https://sputnik-georgia.com/20240723/patriarqma-olimpiadis-monawile-sportsmenebi-daloca-289140479.html
პატრიარქმა ოლიმპიადის მონაწილე სპორტსმენები დალოცა
პატრიარქმა ოლიმპიადის მონაწილე სპორტსმენები დალოცა
Sputnik საქართველო
პარიზში ზაფხულის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე რამდენიმე დღე დარჩა. 23.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-23T18:35+0400
2024-07-23T18:35+0400
2024-07-23T18:35+0400
საქართველო
საქართველოს საპატრიარქო
სპორტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/10/251490129_0:104:1512:956_1920x0_80_0_0_939ce543edc0b5a9302b9a2f71b26305.jpg
თბილისი, 23 ივლისი - Sputnik. სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილიამეორემ დალოცა მოჭიდავეები, რომლებიც ოლიმპიურ შეჯიბრებაზე მიემგზავრებიან. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა საქართველოს პარიზის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის მისაღებად სპორტის 10 სახეობაში 29 ლიცენზია მიანიჭა.ილია მეორემ პორტსმენებს 22 ივლისს საპატრიარქოში უმასპინძლა.პარიზში 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 26 ივლისს გაიხსნება. თამაშები გასტანს 15 დღეს. ოფიციალურად კი ოლიმპიური თამაშები დახურულად 11 აგვისტოს გამოცხადდება.საფრანგეთის დედაქალაქში 206 ქვეყნიდან 10 ათასზე მეტი სპორტსმენს ელოდებიან, რომლებიც მედლების 329 კომპლექტს გაითამაშებენ. ბოლო ოლიმპიადაზე, რომელიც ტოკიოში გაიმართა, საქართველოს 35 ლიცენზია ჰქონდა.წელს ოლიმპიური ლიცენზიები მოიპოვეს:თავისუფალი ჭიდაობა (ოთხი ლიცენზია): გოდერძი ძებისაშვილი, ვლადიმერ გამყრელიძე, გივი მაჭარაშვილი და გენო პეტრიაშვილი (ოლიმპიური ვერცხლის და ბრინჯაოს მედლების მფლობელი);ბერძნულ-რომაული ჭიდაობა (სამი ლიცენზია): რამაზ ზოიძე, რობერტ კობიაშვილი და ლაშა გობაძე.ძიუდო (11 ლიცენზია): გიორგი სარდალაშვილი, ვაჟა მარგველაშვილი (ოლიმპიური ვერცხლის მედალოსანი), ლაშა შავდათუაშვილი (ოლიმპიური ჩემპიონი, ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს ოლიმპიური მედლების მფლობელი), ტატო გრიგალაშვილი, ლაშა ბექაური (ოლიმპიური ჩემპიონი), ილია სულამანიძე, გურამ თუშიშვილი (ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი), ეთერ ლიპარტელიანი, ეთერ ასკილაშვილი და სოფია სომხიშვილი.გარდა ამისა, საქართველომ პირველად მოიპოვა გუნდური ლიცენზია ძიუდოში. ქალთა და კაცთა შერეულ ნაკრებში ექვსი წონითი კატეგორიის სპორტსმენები შედიან.ძალოსნობა (სამი ლიცენზია): ლაშა ტალახაძე (ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი), შოთა მიშველიძე და ირაკლი ჩხეიძე.კრივი (ორი ლიცენზია): ლაშა გურული და გიორგი ყუშიტაშვილი;ფარიკაობა (ერთი ლიცენზია): სანდრო ბაზაძე;ბატუტზე ხტომა (ერთი ლიცენზია): ლუბა გოლოვინა;ტყვიის სროლა (ერთი ლიცენზია): ნინო სალუქვაძე;ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად სპეციალური მოწვევა (Wild Card) სამმა ქართველმა სპორტსმენმა მიიღო. ორი ლიცენზია ცურვაში - ანა ნიჟარაძე და ნოე ფანცხავა და ერთი მძლეოსნობაში - ლიკა ხარჩილავა (რბენა 100 მ).საქართველო ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში 1996 წლიდან მონაწილეობს. საქართველომ ყველაზე მეტი ლიცენზია 2016 წელს, რიოს თამაშებზე მიიღო, სადაც 40 სპორტსმენი გაემგზავრა.მთლიანობაში, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სპორტსმენებმა 40 მედალი მოიპოვეს - მათგან ათი ოქროს, 12 ვერცხლის და 18 ბრინჯაოს.ტოკიოს წინა ოლიმპიადაზე, რომელიც პანდემიის გამო არა 2020, არამედ 2021 წელს გაიმართა, ქართველმა სპორტსმენებმა რვა მედალი მოიპოვეს - ორი ოქროს, ხუთი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს (ძიუდო, ძალოსნობა და ჭიდაობა).რვიდან ოთხი მედალი ქართველმა ძიუდოისტებმა მოიპოვეს. ლაშა ბექაურმა (-90 კგ) ოქრო მოიპოვა, ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) ვერცხლი, გურამ თუშიშვილმა და ვაჟა მარგველაშვილმა (+100 და -66 კგ) ბრინჯაო აიღეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/10/251490129_239:106:1441:1008_1920x0_80_0_0_6d47ee1aa46dee58fa52a953ca767b04.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს საპატრიარქო, სპორტი, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს საპატრიარქო, სპორტი, ახალი ამბები
პატრიარქმა ოლიმპიადის მონაწილე სპორტსმენები დალოცა
პარიზში ზაფხულის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე რამდენიმე დღე დარჩა.
თბილისი, 23 ივლისი - Sputnik. სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილიამეორემ დალოცა მოჭიდავეები, რომლებიც ოლიმპიურ შეჯიბრებაზე მიემგზავრებიან. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა საქართველოს პარიზის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის მისაღებად სპორტის 10 სახეობაში 29 ლიცენზია მიანიჭა.
ილია მეორემ პორტსმენებს 22 ივლისს საპატრიარქოში უმასპინძლა.
„მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ და მიტროპოლიტმა შიომ ასევე დალოცეს უკვე პარიზში მყოფი ჩვენი სპორტსმენები და ყველას გამარჯვება უსურვეს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
პარიზში 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 26 ივლისს გაიხსნება. თამაშები გასტანს 15 დღეს. ოფიციალურად კი ოლიმპიური თამაშები დახურულად 11 აგვისტოს გამოცხადდება.
საფრანგეთის დედაქალაქში 206 ქვეყნიდან 10 ათასზე მეტი სპორტსმენს ელოდებიან, რომლებიც მედლების 329 კომპლექტს გაითამაშებენ. ბოლო ოლიმპიადაზე, რომელიც ტოკიოში გაიმართა, საქართველოს 35 ლიცენზია ჰქონდა.
წელს ოლიმპიური ლიცენზიები მოიპოვეს:
თავისუფალი ჭიდაობა (ოთხი ლიცენზია): გოდერძი ძებისაშვილი, ვლადიმერ გამყრელიძე, გივი მაჭარაშვილი და გენო პეტრიაშვილი (ოლიმპიური ვერცხლის და ბრინჯაოს მედლების მფლობელი);
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა (სამი ლიცენზია): რამაზ ზოიძე, რობერტ კობიაშვილი და ლაშა გობაძე.
ძიუდო (11 ლიცენზია): გიორგი სარდალაშვილი, ვაჟა მარგველაშვილი (ოლიმპიური ვერცხლის მედალოსანი), ლაშა შავდათუაშვილი (ოლიმპიური ჩემპიონი, ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს ოლიმპიური მედლების მფლობელი), ტატო გრიგალაშვილი, ლაშა ბექაური (ოლიმპიური ჩემპიონი), ილია სულამანიძე, გურამ თუშიშვილი (ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი), ეთერ ლიპარტელიანი, ეთერ ასკილაშვილი და სოფია სომხიშვილი.
გარდა ამისა, საქართველომ პირველად მოიპოვა გუნდური ლიცენზია ძიუდოში. ქალთა და კაცთა შერეულ ნაკრებში ექვსი წონითი კატეგორიის სპორტსმენები შედიან.
ძალოსნობა (სამი ლიცენზია): ლაშა ტალახაძე (ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი), შოთა მიშველიძე და ირაკლი ჩხეიძე.
კრივი (ორი ლიცენზია): ლაშა გურული და გიორგი ყუშიტაშვილი;
ფარიკაობა (ერთი ლიცენზია): სანდრო ბაზაძე;
ბატუტზე ხტომა (ერთი ლიცენზია): ლუბა გოლოვინა;
ტყვიის სროლა (ერთი ლიცენზია): ნინო სალუქვაძე;
ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად სპეციალური მოწვევა (Wild Card) სამმა ქართველმა სპორტსმენმა მიიღო. ორი ლიცენზია ცურვაში - ანა ნიჟარაძე და ნოე ფანცხავა და ერთი მძლეოსნობაში - ლიკა ხარჩილავა (რბენა 100 მ).
საქართველო ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში 1996 წლიდან მონაწილეობს. საქართველომ ყველაზე მეტი ლიცენზია 2016 წელს, რიოს თამაშებზე მიიღო, სადაც 40 სპორტსმენი გაემგზავრა.
მთლიანობაში, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სპორტსმენებმა 40 მედალი მოიპოვეს - მათგან ათი ოქროს, 12 ვერცხლის და 18 ბრინჯაოს.
ტოკიოს წინა ოლიმპიადაზე, რომელიც პანდემიის გამო არა 2020, არამედ 2021 წელს გაიმართა, ქართველმა სპორტსმენებმა რვა მედალი მოიპოვეს - ორი ოქროს, ხუთი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს (ძიუდო, ძალოსნობა და ჭიდაობა).
რვიდან ოთხი მედალი ქართველმა ძიუდოისტებმა მოიპოვეს. ლაშა ბექაურმა (-90 კგ) ოქრო მოიპოვა, ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) ვერცხლი, გურამ თუშიშვილმა და ვაჟა მარგველაშვილმა (+100 და -66 კგ) ბრინჯაო აიღეს.