რამდენით შეიცვალა საქართველოს საგარეო ვალის მოცულობა?

© photo: Sputnik / Stringerფინანსთა სამინისტროს შენობა
ფინანსთა სამინისტროს შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 22.07.2024
გამოწერა
საგარეო სახელმწიფო ვალის ფარგლებში ევროობლიგაციების ვალდებულებები 500 მლნ აშშ დოლარის დონეზე შენარჩუნდა
თბილისი, 22 ივლისი — Sputnik.საქართველოს საგარეო ვალის მოცულობამ 2024 წლის 30 ივნისის მდგომარეობით 8,7 მლრდ ლარი შეადგინა, იგი მიმდინარე წლის იანვრის მონაცემებთან შედარებით 2,3%-ით არის შემცირებული, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საგარეო სახელმწიფო ვალის სტრუქტურაში საქართველოს მთავრობის ვალმა შეადგინა 8,33 მლრდ დოლარი, რაც 2,1%-ით ნაკლებია 2024 წლის 1 იანვრის მაჩვენებელზე, ხოლო ეროვნული ბანკის ვალმა - 374,2 მლნ დოლარი, რაც 6,9-%-ით ნაკლებია მიმდინარე წლის დასაწყისის მაჩვენებელზე.
მრავალმხრივი საგარეო სახელმწიფო ვალი წლის პირველ ნახევარში 1,2%-ით შემცირდა და 6,31 მლრდ დოლარი შეადგინა.
ამ ჯგუფში საქართველოს უმსხვილეს კრედიტორებად რჩებიან აზიის განვითარების ბანკი (2,25 მლრდ დოლარი), ევროპის საინვესტიციო ბანკი (1,1 მლრდ დოლარი) და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (1,61 მლრდ დოლარი).
საგარეო სახელმწიფო ვალის ფარგლებში ევროობლიგაციების ვალდებულებები 500 მლნ აშშ დოლარის დონეზე შენარჩუნდა.
2023 წელს საქართველოს საგარეო სახელმწიფო ვალი 6,7%-ით გაიზარდა.
ყველა ახალი ამბავი
0