თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 23.07.2024
გამოწერა
ჯერჯერობით უცნობია თუ რა გახდა ახალგაზრდებს შორის დაპირისპირების მიზეზი
თბილისი, 23 ივლისი - Sputnik. თბილისში, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე 30 წლამდე მამაკაცი დაჭრეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
შემთხვევა ე.წ. თერგის ბაზრობასთან დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ორ ახალგაზრდას შორის შელაპარაკება მოხდა, რის შემდეგაც, ერთ-ერთმა მათგანმა მეორეს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა.
დაჭრილი მამაკაცი კლინიკაშია გადაყვანილი - ბრალდებული სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 19/108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
ყველა ახალი ამბავი
0