ივანიშვილი საქართველოს ისტორიაში საუკეთესო პრეზიდენტი იქნება - იუსტიციის მინისტრი

© Parliament of Georgiaრატი ბრეგაძე
რატი ბრეგაძე - Sputnik საქართველო, 1920, 25.07.2024
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტს 2024 წელს საარჩევნო კოლეგია აირჩევს
თბილისი, 25 ივლისი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ისტორიაში საუკეთესო პრეზიდენტი იქნება, თუ გადაწყვეტს იყოს პრეზიდენტობის კანდიდატი, განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.
საქართველოში 2024 წელს პრეზიდენტს საარჩევნო კოლეგია აირჩევს, რომელშიც პარლამენტის ყველა დეპუტატი შევა. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის უფლება საარჩევნო კოლეგიის სულ მცირე 30 წევრს აქვს.
„ბატონი ივანიშვილი, თუ ის გადაწყვეტს და იქნება პრეზიდენტობის კანდიდატი, დარწმუნებული ვარ, საქართველოს ისტორიაში საუკეთესო პრეზიდენტი იქნება, თუმცა ვინ იქნება პრეზიდენტობის კანდიდატი არ ვიცი”, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, 2024 წელს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები ახლადარჩეული პარლამენტის პირველი სხდომიდან 45 დღეში გაიმართება. საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 26 ოქტომბერს არის დანიშნული.
საფრანგეთში დაბადებული და გაზრდილი ფრანგი დიპლომატი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტი და ქვეყნის ბოლო პრეზიდენტია, რომელიც მოსახლეობამ პირდაპირი გზით აირჩია. პრეზიდენტის არჩევის სისტემის შეცვლის გადაწყვეტილება მიღებული იქნა ქვეყნის საპარლამენტო მმართველობის ფორმაზე გადასვლასთან დაკავშირებით, რომელშიც პრეზიდენტი მხოლოდ წარმომადგენლობით როლს ასრულებს. ეს წესები 2018 წლის დეკემბერში სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის შემდეგ შევიდა ძალაში.
საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობაში იქნება 300 წევრი, მათ შორის, პარლამენტისა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრი.
საარჩევნო კოლეგიის სხვა წევრებს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოებიდან წარადგენენ შესაბამისი პოლიტიკური პარტიები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ორგანული კანონის საფუძველზე განსაზღვრული კვოტების მიხედვით.
ყველა ახალი ამბავი
0