https://sputnik-georgia.com/20240724/kobaxidze-xazaradzisa-da-elisashvilis-gaertianebaze-289156461.html
პრემიერი: ხაზარაძის და ელისაშვილის ამორალური გაერთიანება - სხვისი დაკვეთის შესრულება
პრემიერი: ხაზარაძის და ელისაშვილის ამორალური გაერთიანება - სხვისი დაკვეთის შესრულება
Sputnik საქართველო
„ლელოს“ და ელისაშვილის გაერთიანება სერიოზული არ არის, მათ ბარიერის გადალახვის არავითარი შანსი არ აქვთ, განაცხადა პრემიერმა. 24.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-24T19:37+0400
2024-07-24T19:37+0400
2024-07-24T19:37+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ქართული ოპოზიცია
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/03/13/286933630_0:0:2001:1125_1920x0_80_0_0_07e72ce7f0818bfb650c1fc6e166e033.jpg
თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. ოპოზიციური პარტიების „ლელო საქართველოსთვის" და „მოქალაქეების" ლიდერების გაერთიანება არის დაკვეთის შესრულება, რომელიც აიძულებს ადამიანს მორალის ზღვარი გადალახოს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა საარჩევნოდ სამი ოპოზიციური პარტიის - „ლელო საქართველოსთვის“, „ხალხისთვის“ და „თავისუფლების მოედანი“ - ალიანსთან გაერთიანების შესახებ განაცხადა. მანამდე ელისაშვილი პარტია „ლელოს“ ლიდერის, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მთავარი კრიტიკოსი იყო.ასეთი გაერთიანებები, პრემიერის თქმით, მეტყველებს იმაზე, რომ დღეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, რომლებიც წარსულში ერთმანეთს შეურაცხყოფას აყენებდნენ, არ არიან დამოუკიდებლები გადაწყვეტილების მიღებაში.„ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ ეს ადამიანები, პოლიტიკოსები, ოპოზიციონერები არ არიან დამოუკიდებელი საკუთარ გადაწყვეტილებებში. ერთმანეთს ლანძღავდნენ უშვერი სიტყვებით, ერთმანეთის მიმართ იყენებდნენ ისეთ შეფასებებს, რომლებიც არაეთიკურიც იყო სხვადასხვა თვალსაზრისით და დღეს ეს პოლიტიკოსები ერთად არიან", - განაცხადა კობახიძემ.ამასთან, მან ხაზარაძე-ელისაშვილის კავშირს არასერიოზული უწოდა.„ლელოს“ და ელისაშვილის გაერთიანება სერიოზული არ არის, მათ ბარიერის გადალახვის არავითარი შანსი არ აქვთ, განაცხადა პრემიერმა.ამასთან, „ახალი პოლიტიკური ცენტრი - „გირჩის" წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა პარტიების გაერთიანება „ქრისტიანული საქციელი“ უწოდა.პარტია „მოქალაქეები" 2020 წლის აგვისტოში სამოქალაქო აქტივისტმა ალეკო ელისაშვილმა დააარსა. იმავე წლის ოქტომბერში პარტია შევიდა პარლამენტში და გახდა ორი ოპოზიციური პარტიიდან ერთ-ერთი, რომელიც არ შეუერთდა საპარლამენტო ბოიკოტს. პარტია „მოქალაქეების“ წარმომადგენელი ლევან იოსელიანი სახალხო დამცველის პოსტზეც კი აირჩიეს.პარტია „ლელო საქართველოსთვის", რომელიც საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკის, „თიბისის" დამფუძნებლებლებმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ დააფუძნეს, სახელისუფლებო პარტიის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი პარტიაა საქართველოში.რაც შეეხება უფლებადამცველ ანა დოლიძის პარტია „ხალხისთვის", იგი თბილისის საკრებულოშია წარმოდგენილი.პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“ დააფუძნა არასამთავრობო ორგანიზაცია „მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის" (EECMD, Eastern European Centre for Multiparty Democracy) ხელმძღვანელმა ლევან ცუცქირიძემ, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, რომლებიც მონაწილეობდნენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციებში.მმართველ პარტიაში ოპოზიციაში მიმდინარე გადაჯგუფებებს სკეპტიკურად უყურებენ. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, „ქართული ოცნების" რეიტინგი დაახლოებით 60%-ია. როგორც არ უნდა გადაჯგუფდეს ოპოზიცია, მის გამარჯვებას საფრთხე არ ემუქრება, დარწმუნებული არიან „ქართულ ოცნებაში“.საქართველოში 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები გაიმართება - პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ამომრჩეველთა ხმების არანაკლებ 5%-ს მიიღებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/03/13/286933630_0:0:1705:1278_1920x0_80_0_0_1291c6390f7b041625de4f52d304fd8d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები
პრემიერი: ხაზარაძის და ელისაშვილის ამორალური გაერთიანება - სხვისი დაკვეთის შესრულება
„ლელოს“ და ელისაშვილის გაერთიანება სერიოზული არ არის, მათ ბარიერის გადალახვის არავითარი შანსი არ აქვთ, განაცხადა პრემიერმა.
თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. ოპოზიციური პარტიების „ლელო საქართველოსთვის" და „მოქალაქეების" ლიდერების გაერთიანება არის დაკვეთის შესრულება, რომელიც აიძულებს ადამიანს მორალის ზღვარი გადალახოს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა საარჩევნოდ სამი ოპოზიციური პარტიის - „ლელო საქართველოსთვის“, „ხალხისთვის“ და „თავისუფლების მოედანი“ - ალიანსთან გაერთიანების შესახებ განაცხადა. მანამდე ელისაშვილი პარტია „ლელოს“ ლიდერის, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მთავარი კრიტიკოსი იყო.
„რა თქმა უნდა, ნებისმიერი ადამიანისთვის მორალურად მიუღებელი იქნებოდა გაერთიანება იმ ადამიანთან, რომელსაც უშვერი სიტყვებით ლანძღავდა, მაგრამ მათ უწევთ ამ მორალური ზღვარის გადალახვა ერთი მარტივი მიზეზის გამო – იღებენ დაკვეთას, დავალებას და სწორედ ამ დაკვეთების, დავალებების შესაბამისად მოქმედებენ. საკუთარ გადაწყვეტილებებში დამოუკიდებლები რომ იყვნენ, ამას ვერ გააკეთებდნენ", - განაცხადა კობახიძემ.
ასეთი გაერთიანებები, პრემიერის თქმით, მეტყველებს იმაზე, რომ დღეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, რომლებიც წარსულში ერთმანეთს შეურაცხყოფას აყენებდნენ, არ არიან დამოუკიდებლები გადაწყვეტილების მიღებაში.
„ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ ეს ადამიანები, პოლიტიკოსები, ოპოზიციონერები არ არიან დამოუკიდებელი საკუთარ გადაწყვეტილებებში. ერთმანეთს ლანძღავდნენ უშვერი სიტყვებით, ერთმანეთის მიმართ იყენებდნენ ისეთ შეფასებებს, რომლებიც არაეთიკურიც იყო სხვადასხვა თვალსაზრისით და დღეს ეს პოლიტიკოსები ერთად არიან", - განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, მან ხაზარაძე-ელისაშვილის კავშირს არასერიოზული უწოდა.
„ლელოს“ და ელისაშვილის გაერთიანება სერიოზული არ არის, მათ ბარიერის გადალახვის არავითარი შანსი არ აქვთ, განაცხადა პრემიერმა.
ამასთან, „ახალი პოლიტიკური ცენტრი - „გირჩის" წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა პარტიების გაერთიანება „ქრისტიანული საქციელი“ უწოდა.
„მამუკამ აპატია ალეკოს. ეს არის ნამდვილი ქრისტიანული საქციელი. ვულოცავ ორივე პარტიას მათი ლიდერების ერთიანობის გაფორმებას. იმედი მაქვს თქვენს ერთობაში კიდევ უფრო მეტ ლიდერს ვიხილავთ, მათ შორის, გახარიას. მესმის, რომ იგი ძალიან დამნაშავეა, მაგრამ ისიც იმსახურებს პატიებას“, - განაცხადა რაქვიაშვილმა.
პარტია „მოქალაქეები" 2020 წლის აგვისტოში სამოქალაქო აქტივისტმა ალეკო ელისაშვილმა დააარსა. იმავე წლის ოქტომბერში პარტია შევიდა პარლამენტში და გახდა ორი ოპოზიციური პარტიიდან ერთ-ერთი, რომელიც არ შეუერთდა საპარლამენტო ბოიკოტს. პარტია „მოქალაქეების“ წარმომადგენელი ლევან იოსელიანი სახალხო დამცველის პოსტზეც კი აირჩიეს.
პარტია „ლელო საქართველოსთვის", რომელიც საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკის, „თიბისის" დამფუძნებლებლებმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ დააფუძნეს, სახელისუფლებო პარტიის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი პარტიაა საქართველოში.
რაც შეეხება უფლებადამცველ ანა დოლიძის პარტია „ხალხისთვის", იგი თბილისის საკრებულოშია წარმოდგენილი.
პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“ დააფუძნა არასამთავრობო ორგანიზაცია „მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის" (EECMD, Eastern European Centre for Multiparty Democracy) ხელმძღვანელმა ლევან ცუცქირიძემ, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, რომლებიც მონაწილეობდნენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციებში.
მმართველ პარტიაში ოპოზიციაში მიმდინარე გადაჯგუფებებს სკეპტიკურად უყურებენ. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, „ქართული ოცნების" რეიტინგი დაახლოებით 60%-ია. როგორც არ უნდა გადაჯგუფდეს ოპოზიცია, მის გამარჯვებას საფრთხე არ ემუქრება, დარწმუნებული არიან „ქართულ ოცნებაში“.
საქართველოში 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები გაიმართება - პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ამომრჩეველთა ხმების არანაკლებ 5%-ს მიიღებს.