https://sputnik-georgia.com/20240720/arcevnebi-2024-pirveli-grzelvadiani-sadamkvirveblo-misia-ukve-saqartvelosia-289104752.html
არჩევნები 2024: პირველი გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია უკვე საქართველოშია
არჩევნები 2024: პირველი გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია უკვე საქართველოშია
Sputnik საქართველო
ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა საერთაშორისო დამკვირვებლებთან ღია და აქტიური თანამშრომლობისთვის. 20.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-20T23:57+0400
2024-07-20T23:57+0400
2024-07-20T23:57+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
ირაკლი კობახიძე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/14/289098566_0:46:902:553_1920x0_80_0_0_61bb8bdb4f3fa27865d042eb9e091a4e.jpg
თბილისი, 20 ივლისი – Sputnik. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია საქართველოშია და ცესკოს და ქვეყნის ხელმძღვანელობასთან შეხვედრებს მართავს.საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. საქართველოს მთავრობამ არჩევნებზე მოიწვია ყველა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია, მათ შორის ეუთო/ოდირი და ევროკავშირი.IRI-ს მისიის შემადგენლობაში 20 დამკვირვებელია, რომლებიც ქვეყანაში წინასაარჩევნო კამპანიას დააკვირდებიან.მისიის წარმომადგენლები უკვე შეხვდნენ ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილს და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, რომელიც „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობს.შეხვედრისას ყურადღება დაეთმო ახალ საარჩევნო კანონმდებლობას, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მნიშვნელობას და ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ გარემოს.კობახიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება მზადაა, წინა წლების მსგავსად, ყველაფერი გააკეთოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად. ამ მიზნით არჩევნებზე დასაკვირვებლად მოწვეულია არაერთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი მისიები.ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა საერთაშორისო დამკვირვებლებთან ღია და აქტიური თანამშრომლობისთვის.საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 26 ოქტომბერს გაიმართება. ეს იქნება პირველი არჩევნები, რომელიც უბნების 90%-ზე ელექტრონული ტექნოლოგიით ჩატარდება. ამომრჩევლები ხმას მისცემენ ისევ საარჩევნო უბნებზე, მაგრამ ახალი ბიულეტენებით, შედეგები სპეციალური მთვლელი მანქანის მეშვეობით დაითვლება. მანამდე ელექტრონული კენჭისყრის სისტემა ფარავდა უბნების მცირე ნაწილს და საპილოტე რეჟიმში ხორციელდებოდა.ეს ასევე იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიებისთვის ხმის მიცემის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.საპარლამენტო უმრავლესობის მოსაპოვებლად, რაც მთავრობის ერთპიროვნული დამტკიცების საშუალებას იძლევა, პარტიას მოუწევს ამომრჩეველთა სულ მცირე 50%-ის მხარდაჭერის მოპოვება, რომლებიც მივლენ საარჩევნო უბნებზე როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/14/289098566_53:0:850:598_1920x0_80_0_0_51a8de172cf1b8d1f17ddaf74803443e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, ირაკლი კობახიძე
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, ირაკლი კობახიძე
არჩევნები 2024: პირველი გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია უკვე საქართველოშია
ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა საერთაშორისო დამკვირვებლებთან ღია და აქტიური თანამშრომლობისთვის.
თბილისი, 20 ივლისი – Sputnik. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია საქართველოშია და ცესკოს და ქვეყნის ხელმძღვანელობასთან შეხვედრებს მართავს.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. საქართველოს მთავრობამ არჩევნებზე მოიწვია ყველა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია, მათ შორის ეუთო/ოდირი და ევროკავშირი.
IRI-ს მისიის შემადგენლობაში 20 დამკვირვებელია, რომლებიც ქვეყანაში წინასაარჩევნო კამპანიას დააკვირდებიან.
მისიის წარმომადგენლები უკვე შეხვდნენ ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილს და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, რომელიც „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობს.
შეხვედრისას ყურადღება დაეთმო ახალ საარჩევნო კანონმდებლობას, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მნიშვნელობას და ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ გარემოს.
კობახიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება მზადაა, წინა წლების მსგავსად, ყველაფერი გააკეთოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად. ამ მიზნით არჩევნებზე დასაკვირვებლად მოწვეულია არაერთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი მისიები.
ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა საერთაშორისო დამკვირვებლებთან ღია და აქტიური თანამშრომლობისთვის.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 26 ოქტომბერს გაიმართება. ეს იქნება პირველი არჩევნები, რომელიც უბნების 90%-ზე ელექტრონული ტექნოლოგიით ჩატარდება. ამომრჩევლები ხმას მისცემენ ისევ საარჩევნო უბნებზე, მაგრამ ახალი ბიულეტენებით, შედეგები სპეციალური მთვლელი მანქანის მეშვეობით დაითვლება. მანამდე ელექტრონული კენჭისყრის სისტემა ფარავდა უბნების მცირე ნაწილს და საპილოტე რეჟიმში ხორციელდებოდა.
ეს ასევე იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიებისთვის ხმის მიცემის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.
საპარლამენტო უმრავლესობის მოსაპოვებლად, რაც მთავრობის ერთპიროვნული დამტკიცების საშუალებას იძლევა, პარტიას მოუწევს ამომრჩეველთა სულ მცირე 50%-ის მხარდაჭერის მოპოვება, რომლებიც მივლენ საარჩევნო უბნებზე როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.