რუსეთის გენპროკურორმა SCO-ს გაეროს კონვენციის მხარდაჭერისკენ მოუწოდა

© photo: Sputnik / Sergey Guneev  / გადასვლა მედიაბანკშიГенеральный прокурор РФ Игорь Краснов
Генеральный прокурор РФ Игорь Краснов - Sputnik საქართველო, 1920, 25.07.2024
გამოწერა
თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. რუსეთის გენერალურმა პროკურორმა იგორ კრასნოვმა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SCO) ქვეყნების გენპროკურორებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ კიბერდანაშაულის წინააღმდეგ გაეროს კონვენციის მიღების იდეას, იუწყება „რია ნოვოსტი“.
„ამ დროისათვის არ არსებობს გლობალური საერთაშორისო შეთანხმება ამ სფეროში და კრიმინალები, რომლებმაც ეს იციან, მოქმედებენ ისე, რომ თავიანთ ქმედებებზე პასუხისმგებლობის შიში არ აქვთ“, - თქვა მან ბიშკეკში SCO ქვეყნების გენერალური პროკურორების შეხვედრაზე.
გაეროს ეგიდით ასეთი ინსტრუმენტი შეიძლება იყოს ყოვლისმომცველი საერთაშორისო კონვენცია დანაშაულებრივი მიზნებისთვის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) გამოყენებასთან ბრძოლის შესახებ, რომელიც სპეციალური სამთავრობათაშორისო კომიტეტის პლატფორმაზე მუშავდება.
თუმცა, კრასნოვის აზრით, „შეერთებული შტატები და მისი სატელიტები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ფართო მოცვას და აცხადებენ, რომ არსებული საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმები უკვე საკმარისია თანამშრომლობისთვის“.
„ჩვენ ნათლად გვესმის, რომ დასავლელების ასეთი არაკონსტრუქციული პოზიციის მიღმა IT-გიგანტებისა და მათი კურატორების ინტერესები იმალება“, – აღნიშნა კრასნოვმა.
როგორც რუსმა გენპროკურორმა განმარტა, შემოთავაზებული კონვენცია ითვალისწინებს დებულებებს „ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩადენილი ქმედებების ფართო სპექტრის კრიმინალიზაციის შესახებ“. მისი თქმით, მათ შორისაა საშიში დანაშაულები, როგორებიცაა ტერორიზმი, ექსტრემიზმი, ნარკოტიკებითა და იარაღით ვაჭრობა.
ამიტომ კრასნოვმა მოუწოდა SCO-ელ კოლეგებს, გაიზიარონ რუსეთის მიდგომები მომავალი გლობალური საერთაშორისო შეთანხმების მიმართ და აქტიურად დაუჭირონ მას მხარი სპეცკომიტეტის სესიაზე, რომელიც ნიუ-იორკში 29 ივლისს დაიწყება და 9 აგვისტომდე იმუშავებს.
ყველა ახალი ამბავი
0