https://sputnik-georgia.com/20240721/su-30sm2-f-16--289109620.html
მოსაზრება: Су-30СМ2-ის ციმბირული ხასიათი F-16-ს „ბერძნული ცეცხლის“ წინააღმდეგ
მოსაზრება: Су-30СМ2-ის ციმბირული ხასიათი F-16-ს „ბერძნული ცეცხლის“ წინააღმდეგ
Sputnik საქართველო
რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ავიაცია უკრაინულ ფრონტზე დომინირებს და კიევის რეჟიმისათვის თუნდაც გამანადგურებლების F-16-ს ორი-სამი ათეულის გადაცემა ძალთა ფარდობას... 21.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-21T14:49+0400
2024-07-21T14:49+0400
2024-07-21T14:49+0400
ანალიტიკა
მოსაზრება
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24342/50/243425080_0:130:3183:1920_1920x0_80_0_0_0964fca2d0804e79b6a94a61e91fc7e3.jpg
რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ავიაცია უკრაინულ ფრონტზე დომინირებს და კიევის რეჟიმისათვის თუნდაც გამანადგურებლების F-16-ს ორი-სამი ათეულის გადაცემა ძალთა ფარდობას არ შეცვლის. გაოგნებას იწვევს რიგი ევროპული სახელმწიფოების ლიდერების მისწრაფება „კოჭი გაუგოროს“ დეგრადირებად ამერიკელ „ჰეგემონს“ - თუნდაც საკუთარი სახელმწიფოებისა და ხალხის უსაფრთხოების და ეკონომიკური კეთილდღეობის ხარჯზე.დასავლური და ახლო აღმოსავლეთური მედია საშუალებები იუწყებიან, რომ ძალიან მალე უკრაინას 30 გამანადგურებელი F-16 Block 30 მიეწოდება საბერძნეთის სამხედრო-საჰაერო ძალების შემადგენლობიდან. თვითმფრინავებს ფორმალურად ჩამოწერენ, შემდეგ კი გააგზავნიან უკრაინაში, აშშ-ს გავლით, სადაც 40-წლიანი მანქანები მოდერნიზაციას გაივლიან. ნაცვლად კი, ამერიკულმა კონგრესმა ნება დართო 40 თანამედროვე გამანადგურებლის F-35A-ს ექსპორტს საბერძნეთში.დასავლეთში კარგად ესმით, რომ ანტიკვერული F-16 Fighting Falcon მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან თანამედროვე რუსულ გამანადგურებლებს Су-30СМ2 და Су-35С. მანამდე „რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნეებე დარტყმებისათვის“ საკუთარი F-16 -ის კიევისათვის ჩუქება ბელგიამ, დანიამ, ნიდერლანდებმა და ნორვეგიამ გადაწყვიტეს. და მაინც, (კონსტიტუციით) მართლმადიდებლურმა საბერძნეთმა მოსკოვი არასასიამოვნოდ გააოცა...2015 წელს რუსეთმა საბერძნეთი, უბრალოდ, გადაარჩინა - ათენმა მოსკოვისგან 5 მილიარდი ევრო მიიღო. ფორმალურად, ეს თანხა განკუთვნილი იყო მაშინ არ არსებული გაზსადენის „თურქული ნაკადის“ ბერძნული განშტოების მშენებლობისათვის. ფაქტობრივად კი - დაუნდობელი ევროკრედიტორების წინაშე ვალების დასაფარად...არაოფიციალურად, საბერძნეთმა კიევის რეჟიმს გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია, როდესაც, მაგალითად, მიაწოდა 30 მილიონი დოლარის ღურებულების საარტილერიო იარაღი... მოსკოვს დიდხანს ემახსოვრება F-16 -ს „ბერძნული ცეცხლი“ და ეს კარგს არაფერს მოუტანს ათენს - კერძოდ, ცომბირის გაზზე შეღავათიანი ფასები, შეიძლება, წარსულს ჩაბარდეს...გამოცემა Politico წერს: „ალიანსის უპასუხისმგებლო პოლიტიკა უკრაინასთან მიმართებაში გრძელდება და ყალბ მოლოდინებს აჩენს. ეს კი მშვიდობას ხდის ნაკლებად რეალურს, ხოლო ომს - უფრო საშიშს“...რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24342/50/243425080_227:0:2958:2048_1920x0_80_0_0_7d724ef3deedb8193c330315db6066ae.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ანალიტიკა, მოსაზრება, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
ანალიტიკა, მოსაზრება, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ავიაცია უკრაინულ ფრონტზე დომინირებს და კიევის რეჟიმისათვის თუნდაც გამანადგურებლების F-16-ს ორი-სამი ათეულის გადაცემა ძალთა ფარდობას არ შეცვლის. გაოგნებას იწვევს რიგი ევროპული სახელმწიფოების ლიდერების მისწრაფება „კოჭი გაუგოროს“ დეგრადირებად ამერიკელ „ჰეგემონს“ - თუნდაც საკუთარი სახელმწიფოებისა და ხალხის უსაფრთხოების და ეკონომიკური კეთილდღეობის ხარჯზე.
დასავლური და ახლო აღმოსავლეთური მედია საშუალებები იუწყებიან, რომ ძალიან მალე უკრაინას 30 გამანადგურებელი F-16 Block 30 მიეწოდება საბერძნეთის სამხედრო-საჰაერო ძალების შემადგენლობიდან. თვითმფრინავებს ფორმალურად ჩამოწერენ, შემდეგ კი გააგზავნიან უკრაინაში, აშშ-ს გავლით, სადაც 40-წლიანი მანქანები მოდერნიზაციას გაივლიან. ნაცვლად კი, ამერიკულმა კონგრესმა ნება დართო 40 თანამედროვე გამანადგურებლის F-35A-ს ექსპორტს საბერძნეთში.
დასავლეთში კარგად ესმით, რომ ანტიკვერული F-16 Fighting Falcon მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან თანამედროვე რუსულ გამანადგურებლებს Су-30СМ2 და Су-35С. მანამდე „რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნეებე დარტყმებისათვის“ საკუთარი F-16 -ის კიევისათვის ჩუქება ბელგიამ, დანიამ, ნიდერლანდებმა და ნორვეგიამ გადაწყვიტეს. და მაინც, (კონსტიტუციით) მართლმადიდებლურმა საბერძნეთმა მოსკოვი არასასიამოვნოდ გააოცა...
2015 წელს რუსეთმა საბერძნეთი, უბრალოდ, გადაარჩინა - ათენმა მოსკოვისგან 5 მილიარდი ევრო მიიღო. ფორმალურად, ეს თანხა განკუთვნილი იყო მაშინ არ არსებული გაზსადენის „თურქული ნაკადის“ ბერძნული განშტოების მშენებლობისათვის. ფაქტობრივად კი - დაუნდობელი ევროკრედიტორების წინაშე ვალების დასაფარად...
არაოფიციალურად, საბერძნეთმა კიევის რეჟიმს გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია, როდესაც, მაგალითად, მიაწოდა 30 მილიონი დოლარის ღურებულების საარტილერიო იარაღი... მოსკოვს დიდხანს ემახსოვრება F-16 -ს „ბერძნული ცეცხლი“ და ეს კარგს არაფერს მოუტანს ათენს - კერძოდ, ცომბირის გაზზე შეღავათიანი ფასები, შეიძლება, წარსულს ჩაბარდეს...
გამოცემა Politico წერს: „ალიანსის უპასუხისმგებლო პოლიტიკა უკრაინასთან მიმართებაში გრძელდება და ყალბ მოლოდინებს აჩენს. ეს კი მშვიდობას ხდის ნაკლებად რეალურს, ხოლო ომს - უფრო საშიშს“...
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე