მიმოხილვა: რუსეთის არმიის წინსვლა სევერსკისა და უგლედარისკენ

  - Sputnik საქართველო, 1920, 25.07.2024
გამოწერა
რუსეთის ფედერაციის შეიარაღბული ძალები თანმიმდევრულად ათავისუფლებენ ბანდერეველებისგან დონბასისა და სხვა რეგიონების ტერიტორიებს, მტრის ზურგში ანადგურებენ აეროდრომებს, იარაღის საცავებსა და ურკაინის არმიის „კონტრშეტევისათვის“ აუცილებელ რეზერვებს.
ბოლო სამ დღეში, რუსულმა საბრძოლო ქვედანაყოფებმა გაანთავისუფლეს არაერთი დასახლებული პუნქტი დონეცკის, ლუგანსკის და ხარკოვის ოლქებში. მნიშვნელოვნად წინ წაიწიეს სევერსკსა და უგლედარისკენ. უკრაინულმა ჯარებმა და ნატოელმა სპეციალისტებმა ცოცხალი ძალისა და საბრძოლო ტექნიკის დიდი დანაკარგები განიცადეს.
24 ივლისის ღამეს, რუსეთის საჰაერო ძალებმა სარაკეტო დარტყმები განახორციელეს სამხედრო ობიექტებზე კიევის, დნეპროპეტროვსკის, პოლტავის, ხარკოვის და ოდესის ოლქებში. ხოლო გუშინ „ისკანდერ - მ“-ს დარტყმის შედეგად, განადგურებული იქნა 63-ე მოტომსროლელი ბრიგადის სამეთაურო პუნქტი, ოპერატიულ შემადგენლობასთან ერთად, უპილოტო საფრენი აპარატის მართვის პუნქტის ორი სამეთაურო-საშტაბო მანქანა, 10 თვითმფრინავის ტიპის დრონი...
გარდა ამისა, დროებითი დისლოკაციის პუნქტზე „იაკანდერების“ დარტყმით ლიკვიდირებულია 60-ზე მეტი უცხოელი „ინსტრუქტორი“ ხარკოვის მახლობლად. ეს არის ალიანსის სპეციალისტების ყველაზე მასობრივი დაღუპვა 2024 წელს. მანამდე, ოდესაში რუსულმა „ისკანდერებმა“ გაანადგურეს ბრიტანული SAS -ის 20 მებრძოლი, მაგდენივე ფრანგი უცხოური ლეგიონიდან, ათეულობით „პროფესიონალმა“ სხვა და სხვა სიმძიმის ჭრილობები მიიღეს. სპეციალური სამხდრო ოპერაციის დაწყებიდან სულ განადგურებულია 6 000 -ზე მეტი უცხოელი დაქირავებული.
ნატოსა და კიევის რეჟიმისათვის ამ უკიდურესად სავალალო ფონზე, ბანდერეველების ვადაგასული ლიდერი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ‘ახალი კონტრშეტევის“ ამოცანებს უსახავს.
უკრაინის არმიის მთავარსარდალი ალექსანდრ სირსკი ომახიანად მოახსენებს ინტერვიუში გამოცემა TheGuardian-ს : „ჩვენ გავიმარჯვებთ“.
ომო არის რესურსები და დრო, რომლებიც კიევის რეჟიმსა და კოლექტიურ დასავლეთს აღარ გააჩნია. რუსეთთან პროქსი-ომში ნატოს ქვეყნებს აღარ ჰყოფნით სათანადოდ მომზადებული რეზერვები, მატერიალური სახსრები, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის სიმძლავრეები, ანუ, საარტილერიო ჭურვები და ჯავშანტექნიკა.
ამიტომ გენერალი კრისტოფერ კავოლი პერსპექტივებს უფრო ობიექტურად აფასებს: „ არ შეიძლება, ილუზიებით ვიკვებებოდეთ. უკრაინაში კონფლიქტის დასასრულს, ... ჩვენ გვექნება ძალიან დიდი რუსული პრობლემა. გვექნება სიტუაცია, როდესაც რუსეთი თავის ძლევამოსილებას აღადგენ და ნატოს საზღვრებს მიადგება. და ისინი დარწმუნებულნი იქნებიან, რომ ჩვენ მტრები ვართ, და ძალიან სასტიკი მტრები“.
ბუნდესვერის გენერალურმა ინსპექტორმა კარსტენ ბროიერმა ამასწინად განაცხადა, რომ რუსეთის არმია ყოველწლიურად 1500-მდე ტანკს იღებს და იწინასწარმეტყველა ნატოს რუსეთთან პირდაპირი სამხედრო კონფლიქტი „5 – 8 წელიწადში“. ბრიტანული შტაბის ახალი უფროსი როლი უოკერი ასევე მოუწოდებს, მოემზადონ რუსეთთან, ჩინეთთან, ირანთან და ჩრდილო კორეასთან ომისათვის 2027-2028 წლებში.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0