ვაჭრობა საქართველოსა და რუსეთს შორის - ახალი მონაცემები

© photo: Sputnik / Stringerსატვირთოები
სატვირთოები - Sputnik საქართველო, 1920, 23.07.2024
გამოწერა
მიუხედავად დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობისა და უკიდურესად რთული პოლიტიკური ფონისა, ორ ქვეყანას შორის საქონელბრუნვა აქტიურად ხორციელდება
თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. 2024 წლის იანვარ-ივნისში საქართველოსა და რუსეთს შორის საქონელბრუნვა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5,8%-ით შემცირდა და 1,2 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა, ნათქვამია საქართველს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
უწყების ცნობით, მიმდინარე წლის ექვს თვეში რუსეთის წილმა საქართველოს საგარეო ბრუნვაში 11,6% შეადგინა.
საქართველოსა და რუსეთის საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2024 წლის იანვარი-ივნისში

მაჩვენებელი

მაჩვენებელი, მლნ დოლარი

ზრდა, %

ექსპორტი

340,1

-1,1

იმპორტი

857,5

-7,5

სულ

1 197,6

-5,8

2024 წლის დასაწყისიდან საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებულია: თითქმის 57 ათასი ტონა მინერალური და მტკნარი წყალი, 40,8 ათასი ტონა ნატურალური ყურძნის ღვინო, 32,4 ათასი ტონა წყალი, მათ შორის მინერალური და გაზირებული, შაქრის დანამატების შემცველი, 18,1 ათასი ტონა სპირტიანი სასმელები, 3,4 ათასი ტონა ხილი.
საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული საქონლის ტოპ-ხუთეული, 2024 წლის იანვარი-ივნისში

საქონელი

მოცულობა, მლნ დოლარი

ზრდა/ვარდნა, %

ღვინო

111,1

35,8

სპირტიანი სასმელები

69,3

178,8

მინერალური წყლები

40,8

24,5

ლიმონათი

28,2

-15,2

ხილი

20,4

92,4

რუსეთი საქართველოში ხორბლის ყველაზე მსხვილ იმპორტიორად რჩება. სტატისტიკის თანახმად, იანვარ-ივნისში მეზობელი ქვეყნიდან შემოვიდა 114,3 ათასი ტონა ხორბალი და მესლინი.
რუსეთიდან ასევე შემოვიდა 379,7 ათასი ტონა გაზი, 344,9 ათასი ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები, 50,5 ათასი ტონა ნახშირბადოვანი ფოლადი (დაუმუშავებელი), ასევე 54,8 ათასი ტონა ბოთლი და მინის ტარა, და ა.შ.
საქართველოში რუსეთიდან იმპორტირებული საქონლის ტოპ-ხუთეული, 2024 წლის იანვარი-ივნისში

საქონელი

მოცულობა, მლნ დოლარი

ზრდა/ვარდნა, %

ნავთობპროდუქტები

263,6

-17,7

გაზი

100,6

16,4

ნახშირბადოვანი ფოლადი

30,9

47,9

ხორბალი და მესლინი

27,6

36,8

ბოთლი და მინის ტარა

21,7

-21,5

2023 წელს ქვეყნებმა სულ დაახლოებით 2,4 მილიარდი დოლარის საქონლით ივაჭრეს, რაც 3%-ით ნაკლებია 2022 წელთან შედარებით. ამასთან, შარშან საქართველოდან რუსეთში ექსპორტი გაიზარდა 2,3%-ით, ხოლო იმპორტი რუსეთიდან საქართველოში შემცირდა 5%-ით.
ყველა ახალი ამბავი
0