https://sputnik-georgia.com/20240724/regionebshi-ukanono-tevzcheris-paqtebi-gamoavlines-289153593.html
რეგიონებში უკანონო თევზჭერის ფაქტები გამოავლინეს
რეგიონებში უკანონო თევზჭერის ფაქტები გამოავლინეს
Sputnik საქართველო
სამართალდარღვევები აღკვეთილია რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში, გურიაში, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში. 24.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-24T18:00+0400
2024-07-24T18:00+0400
2024-07-24T18:00+0400
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
საქართველოს რეგიონები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/01/280710915_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_ed5b3e11b34ef469ec9ea84f1829b294.jpg
თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში ელექტროშოკური მოწყობილობით უკანონო თევზჭერის 4 ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.დეპარტამენტის ცნობით, სამართალდარღვევები აღკვეთილია რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთში, გურიაში, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში.კერძოდ, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშარში მოქალაქე მდინარე რიონზე ელექტროშოკური მოწყობილობისა და ჩოგანბადეების საშუალებით თევზს იჭერდა და სხვადასხვა სახეობის 3კგ თევზი ჰქონდა მოპოვებული.უკანონო თევზჭერისას იგივე აკრძალულ საშუალებას იყენებდა მოქალაქე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს მიმდებარედ, მდინარე ნატანებზე.გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის მიმდებარედ, მდინარე მტკვარზე, მოქალაქე ელექტროშოკური მოწყობილობით გასაბერი ნავიდან უკანონოდ იჭერდა თევზს. სამართალდამრღვევს უკანონოდ ჰქონდა მოპოვებული ხრამულის სახეობის 8 კგ. თევზი.ასევე 8 კილოგრამი სხვადასხვა სახეობის თევზი მოიპოვა ელექტროშოკური მოწყობილობის გამოყენებით მოქალაქემ მარნეულის მუნიციპალიტეტ სოფელ ლეჟბადინის მიმდებარედ, მდინარე ხრამის კალაპოტიდან.„ბრაკონიერი არ დაემორჩილა ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და მიიმალა. სამართალდამრღვევი შსს მარნეულის სამმართველოს თანამშრომლებმა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლის ფიზიკური შეურაცხყოფისა და დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს”, -აღნიშნულია ინფორმაციაში.უწყების ცნობით, ვინაიდან ოთხივე ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/01/280710915_60:0:2791:2048_1920x0_80_0_0_b8f7950bf3699a06ee5b7168ff3c4c00.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, შემთხვევები საქართველოში, საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები
საქართველო, შემთხვევები საქართველოში, საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები
რეგიონებში უკანონო თევზჭერის ფაქტები გამოავლინეს
სამართალდარღვევები აღკვეთილია რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში, გურიაში, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში.
თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში ელექტროშოკური მოწყობილობით უკანონო თევზჭერის 4 ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დეპარტამენტის ცნობით, სამართალდარღვევები აღკვეთილია რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთში, გურიაში, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში.
კერძოდ, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშარში მოქალაქე მდინარე რიონზე ელექტროშოკური მოწყობილობისა და ჩოგანბადეების საშუალებით თევზს იჭერდა და სხვადასხვა სახეობის 3კგ თევზი ჰქონდა მოპოვებული.
უკანონო თევზჭერისას იგივე აკრძალულ საშუალებას იყენებდა მოქალაქე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს მიმდებარედ, მდინარე ნატანებზე.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის მიმდებარედ, მდინარე მტკვარზე, მოქალაქე ელექტროშოკური მოწყობილობით გასაბერი ნავიდან უკანონოდ იჭერდა თევზს. სამართალდამრღვევს უკანონოდ ჰქონდა მოპოვებული ხრამულის სახეობის 8 კგ. თევზი.
ასევე 8 კილოგრამი სხვადასხვა სახეობის თევზი მოიპოვა ელექტროშოკური მოწყობილობის გამოყენებით მოქალაქემ მარნეულის მუნიციპალიტეტ სოფელ ლეჟბადინის მიმდებარედ, მდინარე ხრამის კალაპოტიდან.
„ბრაკონიერი არ დაემორჩილა ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და მიიმალა. სამართალდამრღვევი შსს მარნეულის სამმართველოს თანამშრომლებმა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლის ფიზიკური შეურაცხყოფისა და დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს”, -აღნიშნულია ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ვინაიდან ოთხივე ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.