https://sputnik-georgia.com/20240724/premieri-rusettan-vachrobaze-opoziciis-shecvlili-ritorika-yalbia-289151694.html
პრემიერი: რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების შესახებ ოპოზიციის შეცვლილი რიტორიკა ყალბია
პრემიერი: რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების შესახებ ოპოზიციის შეცვლილი რიტორიკა ყალბია
Sputnik საქართველო
არჩევნების წინა პერიოდში რიტორიკა შეცვალეს რუსეთთან ნებისმიერი ფორმით ურთიერთობების ყველაზე მწვავე მოწინააღმდეგეებმა. 24.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-24T14:47+0400
2024-07-24T14:47+0400
2024-07-24T14:47+0400
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ქართული ოპოზიცია
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
ქართულ–რუსული ურთიერთობები
ახალი ამბები
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/1e/288180041_0:0:2000:1125_1920x0_80_0_0_ac4b0b61a0d0c11de1db452d2830e716.jpg
თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებთან დაკავშირებით ოპოზიციის რიტორიკის ცვლილება სიყალბეა, რომლის მიზანიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე მეტი ხმების მოპოვებაა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე.ოპოზიციური პარტია „ახალის" დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ, რომელიც რუსეთთან დაკავშირებით არსებული ხელისუფლების პოლიტიკის მწვავე კრიტიკით გამოირჩევა, გასულ კვირას გაუმართლებელი უწოდა რუსეთის ფედერაციასთან ვაჭრობასა და რუსი ტურისტების ქვეყანაში შემოსვლასთან დაკავშირებულ „ისტერიულ დამოკიდებულებას". თუ რუსეთთან პირდაპირი ფრენები საქართველოს მოქალაქეებისთვის კომფორტული და ევროინტეგრაციის პროცესთან თავსებადია, მაშინ იყოს ფრენები, აღნიშნა მან.მმართველ პარტიაში „რადიკალურ ოპოზიციად" და „კოლექტიურ ნაცმოძრაობად" მოიხსენიებენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, „სტრატეგია აღმაშენებელს“, „ლელოს საქართველოსთვის“, „გირჩი - მეტი თავისუფლებას“, „ახალს“, „დროას“.„გახსოვთ, რა მომენტში გამოგვაცხადეს პრორუსულ ძალად... და ამ შეფასების საბაბი გახდა ჩვენი ორი გადაწყვეტილება: ერთი იყო ის, რომ სანქციები არ დავუწესეთ რუსეთის ფედერაციას და ამ გადაწყვეტილების ახსნა არაერთხელ მოისმინეთ და მეორე იყო ის, რომ უკრაინაში მთავრობის ოფიციალური თანხმობით არ გავგზავნეთ მებრძოლი მოხალისეები", - განაცხადა კობახიძემ.მისი თქმით, ეს მოხდა უკრაინაში კონფლიქტის დაწყებიდან მალევე - 2022 წლის თებერვლის ბოლო - მარტის დასაწყისში.როგორც პოლიტიკოსმა განმარტა, საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევას ოპოზიციამ ერთხმად დაუჭირა მხარი.მისი თქმით, არსებობს არქივები და ქართველ ხალხს კარგად ახსოვს, თუ როგორ უჭერდნენ ოპოზიციონერებიმხარს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას და, შესაბამისად, ქართული ეკონომიკის ჩამოქცევას, როგორ ითხოვდნენ უკრაინაში მებრძოლი მოხალისეების გაგზავნას. „აქედან გამომდინარე, მათი ყალბი რიტორიკა ვერავითარ შემთხვევაში ვერ გაიყიდება. ქართულ საზოგადოებას ახსოვს ყველაფერი, ყველაფერი ახსოვს არქივს, აქედან გამომდინარე, ეს სიყალბე წარმატებული ვერ იქნება“, – განაცხადა კობახიძემ.უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებდა, რადგან ამით მხოლოდ საქართველო დაზარალდებოდა. საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს, რომლებიც დაკავშირებულია ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/1e/288180041_66:0:1843:1333_1920x0_80_0_0_882e21028883a3d6e40f6211ce68d3ac.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ქართული ოპოზიცია, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, ქართულ–რუსული ურთიერთობები, ახალი ამბები, პოლიტიკა საქართველოში
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ქართული ოპოზიცია, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, ქართულ–რუსული ურთიერთობები, ახალი ამბები, პოლიტიკა საქართველოში
პრემიერი: რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების შესახებ ოპოზიციის შეცვლილი რიტორიკა ყალბია
არჩევნების წინა პერიოდში რიტორიკა შეცვალეს რუსეთთან ნებისმიერი ფორმით ურთიერთობების ყველაზე მწვავე მოწინააღმდეგეებმა.
თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებთან დაკავშირებით ოპოზიციის რიტორიკის ცვლილება სიყალბეა, რომლის მიზანიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე მეტი ხმების მოპოვებაა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე.
ოპოზიციური პარტია „ახალის" დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ, რომელიც რუსეთთან დაკავშირებით არსებული ხელისუფლების პოლიტიკის მწვავე კრიტიკით გამოირჩევა, გასულ კვირას გაუმართლებელი უწოდა რუსეთის ფედერაციასთან ვაჭრობასა და რუსი ტურისტების ქვეყანაში შემოსვლასთან დაკავშირებულ „ისტერიულ დამოკიდებულებას". თუ რუსეთთან პირდაპირი ფრენები საქართველოს მოქალაქეებისთვის კომფორტული და ევროინტეგრაციის პროცესთან თავსებადია, მაშინ იყოს ფრენები, აღნიშნა მან.
„ოღონდ დამატებით ხმების 2-3% მიიღოს და „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ მზად არის გახდეს „პრორუსული“", - განაცხადა კობახიძემ.
მმართველ პარტიაში „რადიკალურ ოპოზიციად" და „კოლექტიურ ნაცმოძრაობად" მოიხსენიებენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, „სტრატეგია აღმაშენებელს“, „ლელოს საქართველოსთვის“, „გირჩი - მეტი თავისუფლებას“, „ახალს“, „დროას“.
„გახსოვთ, რა მომენტში გამოგვაცხადეს პრორუსულ ძალად... და ამ შეფასების საბაბი გახდა ჩვენი ორი გადაწყვეტილება: ერთი იყო ის, რომ სანქციები არ დავუწესეთ რუსეთის ფედერაციას და ამ გადაწყვეტილების ახსნა არაერთხელ მოისმინეთ და მეორე იყო ის, რომ უკრაინაში მთავრობის ოფიციალური თანხმობით არ გავგზავნეთ მებრძოლი მოხალისეები", - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, ეს მოხდა უკრაინაში კონფლიქტის დაწყებიდან მალევე - 2022 წლის თებერვლის ბოლო - მარტის დასაწყისში.
„მოგვიანებით, უკრაინის ხელისუფლებამ ამ ორი კონკრეტული მიზეზით გაიწვია ელჩი საქართველოდან და ესეც გახდა ოპოზიციის უკიდურესი შეშფოთების საგანი. მაშინ არავის უთქვამს, რომ უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილება იყო უსამართლო. პირიქით, ყველამ მხარი დაუჭირა უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომელიც იყო მიმართული ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ", - განაცხადა კობახიძემ.
როგორც პოლიტიკოსმა განმარტა, საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევას ოპოზიციამ ერთხმად დაუჭირა მხარი.
მისი თქმით, არსებობს არქივები და ქართველ ხალხს კარგად ახსოვს, თუ როგორ უჭერდნენ ოპოზიციონერებიმხარს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას და, შესაბამისად, ქართული ეკონომიკის ჩამოქცევას, როგორ ითხოვდნენ უკრაინაში მებრძოლი მოხალისეების გაგზავნას.
„აქედან გამომდინარე, მათი ყალბი რიტორიკა ვერავითარ შემთხვევაში ვერ გაიყიდება. ქართულ საზოგადოებას ახსოვს ყველაფერი, ყველაფერი ახსოვს არქივს, აქედან გამომდინარე, ეს სიყალბე წარმატებული ვერ იქნება“, – განაცხადა კობახიძემ.
უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებდა, რადგან ამით მხოლოდ საქართველო დაზარალდებოდა. საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს, რომლებიც დაკავშირებულია ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან.