ოპოზიციის მოგების შემთხვევაში საქართველო „მეორე ფრონტი“ გახდება - პრემიერ-მინისტრი

© Сourtesy of Georgian Governmentირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 25.07.2024
გამოწერა
საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხის შესახებ ყველა დეტალს ვერ გაამჟღავნებს, აღნიშნა პრემიერმა
თბილისი, 25 ივლისი – Sputnik. 2024 წლის შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნებში კოლექტიური „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვება არის გარანტია იმისა, რომ საქართველო რამდენიმე დღეში „მეორე ფრონტი“ გახდება, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერები მსხვილ ოპოზიციურ პარტიებს და მათ თანამოაზრეებს უწოდებენ „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობას“ და „რადიკალურ ოპოზიციას“, რომელიც ცდილობს სიტუაციის შერყევას და რევოლუციის მოწყობას საქართველოში, და, ძალაუფლების ცვლილებების შემთხვევაში, ქვეყნის ჩათრევას ომში. მანამდე კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ ამომრჩეველთა დაახლოებით 60%-ის მხარდაჭერით სარგებლობს, ოპოზიციას კი 26 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვების შანსი არ აქვს.
„თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მოსვლა ხელისუფლებაში, მაგალითად ნოემბრისთვის, არჩევნების შემდეგ, გარანტიას გაძლევთ, არა თუ ორ, სამ და ოთხ თვეში, პიარულადაც არ შეფუთავენ ამას, გარანტიას გაძლევთ, რომ დღეებში საქართველო გახდება მეორე ფრონტი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერმა აღნიშნა, რომ ამის გარანტიას იძლევა იმ მის ხელთ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.
ამასთან, კობახიძე დარწმუნებულია, რომ ქვეყანაში პროცესები ასეთი სცენარით არ განვითარდება.
„პრაქტიკულად, ეს ვერ მოხდება, რადგან ქართველი ხალხი პირველ რიგში დგას ამ ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე“, - აღნიშნა კობახიძემ.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, სამწუხაროდ, საზოგადოებამ იცის ინფორმაციის ნახევარზე ბევრად ნაკლები, რადგან ხელისუფლება ბევრ რამეს უფრთხილდება.
„ჩვენ გვიწევს, გავუფრთხილდეთ ბევრ რამეს. სამწუხაროდ, სხვები არ უფრთხილდებიან ბევრ რამეს, მაგრამ ჩვენ გვიწევს, გავუფრთხილდეთ, ამის გამო გარკვეული ინფორმაცია არ გამოგვაქვს საჯაროდ. მიუხედავად იმისა, რომ მეორე მხარესაც გვაქვს საპირწონედ სერიოზული პრობლემები, მაინც მნიშვნელოვანია, გავუფრთხილდეთ გარკვეულ მოცემულობებს, ურთიერთობებს და ამის გამო ჩვენ გვიწევს, არ გავასაჯაროოთ გარკვეული ინფორმაცია, მათ შორის გარკვეულ შეხვედრებთან დაკავშირებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რატომ უნდა „ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება? ივანიშვილის განმარტება>>
კითხვაზე, გასაჯაროვდება თუ არა იმ პირის ვინაობა, ვისგანაც მოდიოდა განცხადება - „ან იომებთ ან წახვალთ“, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ არა.
„მთავარი ის არის ვინ ამბობს. ერთია რას ამბობს, ამაზე დაახლოებით გვქონდა საუბარი, მაგრამ ვინ ამბობს, ეს არის ყველაზე დიდი პრობლემის შემცველი ინფორმაცია“, - განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებას ამაზე საუბარი არ შეუძლია.
გლობალური ომის პარტია
უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერების ლექსიკაში ტერმინი „გლობალური ომის პარტია“ გაჩნდა. მათი მტკიცებით, „გლობალური ომის პარტიას“ შეადგენენ უცხოეთში წონადი პოლიტიკოსები, რომლებიც ცდილობენ საქართველოს ომში ჩათრევას და რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნას.
ამასთან, „გლობალური ომის პარტიას“ აქვს გადამწყვეტი გავლენა ნატოს ქვეყნებსა და ევროკავშირზე და საქართველო და უკრაინა მისთვის საზარბაზნე ხორცია, - განაცხადა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ და დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა.
თავის მხრივ, კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირსა და აშშ-საც ასევე სჭირდება დეოლიგარქიზაცია. მან იმედი გამოთქვა, რომ პროცესები ამ მიმართულებით წავა და საქართველოზე ზეწოლა შემცირდება.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებამ ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ქართველი ხალხის თვალში დასავლელი პარტნიორების - ევროპული და ამერიკული ინსტიტუტების - პოზიტიური იმიჯი შეენარჩუნებინა, რომელიც ევროპარლამენტის ცალკეულმა წევრებმა, სენატორებმა, კონგრესმენებმა და მთავრობის წარმომადგენლებმა შეარყიეს.
„ქართულ ოცნებაში“ „ნაცმოძრაობასა“ და მის მომხრეებს „ლოკალური ომის პარტიად“ მოიხსენიებენ. მათ ასევე უწოდებენ „რადიკალურ ოპოზიციას". ეს პოლიტიკური ძალები ცდილობენ შეარყიონ ვითარება საქართველოში, მოაწყონ რევოლუცია და ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში ქვეყანა ომში ჩაითრიონ.
ყველა ახალი ამბავი
0