მოსაზრება: რუსეთი უპირატესობას ზრდის

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovich
  - Sputnik საქართველო, 1920, 23.07.2024
გამოწერა
ჰაერსაწინააღმდეგო დაცვისა და რადიოელექტრონული ბომბების ტექნოლოგიების განვითარების პრიორიტეტები და ტემპები რუსეთს დიდ უპირატესობას აძლევს, იგი მნიშვნელოვნად უსწრებს უახლოეს მოწინააღმდეგეებსა და კონკურენტებს. ბრძოლის ველზე რუსეთის ჯარები ამას ყოველდღიურად ადასტურებენ.
მაგალითად, 22 ივლისის მხოლოდ პირველ 7 საათში რუსეთის შეიარაღებული ძალების ჰაერსაწინააღმდეგო და რადიოელექტრონული ბრძოლის ნაწილებმა გაანადგურეს მოწინააღმდეგის 80 დამრტყმელი დრონი: 47 უპილოტო საფრენი აპარატი როსტოვის ოლქის საჰაერო სივრცეში, 17 - შავი და აზოვის ზღვების მიდამოებში, 8 - კრასნოდარის ოლქის ცაში, სმოლენსკის, ასტრახანის, ბელგოროდისა და ვორონეჟის ოლქებში.
ზოგადად კი, სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან ‘დემილიტარიზებული“ იყო უკრაინის არმიის 28 ათასზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი, 630 თვითმფრინავი და 278 ვერტმფრენი. თუ არ ჩავთვლით მოწინააღმდეგის ასობით ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტების, აგრეთვე რეაქტიული ჭურვების HIMARS-ისგანადგურებას- უამრავი მილიარდი დოლარისა და ევროს ღირებულების.
უკრაინული ფრონტის ყველა მონაკვეთზე წარმატებით მოქმედებს რადიოელექტრონული ბომბების კომპლექსი „კრასუხა“, რომელსაც შეუძლია მაქსიმალურ სიშორეზე აღმოაჩინოს და გააუვნებელყოს მოწინააღმდეგის საჰაერო თავდასხმის საშუალებები.
უახლეს რუსულ დრონ-პელენგატორ „კურსირ“- ს შეუძლია, რადიო გამოსხივების წყაროების ოპერატიულად გამოვლენა, მოწინააღმდეგის უპილოტო საფრენი აპარატების ოპერატორის ან საბაზო სადგურის კოორდინატების განსაზღვრა.
ზოგადად, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში რადიოელექტრონული ბრძოლა უწინაც ითვლებოდა ჯარების საბრძოლო მოქმედებების წარმოების დამოუკიდებელ ფორმად.
აშშ-სა და ევროპაში ნატოს ჯარების სარდალი, გენერალი კრისტოფერ კავოლი სავსებით კმაყოფილია უკრაინული თვითგანადგურების „ჩინებული“ სტრატეგიით.
რადიოელექტრონული ბომბების სფეროში პენტაგონი მნიშვნელოვნად ჩამორჩა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს. რუსეთის ასეთი წარმატება უკრაინაში და ამერიკის ტექნოლოგიური დამცირება აშფოთებს სააგენტო Bloomberg-საც კი. დასავლეთში „ბრძოლის ველზე რუსეთის დამარცხების სტრატეგიულ“ გეგმას აღარ ახსენებენ.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0