https://sputnik-georgia.com/20240721/motociklis-mzgolis-dagupvis-paqtze-policiels-patimroba-sheeparda-289109756.html
მოტოციკლის მძღოლის დაღუპვის ფაქტზე დაკავებულ პოლიციელს პატიმრობა შეეფარდა
მოტოციკლის მძღოლის დაღუპვის ფაქტზე დაკავებულ პოლიციელს პატიმრობა შეეფარდა
Sputnik საქართველო
გავრცელებული ინფორმაციით, საპატრულო ეკიპაჟი მოტოციკლის მძღოლს დაედევნა, გზა გადაუკეტა, რის შემდეგაც მოტოციკლის მძღოლი ეკიპაჟის მანქანას შეეჯახა. 21.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-21T17:05+0400
2024-07-21T17:05+0400
2024-07-21T17:05+0400
საქართველო
თბილისის საქალაქო სასამართლო
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23425/66/234256691_0:312:3000:2000_1920x0_80_0_0_1570dab6557689a61eb5c3b401c0f653.jpg
თბილისი, 21ივლისი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ მოტოციკლის მძღოლის დაღუპვის ფაქტზე დაკავებულ პოლიციელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.შემთხვევა თბილისში, 19 ივლისს, დაახლოებით 04:35 საათზე მოხდა. გამოძიების ცნობით, 19 წლის რევი დემეტრაშვილი მოტოციკლით გადაჭარბებული სიჩქარით გადაადგილდებოდა, რა დროსაც სამართალდამცველებმა მოსთხოვეს გაჩერება. პოლიციელების მოთხოვნას დემეტრაშვილი არ დაემორჩილა და განაგრძო მოძრაობა ალექსანდრე ყაზბეგის გამზირის მიმართულებით, რა დროსაც შეეჯახა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით მოძრავ საპატრულო პოლიციის ავტომობილს.ინციდენტის შედეგად მოტოციკლის მძღოლი ადგილზე დაიღუპა.მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ავტომობილის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან საპოლიციო ღონისძიების, დევნის პროცესში შესაძლო დანაშაულის ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23425/66/234256691_344:267:2655:2000_1920x0_80_0_0_afb291dd6ee20306d568b837049f9986.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის საქალაქო სასამართლო, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის საქალაქო სასამართლო, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
მოტოციკლის მძღოლის დაღუპვის ფაქტზე დაკავებულ პოლიციელს პატიმრობა შეეფარდა
გავრცელებული ინფორმაციით, საპატრულო ეკიპაჟი მოტოციკლის მძღოლს დაედევნა, გზა გადაუკეტა, რის შემდეგაც მოტოციკლის მძღოლი ეკიპაჟის მანქანას შეეჯახა.
თბილისი, 21ივლისი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ მოტოციკლის მძღოლის დაღუპვის ფაქტზე დაკავებულ პოლიციელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
შემთხვევა თბილისში, 19 ივლისს, დაახლოებით 04:35 საათზე მოხდა.
გამოძიების ცნობით, 19 წლის რევი დემეტრაშვილი მოტოციკლით გადაჭარბებული სიჩქარით გადაადგილდებოდა, რა დროსაც სამართალდამცველებმა მოსთხოვეს გაჩერება. პოლიციელების მოთხოვნას დემეტრაშვილი არ დაემორჩილა და განაგრძო მოძრაობა ალექსანდრე ყაზბეგის გამზირის მიმართულებით, რა დროსაც შეეჯახა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით მოძრავ საპატრულო პოლიციის ავტომობილს.
ინციდენტის შედეგად მოტოციკლის მძღოლი ადგილზე დაიღუპა.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ავტომობილის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან საპოლიციო ღონისძიების, დევნის პროცესში შესაძლო დანაშაულის ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.