თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღები 18 ათასზე მეტ აღსაზრდელს მიიღებენ

© Batumi City Hallსაბავშვო ბაღი
საბავშვო ბაღი - Sputnik საქართველო, 1920, 22.07.2024
გამოწერა
რეგისტრაცია ელექტრონული ფორმატით თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებ-გვერდზე მიმდინარეობს.
თბილისი, 22 ივლისი - Sputnik. თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღები 2024-2025 სასწავლო-სააღმზრდელო წლისთვის ჯამში 18 ათასზე მეტ აღსაზრდელს მიიღებენ, განაცხადა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელმა კახა აბულაძემ.
თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში 2024-2025 სააღმზრდელო წლისთვის აღსაზრდელთა ელექტრონული რეგისტრაციის მესამე ეტაპი - საყოველთაო რეგისტრაცია დღეს დაიწყო. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე www.kids.org.ge დარეგისტრირება 2-დან 6 წლამდე საქართველოს მოქალაქეებს ან ბინადრობის უფლების მქონე ბავშვებს, რეგისტრაციის ადგილის განურჩევლად, შეუძლიათ.
„საყოველთაო რეგისტრაცია 22 ივლისს,10:00 საათიდან დაიწყო და ადგილების შევსებამდე გაგრძელდება. მშობლებს შეუძლიათ წინასწარ ნახონ ჩვენს ვებგვერდზე ბაღებში თავისუფალი ადგილების რაოდენობა. ჯამში 18 ათასზე მეტი აღსაზრდელის მიღებას შევძლებთ", - განაცხადა კახა აბულაძემ.
აბულაძის ინფორმაციით, რეგისტრაციის პირველი და მეორე ეტაპების მონაცემებით, 8 ათასამდე აღსაზრდელია რეგისტრირებული, მათ შორის, 3 ათასამდე ბავშვი პირველ ეტაპზე დარეგისტრირდა, რომელიც მიზნობრივი კატეგორიის რეგისტრაციას ითვალისწინებდა, ხოლო მეორე ეტაპზე 4,5 ათასამდე, თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული 2-დან 6 წლამდე ბავშვია რეგისტრირებული.
მესამე ეტაპზე რეგისტრაციის გავლას შეძლებს ყველა ის ბავშვი, რომელსაც სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასაწყისში, 16 სექტემბრის მდგომარეობით, შეუსრულდება ორი წელი.
იმ შემთხვევაში, თუ მშობელი ვერ ახერხებს ბავშვის ელექტრონულ რეგისტრაციას, მას შეუძლია, განცხადებით მიმართოს საცხოვრებელ ადგილთან ახლომდებარე რაიონულ სერვისცენტრს ან სასურველ საბავშვო ბაგა-ბაღს.
იმ შემთხვევაში, თუ მშობელი ვერ ახერხებს ბავშვის ელექტრონულ რეგისტრაციას, მას შეუძლია, განცხადებით მიმართოს საცხოვრებელ ადგილთან ახლომდებარე რაიონულ სერვისცენტრს ან სასურველ საბავშვო ბაგა-ბაღს.
თბილისის ტერიტორიაზე 180-ზე მეტი სახელმწიფო საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს.
ყველა ახალი ამბავი
0