უახლოეს დღეებში საქართველოში ამინდი გაუარესდება

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliღრუბლები შავი ზღვის თავზე
ღრუბლები შავი ზღვის თავზე - Sputnik საქართველო, 1920, 19.07.2024
გამოწერა
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი გამოაქვეყნა.
თბილისი, 19 ივლისი - Sputnik. 21 ივლისის დილამდე საქართველოში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 21 ივლისის დილამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. 21-22 ივლისს კი ხანმოკლე წვიმა მოსალოდნელია მხოლოდ ცალკეულ რაიონში. ჰაერის ტემპერატურა ისევ მოიმატებს.
თბილისში 20-21 ივლისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 22 ივლისს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 30-32 გრადუსი დაფიქსირდება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) 20 ივლისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 21-22-ში კი უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 28-30 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 20 ივლისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 21-22-ში კი ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 32-34 გრადუსია მოსალოდნელი.
დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი) მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 30-32 გრადუსი იქნება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო) მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა პლუს 27-29 გრადუსი დაფიქსირდება.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 20-21 ივლისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 22 ივლისს უნალექო ამინდი იქნება ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 31-33 გრადუსი იქნება.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო) 20-21 ივლისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. 22 ივლისს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 31-33 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 28-30 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 20-22 გრადუსი იქნება.
ყველა ახალი ამბავი
0