საქართველო პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე – ლიცენზიები

გამოწერა
საქართველომ პარიზის 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის მისაღებად სპორტის 10 სახეობაში 29 ლიცენზია მოიპოვა
ოლიმპიადა 26 ივლისი-11 აგვისტოს პერიოდში ჩატარდება, რომელშიც 10,500 სპორტმენი მიიღებს მონაწილეობას. ძირითადი პროგრამა მოიცავს სპორტის 32 სახეობას - 28 ძირითადი და ოთხი დამატებითი (სერფინგი, სკეიტბორდინგი, ბრეიკდანსი და მეკლდეურობა).
საქართველოს ოლიმპიური ლიცენზიები:
თავისუფალი ჭიდაობა: გოდერძი ძებისაშვილი, ვლადიმერ გამყრელიძე, გივი მაჭარაშვილი და გენო პეტრიაშვილი;
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა: რამაზ ზოიძე, რობერტ კობიაშვილი და ლაშა გობაძე.
ძიუდო: გიორგი სარდალაშვილი, ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, ტატო გრიგალაშვილი, ლაშა ბექაური, ილია სულამანიძე, გურამ თუშიშვილი, ეთერ ლიპარტელიანი, ეთერ ასკილაშვილი და სოფია სომხიშვილი.
გარდა ამისა, საქართველომ პირველად მოიპოვა გუნდური ლიცენზია ძიუდოში. ქალთა და კაცთა შერეულ ნაკრებში ექვსი წონითი კატეგორიის სპორტსმენები შედიან.
ძალოსნობა: ლაშა ტალახაძე, შოთა მიშველიძე და ირაკლი ჩხეიძე.
კრივი: ლაშა გურული და გიორგი ყუშიტაშვილი;
ფარიკაობა: სანდრო ბაზაძე;
ბატუტზე ხტომა: ლუბა გოლოვინა;
ტყვიის სროლა: ნინო სალუქვაძე;
ცურვა: ანა ნიჟარაძე და ნოე ფანცხავა;
მძლეოსნობა: ლიკა ხარჩილავა (რბენა 100 მ).
ყველა ახალი ამბავი
0