https://sputnik-georgia.com/20240722/saqartvelos-nakrebi-zviradgirebuli-gundebis-oceulshia-289116783.html
Transfermarkt: საქართველოს ნაკრები ევროპის ყველაზე ძვირადღირებული გუნდების ტოპ 20-შია
Transfermarkt: საქართველოს ნაკრები ევროპის ყველაზე ძვირადღირებული გუნდების ტოპ 20-შია
Sputnik საქართველო
უეფას ერთა ლიგის B დივიზიონში საქართველოს ნაკრები მეშვიდე ადგილზეა. 22.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-22T14:13+0400
2024-07-22T14:13+0400
2024-07-22T14:13+0400
საქართველო
სპორტი
უეფა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/1c/288679238_0:161:3071:1888_1920x0_80_0_0_b7b55132ee25eb749f425e8ad7961b36.jpg
თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრები ევროპის ყველაზე ძვირადღირებული გუნდების ტოპ 20-ში მოხვდა, განახლებული მონაცემები ავტორიტეტულმა გერმანულმა ინტერნეტპორტალმა Transfermarkt-მა გამოაქვეყნა.საქართველოს ნაკრების საერთო ღირებულება 185,1 მილიონ ევრომდე გაიზარდა და რეიტინგში მე-20 ადგილი დაიკავა. პირველ ადგილზეა ინგლისი - 1,52 მილიარდი ევრო, მეორეზე საფრანგეთი - 1,23 მილიარდი ევრო, მესამეზე პორტუგალია - 1,06 მილიარდი ევრო. ევროპის ჩემპიონი ესპანეთი კი მეოთხე ადგილზეა - 1,04 მილიარდი ევრო.უეფას ერთა ლიგის B დივიზიონში საქართველოს ნაკრები მეშვიდე ადგილზეა.უეფას ერთა ლიგის B დივიზიონი:ინგლისი – 1,52 მილიარდი ევრონორვეგია – 481,60 მილიონი ევროთურქეთი – 352,90 მილიონი ევროავსტრია– 237,00 მილიონი ევროუკრაინა – 379,00 მილიონი ევროჩეხეთი – 187,10 მილიონი ევროსაქართველო – 185,10 მილიონი ევროგანახლებული მონაცემებით, საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის A დივიზიონში უნგრეთი (165.45), ბოსნია (96.60) და ისრაელი (22.25), B დივიზიონში კი საბერძნეთი (134.90), ალბანეთი (113.10), უელსი (113.08), ირლანდია (106.50), ისლანდია (49.75), ფინეთი (27.68) და მონტენეგრო (25.20) ჩამოიტოვა.საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების საბაზრო ღირებულება 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრების გამოსვლის შემდეგ გაიზარდა. საქართველოს ნაკრები მერვედფინალში გავიდა, სადაც მომავალ ჩემპიონ, ესპანეთის ნაკრებთან დამარცხდა (1:4).საქართველოს ნაკრებისა და ესპანეთის „ვალენსიის" მეკარე გიორგი მამარდაშვილის ღირებულება ჩემპიონატის შემდეგ 35-დან 45 მილიონ ევრომდე გაიზარდა. ამრიგად, პორტუგალიის ნაკრების მეკარე დიეგო კოსტასთან ერთად იგი გახდა ყველაზე ძვირადღირებული გოლკიპერი მსოფლიოში.გარდა ამისა, ყველაზე მეტი სეივი (29) მამარდაშვილის ანგარიშზეა, რაც ჩემპიონატის მეკარეებს შორის საუკეთესო მაჩვენებელი გახდა. იგი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის საუკეთესო ფეხბურთელადაც აღიარეს. საქართველო-ჩეხეთის მატჩში, რომელიც ფრე ანგარიშით - 1:1 დასრულდა, მამარდაშვილმა თავისი გუნდი 11-ჯერ იხსნა.საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული „ლიონის" ფორვარდის, გიორგი მიქაუტაძის ღირებულება 20 მილიონ ევრომდე გაიზარდა. ქართველი თავდამსხმელი კონტინენტის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირად სხვა ხუთ ფეხბურთელთან ერთად აღიარეს.საქართველოს ნაკრების ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი იტალიური „ნაპოლის” გარემარბი ხვიჩა კვარაცხელიაა. მისი საბაზრო ღირებულება 80 მილიონი ევროა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/1c/288679238_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_bb09b7b08f63f69974bb2d69decc9dfe.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, უეფა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, უეფა, საზოგადოება, ახალი ამბები
Transfermarkt: საქართველოს ნაკრები ევროპის ყველაზე ძვირადღირებული გუნდების ტოპ 20-შია
უეფას ერთა ლიგის B დივიზიონში საქართველოს ნაკრები მეშვიდე ადგილზეა.
თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრები ევროპის ყველაზე ძვირადღირებული გუნდების ტოპ 20-ში მოხვდა, განახლებული მონაცემები ავტორიტეტულმა გერმანულმა ინტერნეტპორტალმა Transfermarkt-მა გამოაქვეყნა.
საქართველოს ნაკრების საერთო ღირებულება 185,1 მილიონ ევრომდე გაიზარდა და რეიტინგში მე-20 ადგილი დაიკავა. პირველ ადგილზეა ინგლისი - 1,52 მილიარდი ევრო, მეორეზე საფრანგეთი - 1,23 მილიარდი ევრო, მესამეზე პორტუგალია - 1,06 მილიარდი ევრო. ევროპის ჩემპიონი ესპანეთი კი მეოთხე ადგილზეა - 1,04 მილიარდი ევრო.
უეფას ერთა ლიგის B დივიზიონში საქართველოს ნაკრები მეშვიდე ადგილზეა.
უეფას ერთა ლიგის B დივიზიონი:
ინგლისი – 1,52 მილიარდი ევრო
ნორვეგია – 481,60 მილიონი ევრო
თურქეთი – 352,90 მილიონი ევრო
ავსტრია– 237,00 მილიონი ევრო
უკრაინა – 379,00 მილიონი ევრო
ჩეხეთი – 187,10 მილიონი ევრო
საქართველო – 185,10 მილიონი ევრო
განახლებული მონაცემებით, საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის A დივიზიონში უნგრეთი (165.45), ბოსნია (96.60) და ისრაელი (22.25), B დივიზიონში კი საბერძნეთი (134.90), ალბანეთი (113.10), უელსი (113.08), ირლანდია (106.50), ისლანდია (49.75), ფინეთი (27.68) და მონტენეგრო (25.20) ჩამოიტოვა.
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების საბაზრო ღირებულება 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრების გამოსვლის შემდეგ გაიზარდა. საქართველოს ნაკრები მერვედფინალში გავიდა, სადაც მომავალ ჩემპიონ, ესპანეთის ნაკრებთან დამარცხდა (1:4).
საქართველოს ნაკრებისა და ესპანეთის „ვალენსიის" მეკარე გიორგი მამარდაშვილის ღირებულება ჩემპიონატის შემდეგ 35-დან 45 მილიონ ევრომდე გაიზარდა. ამრიგად, პორტუგალიის ნაკრების მეკარე დიეგო კოსტასთან ერთად იგი გახდა ყველაზე ძვირადღირებული გოლკიპერი მსოფლიოში.
გარდა ამისა, ყველაზე მეტი სეივი (29) მამარდაშვილის ანგარიშზეა, რაც ჩემპიონატის მეკარეებს შორის საუკეთესო მაჩვენებელი გახდა. იგი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის საუკეთესო ფეხბურთელადაც აღიარეს. საქართველო-ჩეხეთის მატჩში, რომელიც ფრე ანგარიშით - 1:1 დასრულდა, მამარდაშვილმა თავისი გუნდი 11-ჯერ იხსნა.
საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული „ლიონის" ფორვარდის, გიორგი მიქაუტაძის ღირებულება 20 მილიონ ევრომდე გაიზარდა. ქართველი თავდამსხმელი კონტინენტის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირად სხვა ხუთ ფეხბურთელთან ერთად აღიარეს.
საქართველოს ნაკრების ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი იტალიური „ნაპოლის” გარემარბი ხვიჩა კვარაცხელიაა. მისი საბაზრო ღირებულება 80 მილიონი ევროა.