: ადგილობრივი წარმოების ფქვილი ხარისხიანი იქნება
Sputnik საქართველო
2024 წელს ხორბლის მოსავალმა, როგორც ადრე განაცხადეს მარცვლეულისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციაში, შეიძლება 180 ათას ტონას მიაღწიოს 26.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-26T22:16+0400
2024-07-26T22:16+0400
2024-07-26T22:16+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/0a/271194155_0:66:1280:786_1920x0_80_0_0_c09f7ba552b30e13bfe526f7e63a5e9b.jpg
თბილისი, 26 ივლისი – Sputnik. საქართველოში მოსავლიანობასთან ერთად მოყვანილი ხორბლის ხარისხიც გაიზარდა, შესაბამისად, ქართული ფქვილიც მაღალი ხარისხის იქნება, განაცხადა პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარემ, მალხაზ დოლიძემ.2024 წელს ხორბლის მოსავალმა, როგორც ადრე განაცხადეს მარცვლეულისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციაში, შეიძლება მიაღწიოს 180 ათას ტონას, დაახლოებით 20%-ით მეტი, ვიდრე 2023 წელს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ მოსავალს რეკორდული უწოდა.მისი თქმით, ამ ყველაფრის გათვალისწინებით პურ-პროდუქტების მიმართულებით ქვეყანაში სტაბილური სიტუაცია შენარჩუნდება.კახეთში ხორბლის მოსავლის აღება უკვე დასრულდა, ორ რეგიონში კი ეს პროცესი გრძელდება, აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძემ.„ჩვენ ვაგრძელებთ აქტიურ კომუნიკაციას ფერმერებთან და თუ, მათი მხრიდან იქნება მოთხოვნა, მზად ვართ, ჩვენი ტექნიკით, ჩავერთოთ მოსავლის აღების პროცესში. უნდა აღინიშნოს, რომ წელს ხორბლის აღების პროცესი ორგანიზებულად მიმდინარეობს და ვფიქრობ, წარმატებით დასრულდება“, - აღნიშნა თენგიზ ნასარიძემ.მოსავლის აღების პროცესში სახელმწიფოსა და კერძო სექტორის მიერ მობილიზებულია მოსავლის ამღები ტექნიკა, მათ შორის, შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიის“ 30 ერთეული კომბაინი.შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, 2024 წლის 12 ივლისის მდგომარეობით, ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის 16 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 419 შეღავათიანი სესხია გაცემული.მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამით 52 ბენეფიციარს დაუფინანსდა 53 კომბაინის შეძენა, სახელმწიფო თანადაფინანსება 7,4 მლნ ლარია.მარცვლეულის შესანახი ინფრასტრუქტურის შექმნისა და განვითარების მიზნობრიობით 29,2 მილიონი ლარის 353 სესხია გაცემული, მათ შორის კახეთის რეგიონში 19 მლნ ლარის ღირებულების 313 სესხი.ქვეყანა წელიწადში დაახლოებით 800 ათას ტონა ფქვილს მოიხმარს. მოხმარებული ხორბლის ფქვილის უმეტესი ნაწილი (დაახლოებით 78%) ასევე შემოდის რუსეთიდან, რომელიც ყველაზე დიდი მომწოდებელია მათ შორის ხორბლისაც.შამუგია: ხორბლის რეკორდულ მოსავალს მივიღებთ>>ქართული ხორბლის კონკურენტუნარიანობის გაზრდისა და ადგილობრივ ბაზარზე მისი რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, მთავრობის გადაწყვეტილებით, 2023 წლის 12 ივნისიდან 1 ნოემბრის ჩათვლით, 200 კილოგრამზე მეტი ხორბლის ფქვილის იმპორტი იბეგრებოდა 20 თეთრით კილოგრამზე.ოქტომბრის დასაწყისში დროებითი გადასახადი 2024 წლის 1 მარტამდე გაგრძელდა და გადასახადის ოდენობა გაიზარდა 25%-ით, ანუ გადასახადი 1 კილოგრამ ფქვილზე 250 ლარით განისაზღვრა. გადასახადის მოქმედების ვადა კიდევ ერთხელ გაგრძელდა ნოემბერში - 2024 წლის 1 სექტემბრამდე.ბაზრის მიმოხილვახორბალი მოჰყავთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მაგრამ ყველაზე დიდი ნათესები ქვეყნის ე.წ. ღვინის რეგიონში - კახეთში, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს რაიონებში და ცოტა საგარეჯოშია. დედოფლისწყაროში 55 ათასი ჰექტარი სახნავი მიწაა, რომლის 80%-მდე ხორბალსა და ჭვავს უკავია.ხორბლის ყანებია ქვემო ქართლშიც: ბოლნისის, მარნეულის, გარდაბნის რაიონებში, ნათესებია წალკაში, ბოგდანოვკაში, ახალქალაქსა და ახალციხეში, მაგრამ ეს მთიანი მხარეა, ამიტომ მოსავალი გვიან მწიფდება. ხორბლის მცირე ყანები არის შიდა ქართლის რეგიონში, კერძოდ გორისა და ქარელის რაიონებში.სტატისტიკის მიხედვით, 2023 წელს საქართველოში ხორბლის წარმოება 6,5%-ით შემცირდა და 146,6 ათასი ტონა შეადგინა. ამ პერიოდში ხორბლის ნათესმა ფართობმა შეადგინა 56,7 ათასი ჰექტარი, ხოლო საშუალო მოსავლიანობამ ჰექტარზე - 2,6 ტონა.წლის განმავლობაში საქართველო 700-800 ათას ტონა ხორბალს მოიხმარს. ბოლო წლებში ქვეყანამ ხორბალი შეისყიდა ყაზახეთიდან, უკრაინიდან, აშშ-დან და რუსეთიდან, ამ უკანასკნელთა წილი 70%-ს შეადგენდა, რადგან ფასი ყველაზე ხელსაყრელი იყო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/0a/271194155_73:0:1208:851_1920x0_80_0_0_af6db3cc87ec0950fe5a5a8c211451a9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
მალხაზ დოლიძე: ადგილობრივი წარმოების ფქვილი ხარისხიანი იქნება
2024 წელს ხორბლის მოსავალმა, როგორც ადრე განაცხადეს მარცვლეულისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციაში, შეიძლება 180 ათას ტონას მიაღწიოს
თბილისი, 26 ივლისი – Sputnik. საქართველოში მოსავლიანობასთან ერთად მოყვანილი ხორბლის ხარისხიც გაიზარდა, შესაბამისად, ქართული ფქვილიც მაღალი ხარისხის იქნება, განაცხადა პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარემ, მალხაზ დოლიძემ.
2024 წელს ხორბლის მოსავალმა, როგორც ადრე განაცხადეს მარცვლეულისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციაში, შეიძლება მიაღწიოს 180 ათას ტონას, დაახლოებით 20%-ით მეტი, ვიდრე 2023 წელს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ მოსავალს რეკორდული უწოდა.
„ხორბლის მოსავალი ჰექტარზე საშუალოდ, 3,5 ტონა ფიქსირდება, რაც კარგი მაჩვენებელია. მნიშვნელოვანია, რომ რაოდენობასთან ერთად გაზრდილია ხარისხობრივი მაჩვენებლებიც და შესაბამისად, მაღალი ხარისხის ქართული ფქვილი გვექნება“, - აღნიშნა მალხაზ დოლიძემ.
მისი თქმით, ამ ყველაფრის გათვალისწინებით პურ-პროდუქტების მიმართულებით ქვეყანაში სტაბილური სიტუაცია შენარჩუნდება.
კახეთში ხორბლის მოსავლის აღება უკვე დასრულდა, ორ რეგიონში კი ეს პროცესი გრძელდება, აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძემ.
„ჩვენ ვაგრძელებთ აქტიურ კომუნიკაციას ფერმერებთან და თუ, მათი მხრიდან იქნება მოთხოვნა, მზად ვართ, ჩვენი ტექნიკით, ჩავერთოთ მოსავლის აღების პროცესში. უნდა აღინიშნოს, რომ წელს ხორბლის აღების პროცესი ორგანიზებულად მიმდინარეობს და ვფიქრობ, წარმატებით დასრულდება“, - აღნიშნა თენგიზ ნასარიძემ.
მოსავლის აღების პროცესში სახელმწიფოსა და კერძო სექტორის მიერ მობილიზებულია მოსავლის ამღები ტექნიკა, მათ შორის, შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიის“ 30 ერთეული კომბაინი.
შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, 2024 წლის 12 ივლისის მდგომარეობით, ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის 16 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 419 შეღავათიანი სესხია გაცემული.
მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამით 52 ბენეფიციარს დაუფინანსდა 53 კომბაინის შეძენა, სახელმწიფო თანადაფინანსება 7,4 მლნ ლარია.
მარცვლეულის შესანახი ინფრასტრუქტურის შექმნისა და განვითარების მიზნობრიობით 29,2 მილიონი ლარის 353 სესხია გაცემული, მათ შორის კახეთის რეგიონში 19 მლნ ლარის ღირებულების 313 სესხი.
ქვეყანა წელიწადში დაახლოებით 800 ათას ტონა ფქვილს მოიხმარს. მოხმარებული ხორბლის ფქვილის უმეტესი ნაწილი (დაახლოებით 78%) ასევე შემოდის რუსეთიდან, რომელიც ყველაზე დიდი მომწოდებელია მათ შორის ხორბლისაც.
ქართული ხორბლის კონკურენტუნარიანობის გაზრდისა და ადგილობრივ ბაზარზე მისი რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, მთავრობის გადაწყვეტილებით, 2023 წლის 12 ივნისიდან 1 ნოემბრის ჩათვლით, 200 კილოგრამზე მეტი ხორბლის ფქვილის იმპორტი იბეგრებოდა 20 თეთრით კილოგრამზე.
ოქტომბრის დასაწყისში დროებითი გადასახადი 2024 წლის 1 მარტამდე გაგრძელდა და გადასახადის ოდენობა გაიზარდა 25%-ით, ანუ გადასახადი 1 კილოგრამ ფქვილზე 250 ლარით განისაზღვრა. გადასახადის მოქმედების ვადა კიდევ ერთხელ გაგრძელდა ნოემბერში - 2024 წლის 1 სექტემბრამდე.
ხორბალი მოჰყავთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მაგრამ ყველაზე დიდი ნათესები ქვეყნის ე.წ. ღვინის რეგიონში - კახეთში, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს რაიონებში და ცოტა საგარეჯოშია. დედოფლისწყაროში 55 ათასი ჰექტარი სახნავი მიწაა, რომლის 80%-მდე ხორბალსა და ჭვავს უკავია.
ხორბლის ყანებია ქვემო ქართლშიც: ბოლნისის, მარნეულის, გარდაბნის რაიონებში, ნათესებია წალკაში, ბოგდანოვკაში, ახალქალაქსა და ახალციხეში, მაგრამ ეს მთიანი მხარეა, ამიტომ მოსავალი გვიან მწიფდება. ხორბლის მცირე ყანები არის შიდა ქართლის რეგიონში, კერძოდ გორისა და ქარელის რაიონებში.
სტატისტიკის მიხედვით, 2023 წელს საქართველოში ხორბლის წარმოება 6,5%-ით შემცირდა და 146,6 ათასი ტონა შეადგინა. ამ პერიოდში ხორბლის ნათესმა ფართობმა შეადგინა 56,7 ათასი ჰექტარი, ხოლო საშუალო მოსავლიანობამ ჰექტარზე - 2,6 ტონა.
წლის განმავლობაში საქართველო 700-800 ათას ტონა ხორბალს მოიხმარს. ბოლო წლებში ქვეყანამ ხორბალი შეისყიდა ყაზახეთიდან, უკრაინიდან, აშშ-დან და რუსეთიდან, ამ უკანასკნელთა წილი 70%-ს შეადგენდა, რადგან ფასი ყველაზე ხელსაყრელი იყო.