https://sputnik-georgia.com/20240723/turqmeneti-da-rumineti-saqartvelos-monawileobit-satransporto-derepnis-sheqmnas-gegmaven-289137780.html
თურქმენეთი და რუმინეთი საქართველოს მონაწილეობით სატრანსპორტო დერეფნის შექმნას გეგმავენ
თურქმენეთი და რუმინეთი საქართველოს მონაწილეობით სატრანსპორტო დერეფნის შექმნას გეგმავენ
Sputnik საქართველო
ახალი სატრანსპორტო მარშრუტის შექმნის შესახებ შეთანხმებას ხელი მიმდინარე წელს მოეწერება 23.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-23T16:54+0400
2024-07-23T16:54+0400
2024-07-23T16:55+0400
საქართველო
თურქმენეთი
რუმინეთი
აზერბაიჯანი
საქართველოს ეკონომიკა
ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/04/251073371_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_30dfb6855dacf4347d15b7889b989769.jpg
თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. თურქმენეთი, აზერბაიჯანი, საქართველო და რუმინეთი „კასპიის ზღვა - შავი ზღვის" საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის შექმნის თაობაზე ბუქარესტში ოთხმხრივ მთავრობათაშორისო შეთანხმებაზე ხელის მოწერას გეგმავენ, იუწყება თურქმენეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.ახალი სატრანსპორტო მარშრუტის შექმნის შესახებ შეთანხმების მომზადების საკითხი წამოჭრეს თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აჰმედ გურბანოვმა და რუმინეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა ადრიან გეორგე ფოგისმა 18 ივლისს ბუქარესტში გამართულ შეხვედრაზე, სადაც თურქმენეთისა და რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა.შეხვედრაზე გურბანოვმა და ფოგისმა განიხილეს ურთიერთმომგებიანი თანამშრომლობის პერსპექტივები სატრანზიტო და სატრანსპორტო სფეროში, მათ შორის Global Gateway-ის ინიციატივის ფარგლებში.მარშრუტის განვითარების მიზნით შეიქმნება ექსპერტთა სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეათანხმებს ტექნიკურ ასპექტებს, მოახდენს პროცედურების ოპტიმიზაციას, ხელს შეუწყობს ტარიფების ჰარმონიზაციას და საბაჟო პროცედურების გამარტივებას.
საქართველო
თურქმენეთი
რუმინეთი
აზერბაიჯანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/04/251073371_308:0:3039:2048_1920x0_80_0_0_c2282fa0a82138bd67e0dc890e56e55c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თურქმენეთი, რუმინეთი, აზერბაიჯანი, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, თურქმენეთი, რუმინეთი, აზერბაიჯანი, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, ახალი ამბები
თურქმენეთი და რუმინეთი საქართველოს მონაწილეობით სატრანსპორტო დერეფნის შექმნას გეგმავენ
16:54 23.07.2024 (განახლებულია: 16:55 23.07.2024) ახალი სატრანსპორტო მარშრუტის შექმნის შესახებ შეთანხმებას ხელი მიმდინარე წელს მოეწერება
თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. თურქმენეთი, აზერბაიჯანი, საქართველო და რუმინეთი „კასპიის ზღვა - შავი ზღვის" საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის შექმნის თაობაზე ბუქარესტში ოთხმხრივ მთავრობათაშორისო შეთანხმებაზე ხელის მოწერას გეგმავენ, იუწყება თურქმენეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ახალი სატრანსპორტო მარშრუტის შექმნის შესახებ შეთანხმების მომზადების საკითხი წამოჭრეს თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აჰმედ გურბანოვმა და რუმინეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა ადრიან გეორგე ფოგისმა 18 ივლისს ბუქარესტში გამართულ შეხვედრაზე, სადაც თურქმენეთისა და რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა.
„შეხვედრის მონაწილეებმა დაადასტურეს თავიანთი განზრახვა, მოემზადონ 2024 წელს ბუქარესტში ოთხმხრივი (თურქმენეთი-აზერბაიჯანი-საქართველო-რუმინეთი) მთავრობათაშორისი შეთანხმების ხელმოწერისთვის „კასპიის ზღვა-შავი ზღვა" საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის შექმნის შესახებ", - ნათქვამია განცხადებაში.
შეხვედრაზე გურბანოვმა და ფოგისმა განიხილეს ურთიერთმომგებიანი თანამშრომლობის პერსპექტივები სატრანზიტო და სატრანსპორტო სფეროში, მათ შორის Global Gateway-ის ინიციატივის ფარგლებში.
მარშრუტის განვითარების მიზნით შეიქმნება ექსპერტთა სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეათანხმებს ტექნიკურ ასპექტებს, მოახდენს პროცედურების ოპტიმიზაციას, ხელს შეუწყობს ტარიფების ჰარმონიზაციას და საბაჟო პროცედურების გამარტივებას.