https://sputnik-georgia.com/20240723/arshavini-rusetma-da-saqartvelom-fexburtis-patchi-unda-chaataron-289143077.html
არშავინი: რუსეთმა და საქართველომ ფებურთის ლეგენდების მატჩი უნდა ჩაატარონ
არშავინი: რუსეთმა და საქართველომ ფებურთის ლეგენდების მატჩი უნდა ჩაატარონ
Sputnik საქართველო
თბილისში საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების ლეგენდების მატჩზე მთელი სტადიონი გაივსება, განაცხადა არშავინმა. 23.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-23T20:11+0400
2024-07-23T20:11+0400
2024-07-23T20:11+0400
საქართველო
სპორტი
ქართულ–რუსული ურთიერთობები
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/05/267153593_0:85:1600:985_1920x0_80_0_0_68434b44b4f5c849a549e23803490bd5.jpg
თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. რუსეთმა და საქართველომ ფეხბურთის ლეგენდების მატჩი უნდა ჩაატარონ, რადგან ასეთი შეხვედრები აერთიანებს ერებს, განაცხადა 2008 წლის ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის პრიზიორმა ანდრეი არშავინმა TASS-თან ინტერვიუში.7 ივლისს მინსკში ლეგენდების ლიგის პირველი საერთაშორისო მატჩი გაიმართა, რომელშიც რუსეთისა და ბელარუსის გუნდები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს (1:1, 5:4 - პენალტებით). მატჩში მონაწილეობა არშავინმაც მიიღო.„ახლა ეს აქტუალურია, ასეთი შეხვედრები აერთიანებს ჩვენს ხალხებს, ინახავს ჩვენს საერთო ისტორიას. შეიძლება უსასრულოდ ჩაატარო სამიტები და კონფერენციები, მაგრამ სინამდვოლეში ხალხს ფეხბურთი აახლოებს", - განაცხადა მან.საქართველოს ყოველთვის ჰყავდა კარგი დონის ფეხბურთელები და თუ ძმები არველაძეები, მალხაზ ასათიანი, გიორგი დემეტრაძე, მიხეილ აშვეთია, ლევან კობიაშვილი, გიორგი ქინქლაძე მოედანზე გამოვლენ - ეს ლეგენდების ლიგისთვის ძალიან კარგი განაცხადი გახდება, აღნიშნა არშავინმა.ფეხბურთელის აზრით, ეროვნული ნაკრების რეტრო-მატჩზე დასასწრებად შეიძლება მთელი სტადიონი გაივსოს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/05/267153593_0:0:1424:1068_1920x0_80_0_0_81136a40a71825748d8d5eab4bba646b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, ქართულ–რუსული ურთიერთობები, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, ქართულ–რუსული ურთიერთობები, საზოგადოება, ახალი ამბები
არშავინი: რუსეთმა და საქართველომ ფებურთის ლეგენდების მატჩი უნდა ჩაატარონ
თბილისში საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების ლეგენდების მატჩზე მთელი სტადიონი გაივსება, განაცხადა არშავინმა.
თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. რუსეთმა და საქართველომ ფეხბურთის ლეგენდების მატჩი უნდა ჩაატარონ, რადგან ასეთი შეხვედრები აერთიანებს ერებს, განაცხადა 2008 წლის ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის პრიზიორმა ანდრეი არშავინმა TASS-თან ინტერვიუში.
7 ივლისს მინსკში ლეგენდების ლიგის პირველი საერთაშორისო მატჩი გაიმართა, რომელშიც რუსეთისა და ბელარუსის გუნდები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს (1:1, 5:4 - პენალტებით). მატჩში მონაწილეობა არშავინმაც მიიღო.
„ბელარუსის შემდეგ, რუსეთის ფეხბურთის კავშირმა უნდა გამართოს ლეგენდების მატჩები საქართველოსთან, ყაზახეთთან, უზბეკეთთან“, - განაცხადა არშავინმა.
„ახლა ეს აქტუალურია, ასეთი შეხვედრები აერთიანებს ჩვენს ხალხებს, ინახავს ჩვენს საერთო ისტორიას. შეიძლება უსასრულოდ ჩაატარო სამიტები და კონფერენციები, მაგრამ სინამდვოლეში ხალხს ფეხბურთი აახლოებს", - განაცხადა მან.
საქართველოს ყოველთვის ჰყავდა კარგი დონის ფეხბურთელები და თუ ძმები არველაძეები, მალხაზ ასათიანი, გიორგი დემეტრაძე, მიხეილ აშვეთია, ლევან კობიაშვილი, გიორგი ქინქლაძე მოედანზე გამოვლენ - ეს ლეგენდების ლიგისთვის ძალიან კარგი განაცხადი გახდება, აღნიშნა არშავინმა.
ფეხბურთელის აზრით, ეროვნული ნაკრების რეტრო-მატჩზე დასასწრებად შეიძლება მთელი სტადიონი გაივსოს.