28 ივლისამდე საქართველოში დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი იქნება

© Sputnik / STRINGERბათუმი
ბათუმი - Sputnik საქართველო, 1920, 24.07.2024
გამოწერა
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი გამოაქვეყნა.
თბილისი, 24 ივლისი - Sputnik. 28 ივლისამდე საქართველოში დროგამოშვებით წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში 25 ივლისის დღის მეორე ნახევრიდან 28 ივლისამდე დროგამოშვებით იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა 25 ივლისს დღისით პლუს 31-33, ხოლო 26-27 ივლისს პლუს 26- 28 გრადუსი დაფიქსირდება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) 25 ივლისის დილამდე იწვიმებს, დღისით კი გამოიდარებს. 26 ივლისის დღის მეორე ნახევრიდან 27 ივლისის დღის ბოლომდე კვლავ წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 26-28 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებს (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 25 ივლისის დილამდე იწვიმებს, დღისით კი გამოიდარებს. 26 ივლისის დღის მეორე ნახევრიდან 27 ივლისის დღის ბოლომდე კვლავ წვიმაა ნავარაუდევი. ჰაერის ტემპერატურა 25-26 ივლისს დღისით პლუს 30-32 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 27 ივლისს აგრილდება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი), მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა 25-26 ივლისს დღისით პლუს 28-30 გრადუსი იქნება, ხოლო 27 ივლისს კი ტემპერატურა დაიკლებს.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო) მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა 25-26 ივლისს დღისით პლუს 26-28 გრადუსი იქნება, 27 ივლისს კი ტემპერატურა დაიკლებს.
რაც შეეხება ქართლს (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი), 25 ივლისის დღის მეორე ნახევრიდან 28 ივლისამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა 25 ივლისს დღისით პლუს 31- 33 გრადუსი იქნება, ხოლო 26-27 ივლისს აგრილდება.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო), 25 ივლისის დღის მეორე ნახევრიდან 28 ივლისამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 26-28 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური) ზოგან მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა 25 ივლისს დღისით პლუს 28-30 გრადუსი იქნება, ხოლო 26-27 ივლისს ტემპერატურა დაიკლებს.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 22-24 გრადუსი იქნება.
ყველა ახალი ამბავი
0