ახალი ბინების ფასები თბილისში იზრდება - ახალი სტატისტიკა

© photo: Sputnik / Stringerმშენებარე კორპუსი
მშენებარე კორპუსი - Sputnik საქართველო, 1920, 24.07.2024
გამოწერა
2024 წლის მეორე კვარტალში ერთი კვადრატული მეტრი ე.წ. შავი კარკასის საშუალო ფასი ახლად აშენებულ კორპუსებში 3.029 ლარს შეადგენდა.
თბილისი, 24 ივლისი – Sputnik. თბილისში ახალ საცხოვრებელ ბინებზე ფასების წლიური ინდექსი 2024 წლის მეორე კვარტალში 14,9%-ით გაიზარდა, ამასთან მიმდინარე წლის პირველ კვარტალთან შედარებით ფასები 4,8%-ით გაიზარდა, იუწყება სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი".
საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე ფასების ინდექსი ფასების დინამიკას ასახავს და მოიცავს ახლად აშენებულ და მშენებარე უძრავ ქონებას თბილისში.
2020 წლის საშუალო წლიურ მაჩვენებელთან შედარებით, თბილისში ახალ საცხოვრებელ ბინებზე ფასების წლიური ინდექსი მეორე კვარტალში 48,1%-ით გაიზარდა.
„საქსტატის" მონაცემებით, ახალაშენებული ბინების ფასების ზრდამ მიმდინარე წლის მეორე კვარტალში პირველ კვარტალთან შედარებით 4,8% შეადგინა, ხოლო 2023 წლის მეორე კვარტალთან შედარებით - 14,4%.
ბინების ფასები ახალაშენებულ კორპუსებში

რაიონი

კვადრატული მეტრის საშუალო ღირებულება, ლარი

მთაწმინდა

5 737

ვაკე

5 247

საბურთალო

4 037

ჩუღურეთი

3 960

დიდუბე

3 648

კრწანისი

3 635

ნაძალადევი

3 581

ისანი

3 449

გლდანი

3 425

სამგორი

3 232

თბილისში ახალაშენებულ კერძო სახლებზე ფასები 2024 წლის მეორე კვარტალში პირველ კვარტალთან შედარებით, 4,6%-ით გაიზარდა, ხოლო 2023 წლის მეორე კვარტალთან შედარებით – 16,8%-ით.
ახალაშენებული კერძო სახლების ფასი თბილისში

რაიონი

კვადრატული მეტრის საშუალო ღირებულება, ლარი

მთაწმინდა

4 423

დიდუბე

3 583

ვაკე

3 375

საბურთალო

3 118

კრწანისი

3 045

ჩუღურეთი

2 797

ისანი

2 737

ნაძალადევი

2 442

სამგორი

2 374

გლდანი

2 290

„საქსტატის" კვლევის თანახმად, 2024 წლის მეორე კვარტალში ერთი კვადრატული მეტრის საშუალო ფასი ახლად აშენებულ კორპუსებში შეადგენს: ე.წ. შავი კარკასი – 3.029 ლარს, თეთრი კარკასი – 3.366 ლარს, მწვანე კარკასი – 3.926 ლარს.
2023 წლის მეორე კვარტალში ფასები ასეთი იყო: შავი კარკასი – 2.629 ლარი, თეთრი – 2.875, მწვანე – 3.350 ლარი.
ფასების ინდექსი მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის მნიშვნელოვანი ინდიკატორია და მას უმეტესად საქართველოს ეროვნული ბანკი და კერძო დეველოპერები იყენებენ. ის, ერთი მხრივ, ემსახურება უძრავი ქონების განვითარებისა და ბაზრის რისკების შეფასებას, ხოლო მეორე მხრივ – უძრავი ქონების ბაზარსა და ფინანსურ სტაბილურობასთან კავშირების დადგენასა და შეფასებას.
ყველა ახალი ამბავი
0