https://sputnik-georgia.com/20240723/petre-mamradze-ertian-neitralur-saqartvelos-uertdeba-289136528.html
პეტრე მამრაძე „ერთიან ნეიტრალურ საქართველოს“ უერთდება
პეტრე მამრაძე „ერთიან ნეიტრალურ საქართველოს“ უერთდება
Sputnik საქართველო
მოძრაობა ერთ წელში პარტიად გარდაიქმნება და მონაწილეობას მიიღებს 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებში. 23.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-23T16:13+0400
2024-07-23T16:13+0400
2024-07-23T16:13+0400
საქართველო
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/14/286431144_0:159:3078:1890_1920x0_80_0_0_2720493491bd02f5774b31dddfb22046.jpg
თბილისი, 23 ივლისი - Sputnik. პოლიტოლოგი პეტრე მამრაძე საზოგადოებრივ მოძრაობა „ერთიან ნეიტრალურ საქართველოს“უერთდება. ამის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებრივმა მოძრაობამ გაავრცელა.საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ მიმდინარე წლის ივლისის დასაწყისში ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და მისი თანამოაზრეების ოპონენტებმა დააფუძნეს. მოძრაობა ერთ წელში პარტიად გარდაიქმნება და მონაწილეობას მიიღებს 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებში.როგორც მამრაძემ განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზია ერთი - აუცილებელია, ქართველმა ხალხმა იცოდეს სიმართლე, რათა არ გახდეს თავს მოხვეული პროპაგანდისა და ცრუ ნარატივების მსხვერპლი. მისი თქმით, სწორედ ამიტომ უერთდება იგი „ერთიან ნეიტრალურ საქართველოს“.მამრაძე მიიჩნევს, რომ თუმცა ხელისუფლება ხალხს ისევ ჰპირდება, რომ 2030 წლისთვის საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდება, არც ევროკავშირსა და არც ნატოში საქართველოს მიღება 2008 წლის აგვისტოდან მოყოლებული საერთოდ არ განიხილება.მისი თქმით, ბოლო წლებში ქართული საზოგადოება გახდა ევროინტეგრაციის თემის პოლიტიკური მძევალი, რაც უზარმაზარ საფრთხეს უქმნის ქართულ სახელმწიფოს. ხელისუფლება ხალხს ისევ ჰპირდება, რომ 2030 წლისთვის საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდება - არც ევროკავშირში და არც ნატოში ჩვენი მიღება, საერთოდ არ განიხილება, დასძინა მამრაძემ.როგორც პოლიტოლოგმა აღნიშნა, ასეთ ვითარებაში ქვეყანაში არსებულმა ანტიეროვნულმა ძალებმა „პროდასავლურობის“ ნიღაბი მოირგეს და დასავლეთში თავიანთი ლობისტების დახმარებით დეზინფორმაციის მასობრივ კამპანიას ახორციელებენ. პოლიტოლოგს ამ სიტუაციაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიაჩნია საქართველოში ისეთი გაერთიანების არსებობა, როგორიც „ერთიანი ნეიტრალური საქართველოა“.საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ დააარსა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ყოფილმა წევრმა და თბილისის საკრებულოს დეპუტატმა ვატო წერეთელმა. მოძრაობის დამფუძნებელი ჯგუფის წევრები არიან საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ყოფილი პოლიტპატიმარი ბიძინა გიორგობიანი, უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე, ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი და ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი.ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ მიიღო 2023 წლის დეკემბერში, უკრაინასა და მოლდოვაზე ერთი წლით გვიან, რასაც საქართველოს ხელისუფლებამ უსამართლობა უწოდა.კანდიდატის სტატუსის გარდა, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/14/286431144_174:0:2905:2048_1920x0_80_0_0_d1c5c74a63638532dd172855f8f124f5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
პეტრე მამრაძე „ერთიან ნეიტრალურ საქართველოს“ უერთდება
მოძრაობა ერთ წელში პარტიად გარდაიქმნება და მონაწილეობას მიიღებს 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებში.
თბილისი, 23 ივლისი - Sputnik. პოლიტოლოგი პეტრე მამრაძე საზოგადოებრივ მოძრაობა „ერთიან ნეიტრალურ საქართველოს“უერთდება. ამის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებრივმა მოძრაობამ გაავრცელა.
საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ მიმდინარე წლის ივლისის დასაწყისში ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და მისი თანამოაზრეების ოპონენტებმა დააფუძნეს. მოძრაობა ერთ წელში პარტიად გარდაიქმნება და მონაწილეობას მიიღებს 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებში.
როგორც მამრაძემ განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზია ერთი - აუცილებელია, ქართველმა ხალხმა იცოდეს სიმართლე, რათა არ გახდეს თავს მოხვეული პროპაგანდისა და ცრუ ნარატივების მსხვერპლი. მისი თქმით, სწორედ ამიტომ უერთდება იგი „ერთიან ნეიტრალურ საქართველოს“.
„ამ რთულ პერიოდში, როდესაც ჩვენი ქვეყანა ბეწვის ხიდზე გადის, დასავლეთის პარტნიორების მხრიდან, ნაცვლად თანადგომისა, ელემენტარული ანგარიშგაწევისა, სრულიად არამეგობრული, უსამართლო დამოკიდებულება და ცილისმწამებლური კამპანია ხორციელდება. ევროპული ქვეყნების მაღალი თანამდებობის პირები აცხადებენ, რომ ევროგაერთიანებაში შესვლას მხოლოდ ხელისუფლების მიერ მიღებული „გამჭვირვალეობის შესახებ" კანონი უშლის ხელს, რაც აბსურდული ტყუილია“, - დაწერა პოლიტოლოგმა სოციალურ ქსელში.
მამრაძე მიიჩნევს, რომ თუმცა ხელისუფლება ხალხს ისევ ჰპირდება, რომ 2030 წლისთვის საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდება, არც ევროკავშირსა და არც ნატოში საქართველოს მიღება 2008 წლის აგვისტოდან მოყოლებული საერთოდ არ განიხილება.
მისი თქმით, ბოლო წლებში ქართული საზოგადოება გახდა ევროინტეგრაციის თემის პოლიტიკური მძევალი, რაც უზარმაზარ საფრთხეს უქმნის ქართულ სახელმწიფოს. ხელისუფლება ხალხს ისევ ჰპირდება, რომ 2030 წლისთვის საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდება - არც ევროკავშირში და არც ნატოში ჩვენი მიღება, საერთოდ არ განიხილება, დასძინა მამრაძემ.
„დღეს დასავლეთის წამყვანი მეცნიერები და საზოგადო მოღვაწეები ბევრს წერენ დიდ სულიერ კრიზისზე და ლიბერალიზმის სწრაფ დეგრადაციაზე დასავლეთში, რომ ევროკავშირის მომავლის პროგნოზირება შეუძლებელი გახდა, რომ საქართველოში გამჭვირვალეობის კანონის მიღების პროცესში ბრიუსელი ახორციელებდა „დაშინების თვალთმაქცურ, ორკესტრირებულ შეტევას საქართველოზე“, - განაცხადა მამრაძემ.
როგორც პოლიტოლოგმა აღნიშნა, ასეთ ვითარებაში ქვეყანაში არსებულმა ანტიეროვნულმა ძალებმა „პროდასავლურობის“ ნიღაბი მოირგეს და დასავლეთში თავიანთი ლობისტების დახმარებით დეზინფორმაციის მასობრივ კამპანიას ახორციელებენ. პოლიტოლოგს ამ სიტუაციაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიაჩნია საქართველოში ისეთი გაერთიანების არსებობა, როგორიც „ერთიანი ნეიტრალური საქართველოა“.
საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ დააარსა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ყოფილმა წევრმა და თბილისის საკრებულოს დეპუტატმა ვატო წერეთელმა. მოძრაობის დამფუძნებელი ჯგუფის წევრები არიან საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ყოფილი პოლიტპატიმარი ბიძინა გიორგობიანი, უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე, ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი და ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი.
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ მიიღო 2023 წლის დეკემბერში, უკრაინასა და მოლდოვაზე ერთი წლით გვიან, რასაც საქართველოს ხელისუფლებამ უსამართლობა უწოდა.
კანდიდატის სტატუსის გარდა, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.