ასობით ჰექტარი მიწის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე სამ პირს ბრალი წარუდგინეს

© photo: Sputnik / Stringerპროკურატურის შენობა
პროკურატურის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 22.07.2024
გამოწერა
ბრალდებულებს ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
თბილისი, 22 ივლისი - Sputnik. საქართველოს პროკურატურამ მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე სამ პირს, მათგან უცხო ქვეყნის ერთ მოქალაქეს, ბრალი წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბრალდებულებს საგამოძიებო უწყება ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების მცდელობას ედავება.
გამოძიების მიხედვით, ბრალდებულებმა სხვისი კუთვნილი, კახეთის რეგიონში მდებარე 271 ჰექტარი მიწის ნაკვეთის დაუფლების მიზნით ყალბი დოკუმენტები - უცხოენოვანი მინდობილობა და ნასყიდობის ხელშეკრულება დაამზადეს.შემდეგ კი დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ-ერთ წევრზე მიწის ნაკვეთის გადაფორმების მიზნით, აღნიშნული ყალბი დოკუმენტები საჯარო რეესტრში წარადგინეს.
უწყების ცნობით, საგამოძიებო სამსახურის მიერ ეფექტურად გატარებული ღონისძიებების შედეგად ბრალდებულებმა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანეს და აცილებულ იქნა მიწის მესაკუთრისათვის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანის მიყენების შესაძლებლობა.
სამივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამოძიება გრძელდება, დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრების გამოვლენის და მხილების მიზნით.
ყველა ახალი ამბავი
0