https://sputnik-georgia.com/20240725/ivanisvilis-mkvlelobis-momzadebis-saqme-mowmeebis-gamokitxva-grzeldeba-289173486.html
ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმე: მოწმეების დაკითხვა გრძელდება
ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმე: მოწმეების დაკითხვა გრძელდება
Sputnik საქართველო
ბოლო დღეებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოკითხა რამდენიმე ქართველი მოხალისე, რომლებიც უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდნენ 25.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-25T20:10+0400
2024-07-25T20:10+0400
2024-07-29T12:16+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი
ბიძინა ივანიშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/11/289037224_0:112:1280:833_1920x0_80_0_0_bab472899bbff86ae8189ec3a25255da.jpg
თბილისი, 25 ივლისი – Sputnik. უკრაინაში საომარ მოქმედებებში მონაწილე ქართველი მოხალისეების გამოკითხვა ტერორისტული აქტის მომზადებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულების, ასევე მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დამფუძნებლის მკვლელობის მომზადების საქმეზე მაგისტრი-მოსამართლის თანდასწრებით გრძელდება - ჩვენება კონსტანტინე ჯღამაიამ მისცა.საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა, რომ აწარმოებს გამოძიებას მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარისა და დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე. სუს-ი უკრაინაში საომარ მოქმედებებში მონაწილე ქართველი მოხალისეების გამოკითხვას უკვე რამდენიმე დღეა აწარმოებს. ამ დროისთვის ცნობილია, რომ ნადიმ ხმალაძე, ლაშა ჭიღლაძე, კონსტანტინე ჯღამაია და გელა კახაბრიშვილი მაგისტრი-მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხნენ. გამოკითხვაზე დაბარებულია ვაჟა ცეცაძეც.მისმა ადვოკატმა თორნიკე ჩიქოვანმა აღნიშნა, რომ კითხვები მისი დაცვის ქვეშ მყოფის ცხოვრების წესსაც ეხებოდა.„საქმის ირგვლივ საუბარი იყო. ასევე, ბატონი კონსტანტინეს ცხოვრების წესზე, იმაზე, რომ ის უკრაინაში იბრძოდა გარკვეული პერიოდი“, - განაცხადა ჩიქოვანმა.ასევე , მისი თქმით, საუბარი შეეხო კონკრეტულ პირებს და საქმის ისეთ დეტალებს, რაზეც ის ვერ ისაუბრებს, რადგან გაუთქმელობაზე აქვს ხელი მოწერილი.„ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა კონსტანტინე ჯღამაიამ მიაწოდა არსებული ინფორმაცია, მას რა ინფორმაციაც ჰქონდა და კიდევ ერთხელ გაირკვევა, რომ მას არანაირი კავშირი არა აქვს კონკრეტულად ამ გამოძიებასთან და მან სრულად მისცა ჩვენება“, - განაცხადა ჩიქოვანმა.სუს-ის გამოძიებაგანცხადება იმის თაობაზე, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეზე მებრძოლ ქართველ მოხალისეებს გამოკითხვაზე მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარისა და დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მკვლელობის მომზადების საქმეზე იბარებს, უკრაინაში მებრძოლი ქართველი მოხალისე გელა კახაბრიშვილის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა 23 ივლისს გააკეთა.ადვოკატის თქმით, რომელიც გამოკითხვას ესწრებოდა, გამოძიება დაინტერესდა იმით - ჰქონდა თუ მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირს ურთიერთობა უკრაინაში „ქართული ეროვნული ლეგიონის" დამფუძნებელ მამუკა მამულაშვილთან და ასევე ჰქონდა თუ არა კავშირი უცხოურ დაზვერვასთან.გამოკითხული მოხალისეებიდან რამდენიმე - კონსტანტინე ჯღამაია და ნადიმ ხმალაძე თბილისში „გამჭვირვალობის შესახებ" კანონის წინააღმდეგ გამართულ მასშტაბურ საპროტესტო აქციებში მონაწილეობდნენ. სკანდალური კანონის წინააღმდეგ აქციები გაიმართა როგორც 2023 წელს, როდესაც პირველად იქნა ინიცირებული კანონპროექტი, ისე 2024 წელს, როდესაც მმართველმა პარტიამ პარლამენტში კანონპროექტი ხელახლა დააინიცირა.საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2023 წლის 18 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია მოსალოდნელ არეულობებზე 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში, იმ პერიოდში, როდესაც ქვეყანა ევროკავშირის გადაწყვეტილებას ელოდება კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ამ დროს სუსში არ დაუკონკრეტებიათ, როდის დაიწყო გამოძიება.აღინიშნა, რომ საქართველოში სამოქალაქო არეულობა უცხო ქვეყნების კოორდინაციით და ფინანსური მხარდაჭერით იგეგმება.სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში სამოქალაქო არეულობის ორგანიზებას, როგორც ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა ჯგუფი ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის მიზნით გეგმავდა. უწყების ცნობით, გეგმის ერთ-ერთი ავტორია მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე.გეგმის განსახორციელებლად ლორთქიფანიძის დაქვემდებარებაში იყო ქართული წარმომავლობის პირები, მათ შორის, სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი, ასევე ექს-პრეზიდენტის ახლო გარემოცვის წევრი მამუკა მამულაშვილი, რომელიც უკრაინაში მოქმედი „ქართული ლეგიონის" მეთაურია.სუსის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ არეულობების ორგანიზატორები აპირებდნენ ე.წ. კარვების ქალაქის მოწყობას, ერთ-ერთი კარვის დანაღმვას და აფეთქების განხორციელებას, რის შედეგად დაიღუპებოდნენ როგორც მშვიდობიანი მოქალაქეები, ისე სამართალდამცველები.ტერორისტული აქტის განხორციელების შემთხვევაში დესტრუქციული ძალები იმედოვნებდნენ, რომ მოხდებოდა უმისამართო სროლა სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის, რაც ნოყიერ ნიადაგს შექმნიდა შემდგომი სამოქალაქო დაპირისპირებისთვის, ნათქვამია სუსის განცხადებაში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/11/289037224_0:104:1141:960_1920x0_80_0_0_7af97db55802a8bb209a25d5aaf5f930.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, ბიძინა ივანიშვილი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, ბიძინა ივანიშვილი
ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმე: მოწმეების დაკითხვა გრძელდება
20:10 25.07.2024 (განახლებულია: 12:16 29.07.2024) ბოლო დღეებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოკითხა რამდენიმე ქართველი მოხალისე, რომლებიც უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდნენ
თბილისი, 25 ივლისი – Sputnik. უკრაინაში საომარ მოქმედებებში მონაწილე ქართველი მოხალისეების გამოკითხვა ტერორისტული აქტის მომზადებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულების, ასევე მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დამფუძნებლის მკვლელობის მომზადების საქმეზე მაგისტრი-მოსამართლის თანდასწრებით გრძელდება - ჩვენება კონსტანტინე ჯღამაიამ მისცა.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა, რომ აწარმოებს გამოძიებას მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარისა და დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე. სუს-ი უკრაინაში საომარ მოქმედებებში მონაწილე ქართველი მოხალისეების გამოკითხვას უკვე რამდენიმე დღეა აწარმოებს. ამ დროისთვის ცნობილია, რომ ნადიმ ხმალაძე, ლაშა ჭიღლაძე, კონსტანტინე ჯღამაია და გელა კახაბრიშვილი მაგისტრი-მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხნენ. გამოკითხვაზე დაბარებულია ვაჟა ცეცაძეც.
„მკითხეს ჩემი გვარ-სახელი და ვუპასუხე... არ მახსოვს მეტი არაფერი... რისი ტერორიზმი კაცო?!.. ტერორიზმზე იყო შეკითხვები, მაგრამ ზუსტად არ მახსოვს, რა შეკითხვები იყო. გულახდილად გავეცი პასუხები, საერთოდ წარმოდგენა არ მაქვს, მე ვარ უბრალოდ მეომარი, მეტი არაფერი," - აღნიშნა კონსტანტინე ჯღამაიამ.
მისმა ადვოკატმა თორნიკე ჩიქოვანმა აღნიშნა, რომ კითხვები მისი დაცვის ქვეშ მყოფის ცხოვრების წესსაც ეხებოდა.
„საქმის ირგვლივ საუბარი იყო. ასევე, ბატონი კონსტანტინეს ცხოვრების წესზე, იმაზე, რომ ის უკრაინაში იბრძოდა გარკვეული პერიოდი“, - განაცხადა ჩიქოვანმა.
ასევე , მისი თქმით, საუბარი შეეხო კონკრეტულ პირებს და საქმის ისეთ დეტალებს, რაზეც ის ვერ ისაუბრებს, რადგან გაუთქმელობაზე აქვს ხელი მოწერილი.
„ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა კონსტანტინე ჯღამაიამ მიაწოდა არსებული ინფორმაცია, მას რა ინფორმაციაც ჰქონდა და კიდევ ერთხელ გაირკვევა, რომ მას არანაირი კავშირი არა აქვს კონკრეტულად ამ გამოძიებასთან და მან სრულად მისცა ჩვენება“, - განაცხადა ჩიქოვანმა.
განცხადება იმის თაობაზე, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეზე მებრძოლ ქართველ მოხალისეებს გამოკითხვაზე მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარისა და დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მკვლელობის მომზადების საქმეზე იბარებს, უკრაინაში მებრძოლი ქართველი მოხალისე გელა კახაბრიშვილის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა 23 ივლისს გააკეთა.
ადვოკატის თქმით, რომელიც გამოკითხვას ესწრებოდა, გამოძიება დაინტერესდა იმით - ჰქონდა თუ მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირს ურთიერთობა უკრაინაში „ქართული ეროვნული ლეგიონის" დამფუძნებელ მამუკა მამულაშვილთან და ასევე ჰქონდა თუ არა კავშირი უცხოურ დაზვერვასთან.
გამოკითხული მოხალისეებიდან რამდენიმე - კონსტანტინე ჯღამაია და ნადიმ ხმალაძე თბილისში „გამჭვირვალობის შესახებ" კანონის წინააღმდეგ გამართულ მასშტაბურ საპროტესტო აქციებში მონაწილეობდნენ. სკანდალური კანონის წინააღმდეგ აქციები გაიმართა როგორც 2023 წელს, როდესაც პირველად იქნა ინიცირებული კანონპროექტი, ისე 2024 წელს, როდესაც მმართველმა პარტიამ პარლამენტში კანონპროექტი ხელახლა დააინიცირა.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2023 წლის 18 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია მოსალოდნელ არეულობებზე 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში, იმ პერიოდში, როდესაც ქვეყანა ევროკავშირის გადაწყვეტილებას ელოდება კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ამ დროს სუსში არ დაუკონკრეტებიათ, როდის დაიწყო გამოძიება.
აღინიშნა, რომ საქართველოში სამოქალაქო არეულობა უცხო ქვეყნების კოორდინაციით და ფინანსური მხარდაჭერით იგეგმება.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში სამოქალაქო არეულობის ორგანიზებას, როგორც ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა ჯგუფი ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის მიზნით გეგმავდა. უწყების ცნობით, გეგმის ერთ-ერთი ავტორია მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე.
გეგმის განსახორციელებლად ლორთქიფანიძის დაქვემდებარებაში იყო ქართული წარმომავლობის პირები, მათ შორის, სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი, ასევე ექს-პრეზიდენტის ახლო გარემოცვის წევრი მამუკა მამულაშვილი, რომელიც უკრაინაში მოქმედი „ქართული ლეგიონის" მეთაურია.
სუსის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ არეულობების ორგანიზატორები აპირებდნენ ე.წ. კარვების ქალაქის მოწყობას, ერთ-ერთი კარვის დანაღმვას და აფეთქების განხორციელებას, რის შედეგად დაიღუპებოდნენ როგორც მშვიდობიანი მოქალაქეები, ისე სამართალდამცველები.
ტერორისტული აქტის განხორციელების შემთხვევაში დესტრუქციული ძალები იმედოვნებდნენ, რომ მოხდებოდა უმისამართო სროლა სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის, რაც ნოყიერ ნიადაგს შექმნიდა შემდგომი სამოქალაქო დაპირისპირებისთვის, ნათქვამია სუსის განცხადებაში.