https://sputnik-georgia.com/20240724/zaxarova-kurilis-kunzulebis-sesaxeb-289150329.html
ზახაროვა: კურილის კუნძულების პრობლემა გამოგონილია
ზახაროვა: კურილის კუნძულების პრობლემა გამოგონილია
Sputnik საქართველო
თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. იაპონიისთვის კუნძულების პრობლემა მისი დასავლელი კურატორების — შეერთებული შტატების მიერაა გამოგონილი, განაცხადა რუსეთის საგარეო... 24.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-24T13:50+0400
2024-07-24T13:50+0400
2024-07-24T13:50+0400
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი
იაპონია
პოლიტიკა
კურილის კუნძულების პრობლემა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/0d/282212328_0:119:2810:1700_1920x0_80_0_0_3723e10222c343e4c759711f39e11668.jpg
თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. იაპონიისთვის კუნძულების პრობლემა მისი დასავლელი კურატორების — შეერთებული შტატების მიერაა გამოგონილი, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ.იმის დასტურად, რომ რიგით იაპონელებს კუნძულების პრობლემა არ აინტერესებთ, ზახაროვამ ერთი მაგალითი მოიყვანა. მისი თქმით, როდესაც რუსული დელეგაციები იაპონიაში ჩადიან, მათ საცხოვრებელ ადგილზე დინამიკებიანი ავტობუსები მიჰყავთ, საიდანაც ისმის ხმამაღალი მოწოდებები კუნძულების იაპონიისთვის დაბრუნების შესახებ. მაგრამ, ზახაროვას თქმით, ერთ-ერთ ასეთ ავტობუსში „აფრიკული ქვეყნის წარმომადგენელი" იჯდა, რომელმაც თქვა, რომ მას ამისათვის ფული გადაუხადეს.როგორც სამინისტროს სპიკერმა აღნიშნა, იაპონიასთან ერთობლივი ეკონომიკური პროექტები, ჰუმანიტარული პროგრამები, საგზაო რუკები და სხვა მრავალი „დეტალურად იყო დამუშავებული და უკვე მაგიდაზე იდო, მაგრამ მერე ისევ გამოჩნდა დასავლელი ბაბა იაგა“, რომელიც ყოველთვის წინააღდეგია ამ ყველაფრისა.კურილის კუნძულების პრობლემამეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ რუსეთსა და იაპონიას შორის სამშვიდობო ხელშეკრულება არ გაფორმებულა, რაც ორ ქვეყანას შორის კურილის ოთხი კუნძულის საკითხს დღემდე პრობლემად ტოვებს. აღნიშნული კუნძულები საბჭოთა კავშირს მეორე მსოფლიო ომის შედეგების საფუძველზე გადაეცა. თუმცა 1951 წელს საბჭოთა დელეგაციამ ხელი არ მოაწერა სან-ფრანცისკოს ზავს, რომელშიც იაპონიასთან ომის შედეგები მტკიცდებოდა, მაგრამ არ იყო შესული სსრკ-ის სუვერენიტეტის საკითხი კურილებზე.1956 წელს საბჭოთა კავშირმა და იაპონიამ ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას, რომლის მიხედვითაც მოსკოვი ეთანხმებოდა იაპონიისთვის ორი კუნძულის — ჰაბომაისა და შიკოტანის გადაცემის საკითხის განხილვას ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, მაგრამ შემდგომმა მოლაპარაკებებმა ვითარება ვერანაირად ვერ შეცვალა.
https://sputnik-georgia.com/20240208/kyodo-kurilis-kunzulebi-ass--286180898.html
იაპონია
კურილის კუნძულების პრობლემა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/0d/282212328_40:0:2771:2048_1920x0_80_0_0_074a4605d038b88d8659515f8f92107f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, რუსეთი, იაპონია , პოლიტიკა, კურილის კუნძულების პრობლემა
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, რუსეთი, იაპონია , პოლიტიკა, კურილის კუნძულების პრობლემა
თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. იაპონიისთვის კუნძულების პრობლემა მისი დასავლელი კურატორების — შეერთებული შტატების მიერაა გამოგონილი, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ.
„ეს არ ეხება იაპონიის რეალურ პრობლემებს. ეს არის გამოგონილი პრობლემა, რომლითაც იაპონიას უსასრულოდ აღვიძებენ მისი დასავლელი კურატორები, შტატები“, - თქვა რუსმა დიპლომატმა.
იმის დასტურად, რომ რიგით იაპონელებს კუნძულების პრობლემა არ აინტერესებთ, ზახაროვამ ერთი მაგალითი მოიყვანა. მისი თქმით, როდესაც რუსული დელეგაციები იაპონიაში ჩადიან, მათ საცხოვრებელ ადგილზე დინამიკებიანი ავტობუსები მიჰყავთ, საიდანაც ისმის ხმამაღალი მოწოდებები კუნძულების იაპონიისთვის დაბრუნების შესახებ. მაგრამ, ზახაროვას თქმით, ერთ-ერთ ასეთ ავტობუსში „აფრიკული ქვეყნის წარმომადგენელი" იჯდა, რომელმაც თქვა, რომ მას ამისათვის ფული გადაუხადეს.
როგორც სამინისტროს სპიკერმა აღნიშნა, იაპონიასთან ერთობლივი ეკონომიკური პროექტები, ჰუმანიტარული პროგრამები, საგზაო რუკები და სხვა მრავალი „დეტალურად იყო დამუშავებული და უკვე მაგიდაზე იდო, მაგრამ მერე ისევ გამოჩნდა დასავლელი ბაბა იაგა“, რომელიც ყოველთვის წინააღდეგია ამ ყველაფრისა.
კურილის კუნძულების პრობლემა
მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ რუსეთსა და იაპონიას შორის სამშვიდობო ხელშეკრულება არ გაფორმებულა, რაც ორ ქვეყანას შორის კურილის ოთხი კუნძულის საკითხს დღემდე პრობლემად ტოვებს. აღნიშნული კუნძულები საბჭოთა კავშირს მეორე მსოფლიო ომის შედეგების საფუძველზე გადაეცა. თუმცა 1951 წელს საბჭოთა დელეგაციამ ხელი არ მოაწერა სან-ფრანცისკოს ზავს, რომელშიც იაპონიასთან ომის შედეგები მტკიცდებოდა, მაგრამ არ იყო შესული სსრკ-ის სუვერენიტეტის საკითხი კურილებზე.
1956 წელს საბჭოთა კავშირმა და იაპონიამ ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას, რომლის მიხედვითაც მოსკოვი ეთანხმებოდა იაპონიისთვის ორი კუნძულის — ჰაბომაისა და შიკოტანის გადაცემის საკითხის განხილვას ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, მაგრამ შემდგომმა მოლაპარაკებებმა ვითარება ვერანაირად ვერ შეცვალა.