https://sputnik-georgia.com/20240722/premieri-zurabishvilis-sarcheli-marcxistvisaa-ganwiruli-289122554.html
პრემიერი: „გამჭვირვალობის" წინააღმდეგ პრეზიდენტის სარჩელი მარცხისთვისაა განწირული
პრემიერი: „გამჭვირვალობის" წინააღმდეგ პრეზიდენტის სარჩელი მარცხისთვისაა განწირული
Sputnik საქართველო
საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სარჩელი წარმოებაში 19 ივლისს მიიღო. 22.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-22T19:39+0400
2024-07-22T19:39+0400
2024-07-22T19:39+0400
საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საკონსტიტუციო სასამართლო
პოლიტიკა საქართველოში
კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
კანონმდებლობა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/0d/287892338_0:208:2000:1333_1920x0_80_0_0_95e484a145542d42adcaff5beae95f28.jpg
თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელს პერსპექტივა არ ექნება, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოქმედების შეჩერების თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით 5 ივლისს მიმართა. კანონი ძალაში 3 ივნისს შევიდა. ის ავალდებულებს უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და წელიწადში ერთხელ შეავსონ დეკლარაცია.მისი თქმით, „გამჭვირვალობის შესახებ" კანონის წინააღმდეგ სარჩელის შეტანით ზურაბიშვილმა შეცდომა დაუშვა და საკონსტიტუციო სასამართლოს კანონიერება ცნო, რომელმაც იგი ქვეყნის მთავარ კანონდამრღვევად გამოაცხადა.საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2023 წლის 16 ოქტომბერს დაადასტურა ქვეყნის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ქვეყნის მთავარი კანონის – კონსტიტუციის 52-ე მუხლის დარღვევა, რომლის თანახმად პრეზიდენტს საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი ფუნქციების განხორციელება მხოლოდ მთავრობის ნებართვით შეუძლია. სარჩელი სასამართლოში მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართელოს" დეპუტატებმა პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში შეიტანეს. მმართველმა პარტიამ 2023 წლის ოქტომბერში სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის მხარდასაჭერად ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ შეაგროვა მიუხედავად საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებისა, რომ მან საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია. პრეზიდენტის გადასაყენებლად საჭირო იყო 100 დეპუტატის ხმა, მაგრამ ამას მხარი მხოლოდ 86-მა დეპუტატმა დაუჭირა.პრეზიდენტის სარჩელისაქართველოს პრეზიდენტი ეჭვქვეშ აყენებს კანონის შესაბამისობას საქართველოს კონსტიტუციის შემდეგ მუხლებთან: „ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია“, „გაერთიანებების თავისუფლება“, „პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებები“, „აზრის, ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა და ინტერნეტის თავისუფლების უფლებები“, „პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება“ და კონსტიტუციის ნორმასთან, რომელშიც ნათქვამია, რომ „არავინ აგებს პასუხს ქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა. კანონს, თუ იგი არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს“ და მოითხოვს აღიარებას, რომ კანონი მთლიანად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას.საკითხს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს, მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილის ხელმძღვანელობით.სკანდალური კანონის გაუქმების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელები უკვე შეიტანა 121-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ და გეგმავს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი, ასევე ოპოზიციური პარტიები.ვნებათაღელვა „გამჭვირვალობის შესახებ " კანონის ირგვლივ„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ კანონი ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა , ეუთო/ოდირმა, ნატომ და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა.საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დააწესა სავიზო შეზღუდვის პოლიტიკა იმ პირების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოს „დემოკრატიის ძირის გამოთხრაში“.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/0d/287892338_382:200:1892:1333_1920x0_80_0_0_9d8211a3c0ca93e2293c9b505c0ef367.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საკონსტიტუციო სასამართლო, პოლიტიკა საქართველოში, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , კანონმდებლობა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საკონსტიტუციო სასამართლო, პოლიტიკა საქართველოში, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , კანონმდებლობა, ახალი ამბები
პრემიერი: „გამჭვირვალობის" წინააღმდეგ პრეზიდენტის სარჩელი მარცხისთვისაა განწირული
საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სარჩელი წარმოებაში 19 ივლისს მიიღო.
თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელს პერსპექტივა არ ექნება, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოქმედების შეჩერების თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით 5 ივლისს მიმართა. კანონი ძალაში 3 ივნისს შევიდა. ის ავალდებულებს უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და წელიწადში ერთხელ შეავსონ დეკლარაცია.
„მე მგონია, რომ ამ სარჩელს ვერავითარი პერსპექტივა ვერ ექნება. შეუძლებელია უბრალოდ იმის მტკიცება, რომ გამჭვირვალობა არის ცუდი. ეს სამართლებრივად არის არასწორი... გამჭვირვალობის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს ვერც სამართლებრივი და ვერც ვერანაირი თვალსაზრისით ვერავითარი პერსპექტივა ვერ ექნება", - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, „გამჭვირვალობის შესახებ" კანონის წინააღმდეგ სარჩელის შეტანით ზურაბიშვილმა შეცდომა დაუშვა და საკონსტიტუციო სასამართლოს კანონიერება ცნო, რომელმაც იგი ქვეყნის მთავარ კანონდამრღვევად გამოაცხადა.
„ამით მან აღიარა, რომ ქვეყანას ჰყავს კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი. თავადვე აღიარებს ამ ფაქტს, რაც არის ძალიან კარგი", - აღნიშნა პრემიერმა.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2023 წლის 16 ოქტომბერს დაადასტურა ქვეყნის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ქვეყნის მთავარი კანონის – კონსტიტუციის 52-ე მუხლის დარღვევა, რომლის თანახმად პრეზიდენტს საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი ფუნქციების განხორციელება მხოლოდ მთავრობის ნებართვით შეუძლია. სარჩელი სასამართლოში მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართელოს" დეპუტატებმა პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში შეიტანეს.
მმართველმა პარტიამ 2023 წლის ოქტომბერში სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის მხარდასაჭერად ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ შეაგროვა მიუხედავად საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებისა, რომ მან საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია. პრეზიდენტის გადასაყენებლად საჭირო იყო 100 დეპუტატის ხმა, მაგრამ ამას მხარი მხოლოდ 86-მა დეპუტატმა დაუჭირა.
საქართველოს პრეზიდენტი ეჭვქვეშ აყენებს კანონის შესაბამისობას საქართველოს კონსტიტუციის შემდეგ მუხლებთან: „ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია“, „გაერთიანებების თავისუფლება“, „პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებები“, „აზრის, ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა და ინტერნეტის თავისუფლების უფლებები“, „პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება“ და კონსტიტუციის ნორმასთან, რომელშიც ნათქვამია, რომ „არავინ აგებს პასუხს ქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა. კანონს, თუ იგი არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს“ და მოითხოვს აღიარებას, რომ კანონი მთლიანად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას.
საკითხს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს, მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილის ხელმძღვანელობით.
სკანდალური კანონის გაუქმების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელები უკვე შეიტანა 121-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ და გეგმავს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი, ასევე ოპოზიციური პარტიები.
ვნებათაღელვა „გამჭვირვალობის შესახებ " კანონის ირგვლივ
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ კანონი ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა , ეუთო/ოდირმა, ნატომ და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დააწესა სავიზო შეზღუდვის პოლიტიკა იმ პირების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოს „დემოკრატიის ძირის გამოთხრაში“.