კახეთში ახალი სარადარო სადგურის მშენებლობა 7,2 მილიონი ლარი დაჯდება

© photo: Sputnik / Stringerდოლარის კუპიურა
დოლარის კუპიურა - Sputnik საქართველო, 1920, 24.07.2024
გამოწერა
სარადარო სადგური ზღვის დონიდან 1000 მეტრის სიმაღლეზე, საქაერონავიგაციის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე განთავსდება.
თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. კომპანია „საქაერონავიგაციამ“ ახალი სარადარო სადგურის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა, რომელიც საგარეჯოს რაიონის სოფელ ნინოწმინდაში განთავსდება, იუწყება მედიაპლატფორმა BMG.
საქაერონავიგაციამ გამოაცხადა 7,2 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი, რომლითაც საგარეჯოში, სოფელ ნინოწმინდაში ახალი სარადარო სადგურის მშენებლობა იგეგმება.
პროექტი მოიცავს როგორც სარადარო სადგურის კონსტრუქციის მშენებლობას, ისე მის აღჭურვას და სადგურამდე დროებითი მისასვლელი გზის მოწყობას. პროექტის ღირებულება, რომელიც კახეთის რეგიონში განხორციელდება, 7,2 მლნ ლარია.
საქაერონავიგაცია საქართველოში საავიაციო მომსახურების პროვაიდერია, რომელიც როგორც შიდა, ისე საერთაშორისო რეისებს ემსახურება. საქართველოს საჰაერო სივრცის დატვირთვის ზრდასთან ერთად იზრდება კომპანიის წინაშე არსებული ტექნიკური საჭიროებებიც, რომელთა დაკმაყოფილებისთვის კომპანია ახალ სარადარო სადგურს აშენებს.
2023 წელს საქართველოს საჰაერო სივრცის დატვირთვა რეკორდულად - 58%-ით გაიზარდა, ქვეყანაში სულ 232,491 გადაფრენა დაფიქსირდა, რაც დღეში საშუალოდ 637 გადაფრენას შეადგენს.
თითოეული ხომალდი, რომელიც საქართველოს საჰაერო სივრცით სარგებლობს, ვალდებულია შესაბამისი მომსახურების საკომისიო გადაიხადოს. 2022 წელს ამ შემოსავალმა „საქაერონავიგაციისთვის" 159 მილიონი ლარი შეადგინა. კომპანიის 2023 წლის ანგარიში ჯერჯერობით გამოქვეყნებული არ არის.
ყველა ახალი ამბავი
0