https://sputnik-georgia.com/20240724/novaki-1-agvistodan-rusetidan-benzinis-eqsportze-akrzalva-avtomaturad-ganaxldeba-289149503.html
ნოვაკი: 1-ელი აგვისტოდან რუსეთიდან ბენზინის ექსპორტზე აკრძალვა ავტომატურად განახლდება
ნოვაკი: 1-ელი აგვისტოდან რუსეთიდან ბენზინის ექსპორტზე აკრძალვა ავტომატურად განახლდება
Sputnik საქართველო
რუსეთის მთავრობა განიხილავს ენერგეტიკის სამინისტროს წინადადებას ბენზინის ექსპორტის აკრძალვის სექტემბერ-ოქტომბრისთვის გახანგრძლივების შესახებ. 24.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-24T12:00+0400
2024-07-24T12:00+0400
2024-07-24T12:00+0400
მსოფლიო დღეს
რუსეთი
ეკონომიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24847/51/248475130_0:156:3001:1844_1920x0_80_0_0_7d96ad5654aae613c602e858d692514d.jpg
თბილისი, 24 ივლისი – Sputnik. რუსეთიდან ბენზინის ექსპორტზე დაწესებული აკრძალვა, რომელიც ივნის-ივლისში დროებით გაუქმდა, 1-ელი აგვისტოდან ავტომატურად განახლდება, განაცხადა რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა.მინისტრთა კაბინეტმა 1-ელი მარტიდან საზღვარგარეთ რუსეთიდან ბენზინის ექსპორტზე აკრძალვა ექვსთვიანი ვადით 1-ელ სექტემბრამდე პერიოდში დააწესა. აკრძალვა არ შეეხება ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრ ქვეყნებს, თუმცა, მაისის ბოლოს აკრძალვა დროებით მოიხსნა. ივნისის ბოლოს მთავრობამ საწვავის მიწოდების ნებართვა 1-ელ აგვისტომდე გაახანგრძლივა.ვიცე-პრემიერის თქმით, მთავრობა განიხილავს ენერგეტიკის სამინისტროს წინადადებას ბენზინის ექსპორტის აკრძალვის სექტემბერ-ოქტომბრისთვის გახანგრძლივების შესახებ. როგორც მან განაცხადა, გადაწყვეტილება მიღებული იქნება მიწოდებისა და მოთხოვნის ბალანსის, ასევე შიდა ბაზრის უზრუნველყოფის მონიტორინგის საფუძველზე.„თუ ჩვენ დავინახავთ, რომ სექტემბერ-ოქტომბერში საჭირო გახდება ბენზინის ექსპორტზე დაწესებული აკრძალვის ვადის გახანგრძლივება, მაშინ ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნება“, - განაცხადა ნოვაკმა.როგორც მან აღნიშნა, შესაბამისი გადაწყვეტილების შეიძლება აგვისტოში მიიღონ - მთავარია ეს სექტემბრამდე მოხდეს, დასძინა ვიცე-პრემიერმა.რუსეთი 2023 წელს საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის მთავარი ექსპორტიორი გახდა – 736,1 ათასი ტონა, რაც მთლიანი იმპორტის 60,9%-ია. ნავთობპროდუქტების მნიშვნელოვანი მიმწოდებლების სიაში ასევე შედის რუმინეთი - 180,6 ათასი ტონა (მთლიანი იმპორტის 14,9%), ბულგარეთი - 107,2 ათასი ტონა (იმპორტის 8,9%) და აზერბაიჯანი - 84,2 ათასი ტონა (მთლიანი იმპორტის 7%).
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24847/51/248475130_166:0:2833:2000_1920x0_80_0_0_f76b132bb4dcd4875b2c877ac6e89ecf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, ეკონომიკა, მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები
რუსეთი, ეკონომიკა, მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები
ნოვაკი: 1-ელი აგვისტოდან რუსეთიდან ბენზინის ექსპორტზე აკრძალვა ავტომატურად განახლდება
რუსეთის მთავრობა განიხილავს ენერგეტიკის სამინისტროს წინადადებას ბენზინის ექსპორტის აკრძალვის სექტემბერ-ოქტომბრისთვის გახანგრძლივების შესახებ.
თბილისი, 24 ივლისი – Sputnik. რუსეთიდან ბენზინის ექსპორტზე დაწესებული აკრძალვა, რომელიც ივნის-ივლისში დროებით გაუქმდა, 1-ელი აგვისტოდან ავტომატურად განახლდება, განაცხადა რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა.
მინისტრთა კაბინეტმა 1-ელი მარტიდან საზღვარგარეთ რუსეთიდან ბენზინის ექსპორტზე აკრძალვა ექვსთვიანი ვადით 1-ელ სექტემბრამდე პერიოდში დააწესა. აკრძალვა არ შეეხება ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრ ქვეყნებს, თუმცა, მაისის ბოლოს აკრძალვა დროებით მოიხსნა. ივნისის ბოლოს მთავრობამ საწვავის მიწოდების ნებართვა 1-ელ აგვისტომდე გაახანგრძლივა.
„ემბარგო 1-ელ სექტემბრამდე გვაქვს მიღებული, ივლისში უბრალოდ გამონაკლისი დავუშვით. 1-ელი აგვისტოდან კი გამონაკლისის ვადა იწურება და ნავთობპროდუქტების ექსპორტის აკრძალვა, რაც ეხება ბენზინს, ავტომატურად აღდგება, ანუ 1-ელი აგვისტოდან აკრძალვა აღდგება“, - განაცხადა ნოვაკმა ჟურნალისტებთან.
ვიცე-პრემიერის თქმით, მთავრობა განიხილავს ენერგეტიკის სამინისტროს წინადადებას ბენზინის ექსპორტის აკრძალვის სექტემბერ-ოქტომბრისთვის გახანგრძლივების შესახებ. როგორც მან განაცხადა, გადაწყვეტილება მიღებული იქნება მიწოდებისა და მოთხოვნის ბალანსის, ასევე შიდა ბაზრის უზრუნველყოფის მონიტორინგის საფუძველზე.
„თუ ჩვენ დავინახავთ, რომ სექტემბერ-ოქტომბერში საჭირო გახდება ბენზინის ექსპორტზე დაწესებული აკრძალვის ვადის გახანგრძლივება, მაშინ ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნება“, - განაცხადა ნოვაკმა.
როგორც მან აღნიშნა, შესაბამისი გადაწყვეტილების შეიძლება აგვისტოში მიიღონ - მთავარია ეს სექტემბრამდე მოხდეს, დასძინა ვიცე-პრემიერმა.
რუსეთი 2023 წელს საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის მთავარი ექსპორტიორი გახდა – 736,1 ათასი ტონა, რაც მთლიანი იმპორტის 60,9%-ია. ნავთობპროდუქტების მნიშვნელოვანი მიმწოდებლების სიაში ასევე შედის რუმინეთი - 180,6 ათასი ტონა (მთლიანი იმპორტის 14,9%), ბულგარეთი - 107,2 ათასი ტონა (იმპორტის 8,9%) და აზერბაიჯანი - 84,2 ათასი ტონა (მთლიანი იმპორტის 7%).