https://sputnik-georgia.com/20240721/ramdeni-pensioneria-saqartveloshi-289105827.html
რამდენი პენსიონერია საქართველოში - ბოლო მონაცემები
რამდენი პენსიონერია საქართველოში - ბოლო მონაცემები
Sputnik საქართველო
დღეს საქართველოში ასაკობრივი პენსია ქალებს ეკუთვნით 60 წლიდან, მამაკაცებს - 65 წლიდან. 21.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-21T11:00+0400
2024-07-21T11:00+0400
2024-07-21T11:00+0400
საქართველო
სოციალური სფერო საქართველოში
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/14/262997093_0:0:3001:1688_1920x0_80_0_0_1e4c2f996aec55d70b9097c25a6e13d0.jpg
თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. საქართველოში ასაკობრივ პენსიას 851,4 ათასი ადამიანი იღებს, აქედან 247,4 ათასი მამაკაცი და 604 ათასი ქალია. ასეთია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემები 2024 წლის 1 ივლისისთვის.პენსიონერების ძირითადი ნაწილი 75 წლამდე ასაკისაა. საქართველოში 90 წელს ზემოთ 12,1 ათასი პენსიონერი ცხოვრობს, საიდანაც 2,9 ათასი მამაკაცია და 9,2 ათასი - ქალი. ყველაზე მეტი დღეგრძელი პენსიონერი თბილისსა და იმერეთში ცხოვრობს.პენსიონერების თითქმის მეოთხედი ცხოვრობს თბილისში, მეორე ადგილზეა იმერეთი, ხოლო მესამეზე - სამეგრელო-ქვემო სვანეთი. ყველაზე ნაკლები პენსიონერი ცხოვრობს გურიაში, მცხეთა-მთიანეთსა და რაჭა-ლეჩხუმი და ზემო სვანეთში.დღეს საქართველოში ასაკობრივი პენსია ქალებს ეკუთვნით 60 წლიდან, მამაკაცებს - 65 წლიდან. სახელმწიფო პენსიის ოდენობა საქართველოში 2024 წლის 1-ლი იანვრიდან ასაკის მიხედვით 315 ლარი და 415 ლარია.70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია იზრდება ინფლაციის გათვალისწინებით, ხოლო 70 წელზე უფროსი ასაკის მოქალაქეებისთვის - ინფლაციისა და ეკონომიკური ზრდის 80%-ის მიხედვით.ამავდროულად, დაგროვებითი საპენსიო სისტემის მონაწილეები მიიღებენ სახელმწიფო პენსიასთან ერთად დამატებით დანაზოგს სიცოცხლის ხანგრძლივობისა და დანაზოგის მთლიანი ოდენობის მიხედვით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/14/262997093_181:0:2642:1846_1920x0_80_0_0_4da36a0a6ba9888ccb5eccb27e1064c1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სოციალური სფერო საქართველოში, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, სოციალური სფერო საქართველოში, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
რამდენი პენსიონერია საქართველოში - ბოლო მონაცემები
დღეს საქართველოში ასაკობრივი პენსია ქალებს ეკუთვნით 60 წლიდან, მამაკაცებს - 65 წლიდან.
თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. საქართველოში ასაკობრივ პენსიას 851,4 ათასი ადამიანი იღებს, აქედან 247,4 ათასი მამაკაცი და 604 ათასი ქალია. ასეთია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემები 2024 წლის 1 ივლისისთვის.
პენსიონერების ძირითადი ნაწილი 75 წლამდე ასაკისაა. საქართველოში 90 წელს ზემოთ 12,1 ათასი პენსიონერი ცხოვრობს, საიდანაც 2,9 ათასი მამაკაცია და 9,2 ათასი - ქალი. ყველაზე მეტი დღეგრძელი პენსიონერი თბილისსა და იმერეთში ცხოვრობს.
პენსიონერების თითქმის მეოთხედი ცხოვრობს თბილისში, მეორე ადგილზეა იმერეთი, ხოლო მესამეზე - სამეგრელო-ქვემო სვანეთი. ყველაზე ნაკლები პენსიონერი ცხოვრობს გურიაში, მცხეთა-მთიანეთსა და რაჭა-ლეჩხუმი და ზემო სვანეთში.
დღეს საქართველოში ასაკობრივი პენსია ქალებს ეკუთვნით 60 წლიდან, მამაკაცებს - 65 წლიდან. სახელმწიფო პენსიის ოდენობა საქართველოში 2024 წლის 1-ლი იანვრიდან ასაკის მიხედვით 315 ლარი და 415 ლარია.
70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია იზრდება ინფლაციის გათვალისწინებით, ხოლო 70 წელზე უფროსი ასაკის მოქალაქეებისთვის - ინფლაციისა და ეკონომიკური ზრდის 80%-ის მიხედვით.
ამავდროულად, დაგროვებითი საპენსიო სისტემის მონაწილეები მიიღებენ სახელმწიფო პენსიასთან ერთად დამატებით დანაზოგს სიცოცხლის ხანგრძლივობისა და დანაზოგის მთლიანი ოდენობის მიხედვით.